planetanews Posted June 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg ატო ლობიაკასი ერთის მხრივ, ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კატრინ ეშტონის წინადადება, რომელიც სამხრეთ- კავკასიასა და მოლდავეთში ევროკავშირის სპეცილური წარმომადგენლების პოსტის გაუქმებას გულისხმობს, სხვა არაფერია თუ არა ბიუროკრატიული ნაბიჯი. ორგანიზაციის სტრუქტურული მოწყობის შეცვლა ევროკავშირის ბიუროკრატებს შორის პასუხისმგებლობათა გადანაცვლებას აღნიშნავს მაშინვე, როგორც კი ბლოკის საგარეო საქმეთა ახალი სამსახური ადგილზე ფუნქციონირებას დაასრულებს როგორც სჩანს, ეშტონის მარჯვენა ხელი, ბრიტანელი სტრატეგი რობერტ კუპერი ამას ფირქობდა, როდესაც 28 მაისს ბრიუსელში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებს თავისი გეგმა წარუდგინა. ხმაური რომლითაც ამ ახალ ამბავს საქართველოში და მოლდოვაში შეხვდნენ, ეშტონის სამსახურისთვის უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა, ისინი ამისთვის მზად არ იყვნენ, რადგან როგორც სჩანს გეგმის შესახებ ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა სამსახურისთვისაც კი არ უცნობებიათ. (თუ ბიუროკრატიულ პროცედურას გავითვალისწინებთ, მათ ეს არც სჭირდებოდათ, რადგან სპეციალური წარმომადგენლები წევრი ქვეყნის კომპეტენციაა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა მრავალთავიან წარმონაქმნად რჩება და ეშტონს არ შეეძლო სიტუაციის გამოსწორება წევრ ქვეყნებსა და ევროპის კომისიას შორის სირბილით გადაეწყვიტა). ეშტონის სამსახური ახლა იმ დოკუმენტის შედგენითაა დაკავებული, რომელიც ”თავდაცვითი ხაზის” სახელითაა ცნობილი და რომელშიც ნათქვამია, რომ ამ ქვეყნების მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება და ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ძალაში რჩება, ისევე როგორც ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამა და ყველა მათგანს სთავაზობენ თანამშრომლობის ხელშეკრულებებს, რასაც თავის დროზე ”ეკონომიკური ინტეგრაცია და პოლიტიკური თანამშრომლობა უნდა მოჰყვეს” (პი-არ მანტრა, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ აღმოსავლელი მეზობლების მოლოდინები მართონ). ერთი შეხედვით სამწუხარო მაინც ის არის, თუ როგორ აყალიბებს და ზღუდავს ბრიუსელის ბიუროკრატიის ჰორიზონტი საგარეო პოლტიკის წარმოების კონცეფციას. ის რომ სპეციალური წარმომადგენლის პოსტის გაუქმება, პოსტისა რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ დიდი ხმაურითა და გრძელვადიანი ვალდებულებების გარანტიებით შეიქნა, უსიამოვნებას მიაყენებდა არასტაბილური რეგიონის პარტნიორ მთავრობებს, როგორც სჩანს ეშტონსა და მისი გუნდის წევრებს არასდროს გაუაზრებიათ. პარტნიორების თვითშეფასება საშინელ დარტყმას მიიღებდა, როდესაც ისინი გაიგებდნენ რომ აფრიკის დიდი ტბის რეგიონი, მაგალითი რომელიც სრულიად შემთხვევით მოვიყვანეთ, ისევ იმსახურებს ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლებს, მაგრამ ეს ფაქტიც კი უმნიშვნელო სჩანს იმ თავზარდაცემასთან შედარებით რომელსაც თბილისში განიცდიდნენ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც განსჯიდნენ რას ამოიკითხავდა მოსკოვი ეშტონის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში. ევროპის ახალი ლანდშაფტი მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოჩვენებითი აღმოჩნდეს. მონუმენტური არაკომპეტენტურობის მიღმა აშკარად იმალება რამდენიმე დახვეწილი აზროვნების მქონე ადამიანი და ამ თვალსაზრისით არავინაა ისე დახვეწილი, როგორც რობერტ კუპერი. აანალიზებს რა საქართველოს დღევანდელ გასაჭირს ”თაიმსის ლიტერატურული დამატების” 28 მაისის გამოშვებაში (რონალდ ასმუსის წიგნის ”პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა: საქართველო, რუსეთი და დასავლეთის მომავალი”) ევროკავშირის ვეტერანი სტრატეგი ამ ქვეყნის პერსპექტივების უკიდურესად ნიუანსურ და მიუკერძოებელ ხედვას და მსოფლიოს ამ ნაწილში ევროკავშირის ჩართულობის საზღვრებს გვთავაზობს. მოკლედ რომ ვთქვათ (In a nutshell) კუპერის არგუმენტი ასე ჟღერს – ქართველებს არა აქვთ სათანადო ტემპერამენტი იმისთვის, რომ რუსეთის გვერდით დამოუკიდებლად (იკითხება, როგორც დუმორჩილებლად) იარსებონ და ევროკავშირი აქ ვერაფერს გააწყობს. ”ევროპული სცენა” – აღნიშნავს კუპერი გამაოგნებელი გულწრფელობით – ”2008 წლის რუსულ-ქართული ომის შემდეგ ფუნდამენტურად შეიცვალა”. პოსტ-ცივი ომის სამი საბაზისო პრინციპი – დავების მშვიდობიანი გადაწყვეტა, ძალის მეშვეობით საზღვრების შეცვლის აკრძალვა, სურვილის მიხედვით ალიანსებში გაწევრიანება – აღარ მოქმედებს. ყველაზე მეტი რაც შეიძლება ევროკავშირმა გააკეთოს მისი დეფინიციით, ისეთი ”ურთიერთობების” ძიება, რომელსაც თავად როგორც პარტნიორებზე გავლენის არხებს განსაზღვრავს. დღეს რუსეთის არსებობა ევროპის სცენაზე განმსაზღვრელია და შორს არ არის იმისგან, რომ აშშ-სა და ნატო-ს პროტექცია მოსთხოვოს. ეს ის ურთიერთობებია, რომელსაც ევროკავშირი უნდა ელოლიავოს და მასთან მორგება სცადოს. ვითარება ალბათ არც მართებულია და არც სამართლიანი, მაგრამ ასეთია რეალობა – ვარაუდობს კუპერი. რა თქმა უნდა, რეალპოლიტიკის კუპერისეული საღი ლოგიკა, დღევანდელი ევროპისთვის გამართლებული პოზიციაა, თუნდაც იმიტომ, რომ ის პატიოსნად ასახავს ბერლინსა და პარიზში გაბატონებულ ინსტიქტებს, მაგრამ ევროკავშირის როგორც კოლექტიური სისტემის არსებობის აზრი და თავად კუპერის, როგორც საგარეო და სამხედრო-პოლიტიკური საქმეებისა და ევროპის კავშირის საბჭოს გენერალური სამდივნოს გენერალური დირექტორის პოზიცია შარადად ქცევის რისკს შეიცავს, თუ ის ღიად მიიჩნევს ერთ რომელიმე ქვეყანას გავლენისთვის უფრო შესაფერისად ვიდრე რომელიმე სხვას. აქამდე დადის ”სპეციალურ წარმომადგენელთა საკითხიც”, მოსკოვზე ფიქრით მთლიანად დაკავებული ბრიუსელი, ისეთ შთაბეჭდილებას სტოვებს თითქოს მას საერთოდ არ აღელვებს ის, თუ რა ხდება თბილისში. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts