Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge პუტინი – პრემიერი, რომელიც 2012 წელს პრეზიდენტი გახდება


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/lavoixdunord.gif

 

ერვე ფავრი

 

დღეს ნიკოლა სარკოზი ელისეს სასახლეში ვლადიმერ პუტინს მასპინძლობს. კრემლის საკითხებში ექსპერტის ელენ ბლანის აზრით, რუსეთის რეალურ მეთაურად სწორედ ის რჩება. 

 

რა იერარქია არსებობს პრეზიდენტ მედვედევს და პრემიერ–მინისტრ პუტინს შორის?

 

აბსოლუტურად ცხადია, რომ დღეს ჩვენ რუსეთის რეალურ მმართველს ვმასპინძლობთ, რომელმაც მსოფლიოს დედაქალაქებში სტუმრობით უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. მე და რენატა ლესნიკი ჩვენს წიგნში მედვედევს „კრემლის სპექტაკლის ეპიზოდურ მსახიობს ვუწოდებთ“. ის  ადგილს უნახავს პუტინს, რომელიც საპრეზიდენტო მანდატის 6 წლამდე გაგრძელებით, მთელი 12 წლით შეძლებს დაბრუნებას! იმ დროისთვის იგი მხოლოდ 69 წლის იქნება.

 

შეიძლება მედვედევი მისი კონკურენტი გახდეს?

 

არ მგონია. შესაძლოა, მას სურს პრეზიდენტობა და ქვეყანაში უფრო ლიბერალური იდეების კულტივირებას ცდილობს, მაგრამ პუტინმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი მოქმედების თავისუფლება სერიოზულად შეეზღუდა. ყოველთვის, როდესაც ის ადამიანის უფლებებზე და კორუფციაზე საუბრობს, მის განცხადებებს არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ მოჰყვება. ის უკვე ორ წელზე მეტია რაც პრეზიდენტია. შეძლო კი მან ოდნავ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან ბრძოლის საქმეში? სინამდვილეში რუსულ საზოგადოებაზე ზეწოლა სულ უფრო ძლიერდება.    

 

მართლაც სარგებლობს პუტინი საკუთარ ქვეყანაში ისეთი პოპულარობით, როგორც გვეუბნებიან?

 

ანა პოლიტკოვსკაია ამბობდა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები დღეს ისეთივე სანდოა, როგორიც თავის დროზე საბჭოთა კავშირში იყო. თუმცა რუსებს ნამდვილად სურთ ძლიერი ლიდერი. ელცინის რეჟიმის დროს, რომელიც საყოველთაო ქაოსით დასრულდა, ისინი ამის დეფიციტს განიცდიდნენ. პუტინი კი მისი ანტიპოდია. ის ახალგაზრდაა, არ სვამს და სპორტითაა დაკავებული. პატრიოტიზმის ტალღაზე აღზევებულმა, მან რუსებს მანამდე დაკარგული ნაციონალური ღირსების განცდა დაუბრუნა. ამით აიხსნება ის უზარმაზარი პოპულარობა, რომელსაც ეს ადამიანი აბსოლუტურად არ იმსახურებს!

 

საფრანგეთი ახლა რუსეთისთვის საკუთარი ვერტმფრენმზიდების მიყიდვას გეგმავს…

პუტინის რუსეთის შეიარაღება მე არადროულ და სარისკო ნაბიჯად მიმაჩნია. ამის შესახებ ყველა გვაფრთხილებს, მაგრამ ჩვენ თავს ვიკატუნებთ, ვითომ არაფერი გვესმის, რადგან იარაღის გაყიდვით მიღებული ფული გვჭირდება.

 

უნდა ვუფრთხოდეთ თუ არა რუსული იმპერიალიზმის დაბრუნებას?

 

დასავლეთი რუსეთის უზარმაზარ ამბიციებს, რომელსაც პუტინი პრინციპში არც მალავს, არ იმჩნევს. იგი დღემდე ვერ შეეგუა საბჭოთა კავშირის დანგრევას და ცდილობს საკუთარი მინი–იმპერიის შექმნას, საქართველოს და მოლდავეთის სათავეში მის მიერ კონტროლირებადი პრეზიდენტების დასმას, რასაც უკრაინაში უკვე მიაღწია კიდეც. როდესაც საქმე სლავურ რესპუბლიკებს ეხება, მას შეიძლება გაუგო კიდეც, მაგრამ საქართველოს და მოლდავეთს ხომ მათთან არაფერი საერთო არ აქვთ. ისინი ლათინური ქვეყნებია. ამიტომ, ეს ყველაფერი მართლაც ერთგვარ ნეოიმპერიალიზმს გავს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...