Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- 37 ადამიანი დაიღუპა ყირგიზეთის ქალაქ ოშში მომხდარი შეტაკებების შედეგად


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/preview.php-1.jpgბოლო მონაცემებით, სულ ცოტა, 37 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ ყირგიზეთის ქალაქ ოშში, სადაც ადგილობრივი უზბეკებისა და ყირგიზების ჩხუბი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავდა 450-ზე მეტი ადამიანი. დაშავებულთა დიდი ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი. ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ ოშსა და მის მეზობელ სამ რაიონში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა. ქალაქ ოშში სამხედრო ნაწილები განლაგდნენ, ძალოვან სტრუქტურებს კი, კოორდინაციას უწევს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. ყირგიზეთის შსს-ს ცნობით, ქალაქში არსებული ვითარება უკვე ექვემდებარება სამართალდამცავთა კონტროლს. დღეს საგანგებო მიმართვა გაავრცელა დროებითი მთავრობის მეთაურმა როზა ოტუნბაევამ, რომლის განმარტებით, ქვეყნის სამხრეთით ყირგიზებსა და უზბეკებს შორის დაძაბულობა უკვე რამდენიმე კვირაა შეინიშნება, მასობრივ არეულობას კი ბიძგი მისცა ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილმა კონფლიქტმა. ოტუნბაევა აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მთავრობის მიერ ყველა რესურსი მობილიზებულია. აშშ-მა და რუსეთმა ყირგიზეთის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდეს.

 

“რადიო თავისუფლება”

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...