planetanews Posted June 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2010 ახალი ბლოგოვირუსი ჩემს იმედზე არ იყოთ – ვერავის ვცნობ. იმიტომ არა, რომ “სახეებს ვერ ვიმახსოვრებ” (ეს უნდა წაიკითხოთ იმ ტონით, როგორც ამბობს ყველა მეორე ადამიანი, თითქოს დანანებით, სინამდვილეში ოდნავ ქედმაღლურად). უბრალოდ, თვალს მაკლია, თან ბლომად და ყველაფერი ოდნავ იბლარება ირგვლივ, მათ შორის, ადამიანების სახეებიც. იმის გამო, რომ ვიცი – თვალს მაკლია და მაინც ვერ დავინახავ, აღარც ვატან ძალას და ძალიან უყურადღებოდ დავბოდიალობ.თუ ფული მაქვს – ტაქსით, თუ არა და ფეხით ან მეტროთი. ვცდილობ, მარშუტკები ავირიდო, მითუმეტეს, თუ შორს მივდივარ და დიდხანს მომიწევს სიარული. სად?გააჩნია, რა პროექტზე ვმუშაობ. თითქმის ყველგან შეიძლება ჩემი ნახვა, გორშიც კი (ამასწინათ სახლიდან ნახევარი საათით გასული იქ აღმოვჩნდი). ძირითადად მაინც საბურთალოს ვეტრფი, აქ ვცხოვრობ, მეგობრებიც ირგვლივ არიან და ვილის სასეირნო ბაღებიც. ამოჩემებული კაფეები, პრინციპში, არ მაქვს, თუმცა ყაზბეგზე ახალი ეისიდი ძალიან შემიყვარდა და თუ კაფეში ვხვდები ვინმეს, მანდ ვნიშნავ შეხვედრას. ჩემს სახლთან ახლოსაა, დიდი სივრცეა და არ არის ჩაგუდული გარემო, ნორმალური ინტერნეტი აქვთ და ერთი ოფიციანტი გოგო ისე იღიმის, ჯოჯოხეთის კარამდე გავყვები. სამწუხაროდ, უფრო შიგნით ვეღარ შევყვები, რადგან ჯოჯოხეთის არსებობის არ მჯერა. როგორ?რასაც გადავხედე, ყველას უწერია, იმით მიცნობთ, რომ მუსიკას ვუსმენ სულო. და რადგან ირგვლივ ამდენი მუსიკისმსმენელია, მით უფრო იოლად მიცნობთ მე – მუსიკას თითქმის საერთოდ არ ვუსმენ, მითუმეტეს ქუჩაში. როდესაც რაღაცას მეკითხებიან, დეტალურად ვუხსნი, თუ დახმარება სჭირდებათ – ვეხმარები. არა იმიტომ, რომ კეთილი ვარ – უბრალოდ, მე ბევრჯერ მეხმარებიან ხოლმე ქუჩაში და მინდა, რომ რაღაც დავაბრუნოსავით. მანქანებს, რომლებიც წითელზე არ ჩერდებიან და მე ამ დროს ქუჩაზე გადავდივარ, შუა თითს ვუჩვენებ. ბავშვიან ქალებს, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელის თავზე არიან ან შუქნიშანთან 2 წუთი არ ელოდებიან და ისე გადააჭრიან ხოლმე გზაზე, ერთი-ორ ტკბილ სიტყვას ვეუბნები, მაგრამ, როგორც წესი, მაიგნორებენ ხოლმე, ვითომ ვერ გაიგეს (ბავშვიანს იმიტომ, რომ საკუთარი თავი თუ არ ენანებათ, შეუვარდნენ ბორბლებქვეშ რომელ მანქანასაც უნდათ და ბავშვებს რას ერჩიან ხოლმე, არ მესმის). მიყვარს ქუჩაში ჭამა, ყავის სმა, კედლებსა და ხეებზე გაკრული განცხადებების კითხვა. ხანდახან ხმამაღლა ლაპარაკიც, უფრო სწორად, ეს არ მიყვარს, უბრალოდ დამჩემდა, განსაკუთრებით მაშინ, თუ სადმე შეცდომით შევუხვიე,”უიმე, შემეშალა, რა მჭირს ამ ბოლო დროს”-ს ვამბობ. http://a.pix.ge/s/jz0mk.jpgმე მომწონს ხშირად დავდივარ ლეპტოპით, რომელიც დევს ლამაზ ჩანთაში. ამ ჩანთას კიბორგა “გეისმასტერულს” ეძახის და თუ დაღლილი ვარ, არაფრით მეხმარება წამოღებაში: “თუ გინდა, რომ კაცი გეხმარებოდეს ლეპტოპის თრევაში, გეისმასტერული ჩანთა არ უნდა იყიდო!” © კიბორგა, The მამა of William. Filed under: MeMe http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1786/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1786/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1786/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1786/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1786/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1786&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.