Jump to content
Planeta.Ge

მასწავლებლებს ამცირებენ


Recommended Posts

ამ სტატიის ლინკი არ მომთხოვოთ, მეზობელ ფორუმზე ვნახე და მოვიპარე

 

საქართველოში არის 70 000 მასწავლებელი, მასწავლებელთა პროფკავშირი აცახებს რომ მათგან 50% აქ სრული დატვირთვა - დანარჩენებს გაუშვებენ სამსახურიდან

20 ატას ადამიანს მშიერს ტოვებენ? :user:

 

შაშკინი მასწავლებელთა ტოტალურ გათავისუფლებებს იწყებს

მასწავლებლებს, რომლებსაც დატვირთვა 18 საათი არ აქვთ, სამსახურიდან გათავისუფლება ელით. რეალურად კი ასეთ მასწავლებელთა რაოდენობა 50%-ზე მეტია. გათავისუფლების შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ჯერ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებს, შემდეგ კი სკოლის დირექტორებს ესაუბრა.

 

მინისტრის ეს გადაწყვეტილება „რეზონანსს“ თავად მასწავლებლებმა აცნობეს. ისინი აღნიშნულის გამო შეშფოთებულები არიან, რადგან მათი დიდი ნაწილი პრაქტიკულად უმუშევარი დარჩება.

 

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების (სპმთპ) პრეზიდენტი, მანანა ღურჭუმალიძე „რეზონანსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ეს მასწავლებელთა პოლიტიკური ნიშნით დევნაა, რადგან დღეს რეალურად 18 საათი ხელისუფლების მეხოტბე მასწავლებლებს აქვთ მხოლოდ.

 

მანანა ღურჭუმალიძე: „მასწავლებელების რაოდენობა, რომლებსაც არ აქვთ 18 საათი, 50%-ზე მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ამდენ მასწავლებელს სამსახურის გარეშე დატოვებენ. განათლების სამინისტროს თავდასხმა პროფკავშირებზე სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ მისი განზრახვა მასწავლებელთა რაოდენობის შემცირებაზე - უპრობლემოდ განახორციელოს. განსაკუთრებით დაზარალდებიან მასწავლებლები პოლიტიკური ნიშნით, რადგან საათების დიდი რაოდენობა მხოლოდ ადმინისტრაციასთან დაახლოებულ და ხელისუფლების ერთგულ მასწავლებელებს ჰქონდათ. პრაქტიკულად ეს არის მასწავლებლის პოლუტიკური ნიშნით შერჩევა, რაც ჩვენთვის ისედაც მოსალოდნელი იყო.

 

რაც შეეხება შაშკინს, ძალიან რეაქციონერია და მისი დამოკიდებულება სკოლებთან მარტივი ფორმულით განისაზღვრება: 1 მანდატური უდრის 5 მასწავლებელს. მთელი მისი მეთოდოლოგია, განსაკუთრებით ის, რაც მან განუცხადა მასწავლებლებს გუშინ, არის კომუნისტური იდეოლოგია, რაც მისგან ნამდვილად გასაკვირი არ არის. ძალიან კარგად მახსოვს, როცა 2004-5 წელს ვიღებდით კანონს ზოგადი განათლების შესახებ, როლის მიხედვითაც სკოლის ავტოკრატიული მართვა უნდა შეცვლილიყო სასკოლო თვითმმართველობით. დღეს კი სასკოლო თვითმმართველობები მინისტრის თავდასხმის ობიექტი ხდება. რეალურად კი ამ კორპუსს არა თავდასხმა, არამედ დახმარება ესაჭიროებოდა. მაგრამ ყველაფერი, როგორც ხედავთ, მყისიერად იცვლება.

 

სასაცილოა, თუ ამოვიღებთ არქივიდან საქართველოს პრეზიდენტის, ასევე განათლების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებებს, ისინი ამაყობდნენ სასკოლო რეფორმით. ამჯერად ჩვენი ბავშვები და მასწავლებლები ერთი ახირებული ადამიანის მსხვერპლნი ხდებიან, რომელსაც დღესმინისტრის სტატუსი აქვს“.

