planetanews Posted June 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2010 დასრულდა მსოფლიო 2010 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის პირველი შეხვედრა მასპინძელ სამხრეთ აფრიკასა და მექსიკას შორის. შეხვედრის პირველი ტაიმი მექსიკელების უპირატესობით წარიმართა და მათ გოლის გატანაც შესძლეს, თუმცა რომ არა მსაჯის მიერ უსაფუძვლოდ არ ჩათვლილი გოლი, ახლა ანგარიში ცენტრალური ამერიკელების სასარგებლოდ იქნებოდა. ტაიმის ბოლო წუთებში განსაკუთრებით გააქტიურდნენ მასპინძლები, თუმცა უშედეგოდ. საბოლოო ჯამში, მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ტიამი კი გაცილებით საინტერესოდ წარიმართა და ორი გატანილი გოლი ვიხილეთ. მატჩის 55–ე წუთზე აფიკელებმა ცაბალალამ ანგარიში გახსნა 1:0 და თავისი ქვეყნის გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ რამდენიმე მომენტი ისივე, როგორც სამხრეთ აფრიკას აგრეთვე მექსიკასაც ჰქონდა და ცენტრალურ ამერიკელებმა რაფაელ მარკესის გოლის წყალობით, მატჩის 79–ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს 1:1. საბოლოო ჯამში შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდება საკუთარ აქტივში თითო–თითო გოლი და ქულა ჩაიწერეს. ამავე ჯგუფის შეხვედრა, 22.30 საათზე ურუგვაისა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართება. იხილეთ fanebi.com ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts