Jump to content
Planeta.Ge

fanebi.com- პირველმა დღემ მოგებებისა და წაგებების გარეშე ჩაიარა


Recommended Posts

დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღე, დასრულდა სწორედ ურუგვაისა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირებით. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და უნდა აღინიშნოს, რომ არც ისე სანახაობრივი მატჩი ვიხილეთ, როგორსაც ველოდებოდით. მართალია ორივე გუნდს ჰქონდა გარკვეული მომენტები, თუმცა რეალური შანსი არც ურუგვაის და არც საფრანგეთს არ მისცემია. ყველაზე დასამახსოვრებელი რაც იყო ამ შეხვედრაში, იყო ურუგვაელი ლოდეიროს გაძევება მოედნიდან. არადა ლოდეირო მოედანზე მატჩის 63–ე წუთზე შემოვიდა და 81–ე წუთზე იაპონელმა მსაჯმა ბაკარი სანიასთან უხეშობის გამო მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა. ასეა თუ ისე, პირველი დღე ფრეებით წარიმართა. შეგახსნენებთ, რომ სამხრეთ აფრიკასა და მექსიკას შორის შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

 

 

იხილეთ fanebi.com

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...