 

ღურჭუმალიძე ამბობს, რომ სპმთპ არ აპირებს ამ ყველაფერთან შეგუებას:

 

„ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დავიცავთ როგორც მასწავლებლებს, ასევე 5 წლის ბავშვებს, რომელთა სკოლაში შეყვანის რეალური მიზეზი მხოლოდ ორი რამაა: 1 - პროგრამების არარსებობა 12-წლიანი სწავლებისთვის და მეორე - ბაღში ბავშვისთვის გამოყოფილი ვაუჩერი, რომელიც 4 ჯერ მეტია, ვიდრე სასკოლო ვაუჩერი. რაც შეეხევბა მასწავლებლებს, მიბაძონ ფეროს მუშებს, ორგანიზება გაუკეთონ აქციებს და გამოხატონ პროტესტი. ჩვენ უკან არ დავიხევთ. თუმცა ისე ვერ მოვიქცევით, როგორც სერტიფიცირების დროს, როცა დაიმალნენ მასწავლებლები. სწორედ ამიტომაც არის, რომ მინისტრმა გადაწყვიტა, ჩვენი ორგანიზაცია ფინანსურად გაეტეხა და, მიუხედავად კანონის ვალდებულებისა, საგანმანათლებლო რესურსცენტრებს მიუთითა, არ გადარიცხონ საწევროები. ამაზე მინისტრს პასუხისგება მოუწევს. მისი ქმედებისავის საქართველოს ხელისუფლებას სერიოზული სანქციები ელოდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან“, - აცხადებს ღურჭუმალიძე.

 

პედაგოგთა პროფკავშირების ხელმძღვანელი სწორედ აღნიშნულ თემაზე (როგორც თავად ამბობს, სამინისტროს მიერ პროფკავშირებზე განხორციელებულ ზეწოლაზე) სასაჩივროდ ჟენევაში იმყოფება.

 

განათლების ლიგის პრეზიდენტი მანანა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ 18 საათის მქონე მასწავლებელთა რაოდენობა არათუ 50-60%-ის, როგორც ამას სპმთპ-ის პრეზიდენტი ამბობს, არამედ 80%-ია.

 

მანანა ნიკოლაიშვილი: „შაშკინი, სანამ გუშინდელ ცვლილებებზე ისაუბრებდა, რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა და დაავალა, რომ მასწავლებელთა ტოტალური შემცირება უნდა დაიწყოს. დამერწმუნეთ, 80 000-დან 10 000-15 000 მასწავლებელიც არ დარჩება, რადგან სრული განაკვეთი, ანუ 18 საათი, პრაქტიკულად არც ერთ მასწავლებელს არ აქვს. რესურს-ცენტრების ხელმძღვანელების შემდეგ შაშკინი სკოლის დირექტორებს შეხვდა. ეს შეხვედრა სამინისტროში გაიმართა. გუშინ კი თათბირი კერძო სკოლის დირექტორებს ჩაუტარა. მანამდე შაშკინი აქტიურად დადიოდა რეგიონებში მასწავლებლებთან შესახვედრად. სწორედ აქედან ჩანს მათი «ზნეობა» და «მორალი»: მასწავლებლებს ხვდებიან და მერე პრაქტიკულად ყველას მიერეკებიან სამსახურიდან. ანუ ნაციონალები საარჩევნო კამპანიას აწარმოებდნენ მასწავლებლებთან და ამ გათავისუფლებების შესახებ არ ეუბნებოდნენ. როგორც კი დამთავრდა არჩევნები, მაშინვე გამოიჩინეს თავიანთი ზრახვები.

