Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

RTVI დაბლოკეს

 

საქართველომ ტელერახ "RTVI"-ს მაუწყებლობა დაბლოკა. იუწყება რადიოსადგური "ეხო მასკვი". ეს ერთადერთი რუსულენოვანი ტელეარხი იყო, რომლის ტრანსლიაციას საქართველოს არ აუკრძალავს სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის დაწყების შემდეგ.

 

ტელეარხის ხელმძღვანელობამ უკმაყოფილების წერილი მას შემდეგ მიიღო, რაც ტელევიზიით ნაჩვენები იქნა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ინტერვიუ. ინტერვიუში ლავროვმა სამხრეთ ოსეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები და განცხადებები გააკრიტიკა.

 

"ეხო მასკვის" მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა, ტელეარხის გათიშვა "საკუთარი მოქალაქეებისგან სიმართლის დამალვად" შეაფასა.

 

"მხოლოდ ავტორიტარულ და ტოტალიტარულ მმართველებს ეშინიათ დამოუკიდებელი და პროფესიონალი მასობრივი საინფორმაციო საშუალებების", - განაცხადა ვენედიქტოვმა.

 

"RTVI" 1997 წლიდან ახორციელებს რუსულ ენაზე ტრანსლირებას აშშ-ში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ავსტრალიაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...