 

მასწავლებელთა ტოტალური გათავისუფლებები რომ დაიწყება, ეს სწორედაც რომ რეალობაა, რადგან დირექტორებმა უკვე დაიწყეს ამის თაობაზე თათბირების ჩატარება. გაითვალისწინეთ, რომ მასწავლებელთა საათები 2004 წელს თვითონ სამინისტრომ შეამცირა და ახლა იმის გამო, რომ ცოტა განაკვეთი აქვთ, უნდა გაათავისუფლონ სამსახურიდან. პრაქტიკულად ყველა საგანში, გარდა ქართულისა და მათემატიკისა, მცირესაათიანი მასწავლებელი დარჩა“.

 

ნიკოლაიშვილისვე განცხადებით, სამინისტრო დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე ახალგაზრდა კადრებს მიიღებს:

 

„რაში სჭირდებათ მასწავლებლების გაშვება? „კმარას“ გოგო-ბიჭები რომ შეყარონ გაკვეთილებზე. სამინისტროს „წესით“, მათთვის არასასურველი მასწავლებლები სერტიფიცირებაზე უნდა დაეფერთხათ, მაგრამ ამასაც არ მოუცადეს”, - აცხადებს განათლების ლიგის პრეზიდენტი „რეზონანსთან“ საუბრისას.

 

რატომ ათავისუფლებს შაშკინი მასწავლებლებს მაშინ, როცა უკვე მასწავლებელთა სერტიფიცირება კარს მოადგა? - ამის გარკვევას „რეზონანსი“ გუშინ განათლებისა და მეცნირების სამინისტროს პრესსამსახურისგან მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა. თუმცა მათგან კომენტარის ჩაწერა ამჯერადაც (!) ვერ მოხერხდა.

Edited by kisa
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 79
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Siknadmo

მოდით რა, შევეშვათ ამ დემონიზაციას რააა, არც მასწავლებლები არ არიან სისხლის მსმელები და არც ბიზნესმენები, რავა გვიყვარს ყველაფრის გამუქება ქართველებს რაააა, ერთი რუსი ბაზრობდა, ქართველს არ შეუძლია თქვ

kisa

ამ სტატიის ლინკი არ მომთხოვოთ, მეზობელ ფორუმზე ვნახე და მოვიპარე   საქართველოში არის 70 000 მასწავლებელი, მასწავლებელთა პროფკავშირი აცახებს რომ მათგან 50% აქ სრული დატვირთვა - დანარჩენებს გაუშვებენ სა

lasha1997

asds     გასაგებია რასაც ამბობ,მაგრამ ამ რეფორმას სრულიად გაუნათლებელი ხალხი და ნაც მოძრაობის აქტივისტების დაწინაურებით რომ აკეთებენ,ეგ არის უბედურება.რამდენი რეფორმა გაატარეს,მაგრამ უვიცები არიან ა

შაშკინი მასწავლებელთა ტოტალურ გათავისუფლებებს იწყებს

 

 

ამათ სწავლა არ აინტერესებთ.მთავარია ვარდი გეჭიროს საჭირო დროს ხელში და ცხოვრება აწყობილი გექნება. :)

 

 

გახსნის ცერემონიალის ჩანაწერი დაიწყო და აბა ვნახოთ რა როგორ? :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა, რამდენი მასწავლებელი აქტიურობდა ნაცების ხმების მიღების კამპანიაში? :TAT: :what:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პენსიას მიტანებული მასწავლებლები პენსიაში უნდა გავიდნენ,მაგრამ პრობლემა ის არის, თუ ვინ მოვლენ მაგათ ადგილას.

 

 

ამ ახალგაზრდებს რომ უსმინო,მაგათზე ჭკვიანები არავინ არ არსებობენ ამ დუნიაზე და რავი აბა რა გითხრათ?

 

 

 

იმ დღეს კარგი მაგალითი იყო ის ვიდეო,დღევანდელი ქართველი ახალგაზრდების გაცემულ პასუხებზე. :) მაგისთანებმა ვის რა უნდა ასწავლონ?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მასწავლებლებს, რომლებსაც დატვირთვა 18 საათი არ აქვთ, სამსახურიდან გათავისუფლება ელით. რეალურად კი ასეთ მასწავლებელთა რაოდენობა 50%-ზე მეტია

 

 

ეს ისეთივე პონტია,როგორც ლოტოტრონი.საათების მიცემა სკოლაში არის დამოკიდებული დირექტორებზე და გამოდის ის,რომ სკოლაში „მიშა მაგარიას“ მეტს არაფერს აღარ ასწავლიან. :)

 

 

შაშკინს რა უნდა მაგ სამინისტროს მინისტრად ამიხსენით რა ხალხი არა ხართ?

 

 

არ ვიცი თქვენ როგორ,მაგრამ ეს არის ყველაზე მტკივნეული პრობლემა ჩემთვის.უსწავლელ ადამიანზე საცოდავი არავინ არ დაიარება ამ ქვეყანაზე.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა, რამდენი მასწავლებელი აქტიურობდა ნაცების ხმების მიღების კამპანიაში? :TAT: :what:

110%

 

20 ატას ადამიანს მშიერს ტოვებენ? :user:

ერთის მხრივ განათლების რეფორმის მომხრე ვარ და მიმაჩნია, რომ სკოლებში თანამედროვე განათლებისა და სწავლების მეთოდიკის მცოდნე პედაგოგები უნდა ასწავლიდნენ, მაგრამ მეორეს მხრივ ნებისმიერი შემცირება, დათხოვილი პედაგოგების სოციალური მხარდაჭერის პროგრამების მხარდაჭერით უნდა ხორციელდებოდეს რასაც საქართველოში არ ქონდა და არ აქვს ადგილი..

 

 

ეს საქართველოა! © გიორგი 68

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ერთის მხრივ განათლების რეფორმის მომხრე ვარ და მიმაჩნია, რომ სკოლებში თანამედროვე განათლებისა და სწავლების მეთოდიკის მცოდნე პედაგოგები უნდა ასწავლიდნენ, მაგრამ მეორეს მხრივ ნებისმიერი შემცირება, დათხოვილი პედაგოგების სოციალური მხარდაჭერის პროგრამების მხარდაჭერით უნდა ხორციელდებოდეს რასაც საქართველოში არ ქონდა და არ აქვს ადგილი

 

 

გასაგებია რასაც ამბობ,მაგრამ ამ რეფორმას სრულიად გაუნათლებელი ხალხი და ნაც მოძრაობის აქტივისტების დაწინაურებით რომ აკეთებენ,ეგ არის უბედურება.რამდენი რეფორმა გაატარეს,მაგრამ უვიცები არიან ახალგაზრდების უმეტესობა.

 

 

ვარდი უნდა გეჭიროს ხელში მეთქი საჭირო დროს და პრაფესორი გადები ერთ ხუთ წელში.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

გასაგებია რასაც ამბობ,მაგრამ ამ რეფორმას სრულიად გაუნათლებელი ხალხი და ნაც მოძრაობის აქტივისტების დაწინგაურებით რომ აკეთებენ,ეგ არის უბედურება.რამდენი რეფორმა გაატარეს,მაგრამ უვიცები არიან ახალგაზრდების უმეტესობა.

 

 

ვარდი უნდა გეჭიროს ხელში მეთქი საჭირო დროს და პრაფესორი გადები ერთ ხუთ წელში.

110%

 

ვერაფერს ხეირიანად ვერ აკეთებენ და ეს მაგარი სამწუხარო ფაქტია.. კიდიათ რა ქვეყანაც, ხალხიც და ყველაფერი დანარჩენიც.. დასავლეთიდან ეუბნევიან რა რეფორმა როგორ გააკეთონ და ეგენიც თვალის ასახვევად "აკეთებენ", რაღაც ეგეთი ელფერი უჩანს ყოველივეს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

 

 

 

აი როგორც კომუნისტების დროს გვასწავლიდნენ,რომ ეს პარტია არის დიადი და მისი ლიდერი არის ყველასთვის ბელადი,ეგეთ პონტს ჩალიჩობენ და დედა მ...........თ დრო მოვა.

 

 

 

 

 

ეს არის ტოტალური დიქტატურის საწყისები.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

18 საათს ეხუმრებით? :018:

ანუ რჩება ადმინისტრაციისადმი ლოალური კადრები (ციცო დეიდები, ვინც არჩევნებზე ეხმარებოდა ნეობოლშევიკებს)

კი, მასწავლებელთა კონტიგენტი შესაცვლელია, მაგრამ რეფორმა იწყება გაყრით?

ჯერ წარმოადგინონ "ახალი სკოლების " კონცეფციები , რას აპირებენ ?

წარმოადგინონ უწყვეტი განათლების რაიმე სახით რეფორმირების მოდელი . ცხადია თუ რეფორმა მიზნად ისახავს განათლების სისტემის ოპტიმიზირებას მსხვერპლად ღირს, მაგრამ როცა საუბარია ერთადერთ კრიტერიუმად არა სხვა ფაქტორი, არამედ საათების ნაკლებობა ....რა გამოდის ? ხდება ხალხის მოშორება არა კომპეტენციის ,არამედ გაუგებარი მოტივაციით. არავინ იცის შემდეგი სადგური რა გახდება , უნდა ვენდოთ შაშკინს ბრმად?

 

რაც შეეხება თათბირს ფასიან სკოლებთან , ეს შეიძლება იყოს საკონსულტაციო სახის . შაშკინს იქ არაფერი ეკითხება ,თუ არ ჩავთვლით ზოგად კრიტერიუმებს ,რომლის განსაზღვრაც ევალება. დიდი იმედი მაქვს მხოლოდ ამაზე ისაუბრეს. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

18 საათს ეხუმრებით? :018:

ანუ რჩება ადმინისტრაციისადმი ლოალური კადრები (ციცო დეიდები, ვინც არჩევნებზე ეხმარებოდა ნეობოლშევიკებს)

კი, მასწავლებელთა კონტიგენტი შესაცვლელია, მაგრამ რეფორმა იწყება გაყრით?

ჯერ წარმოადგინონ "ახალი სკოლების " კონცეფციები , რას აპირებენ ?

წარმოადგინონ უწყვეტი განათლების რაიმე სახით რეფორმირების მოდელი . ცხადია თუ რეფორმა მიზნად ისახავს განათლების სისტემის ოპტიმიზირებას მსხვერპლად ღირს, მაგრამ როცა საუბარია ერთადერთ კრიტერიუმად არა სხვა ფაქტორი, არამედ საათების ნაკლებობა ....რა გამოდის ? ხდება ხალხის მოშორება არა კომპეტენციის ,არამედ გაუგებარი მოტივაციით. არავინ იცის შემდეგი სადგური რა გახდება , უნდა ვენდოთ შაშკინს ბრმად?

 

რაც შეეხება თათბირს ფასიან სკოლებთან , ეს შეიძლება იყოს საკონსულტაციო სახის . შაშკინს იქ არაფერი ეკითხება ,თუ არ ჩავთვლით ზოგად კრიტერიუმებს ,რომლის განსაზღვრაც ევალება. დიდი იმედი მაქვს მხოლოდ ამაზე ისაუბრეს. :yes:

110%

 

ფაიზაღს უბნობ ადმინ http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მასწავლებლებს ამცირებენ კი არა -აჩმორებენ :018:

ბავშვობიდან არ მიყვარდა პედაგოგები :nekro:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Настал час Возмездия! :givi:

 

აბა კარგი იყო ედიტა მასმამ ყური რომ ამიწია მე-2 კლასში და ვიგრძენი თუ როგორ შეეხო

მისი ფრჩილები ერთმანეთს :no:

ანდა ციალა დამრიგებელმა მოსკვიჩი რომ წამართვა გაკვეთილზე ნუ თამაშობო და აღAრ დამიბრუნა :007:

 

ყური ამიწია კიდევაც და პარალელურად ფრჩხილები ჩამარჭო ბიბილოში,

იმსიგრძე ქონდა თან ყველა ნაცმოელის ჯანში იყოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...