planetanews Posted June 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/10/american-conservatives.gif დენიელ ლარისონი ამ კვირაში „ინოსმი“–ში გამოქვეყნებულ ჩემს სვეტში ქართული მუნიციპალური არჩევნების შედეგებზე და დაუფარავ ორმაგ სტანდარტებზე ვწერდი, რომლებსაც დასავლეთი საქართველოს პოლიტიკის და ამ ქვეყნის პოლიტიკური მოვლენების გაშუქების დროს იყენებს. თითქოს ჩემი სიტყვების დასადასტურებლად, მეტ კონტინეტიმ უზარმაზარი სტატია (თარგმანი იხ. მალე – foreignpress.ge) გამოაქვეყნა, რომელშიც ის ქართულ დემოკრატიას ადიდებს და სრულ იგნორირებას უკეთებს მნიშვნელოვან დარღვევებს არჩევნებში. ამ დარღვევების შესახებ გასულ კვირაში სააგენტო AFP იუწყებოდა:„საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიამ ორშაბათს მუნიციპალურ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა, თუმცა გამარჯვება დასავლელი დამკვირვებლების განცხადებებმა დაჩრდილა, რომლებმაც ხმის მიცემის პროცესში „მნიშვნელოვან ხარვეზებზე“ მიუთითეს.“ ეს გასაკვირი არ არის. როდესაც ასეთ ქვეყანაში მმართველი პარტია სრულად დომინირებს პოლიტიკურ სცენაზე, სარგებლობს რა ძალაუფლების ყველა უპირატესობით, მნიშვნელოვანი გაყალბებისა და დარღვევების არსებობა არ უნდა გაგვიკვირდეს. მაგრამ აქ იმ რეაქციის აღნიშვნა ღირს, რომელიც დასავლურ პრესაში ამ „მნიშვნელოვან დარღვევებს“ მოჰყვა. სააკაშვილის პარტიის ადგილას „ერთიანი რუსეთი“ ან აჰმადინეჯადი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენ თაღლითობასა და ფალსიფიკაციაზე აღშფოთებული განცხადებების მოწმენი გავხდებოდით, ხოლო ექსპერტები და ბლოგერები სრულ მხარდაჭერას აღუთქვამდნენ ოპოზიციას. მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან ცოტა რამ თუ გვესმის, ხოლო ის რაც გვესმის, სააკაშვილის მომხრეების განცხადებებია. კონტინეტის სტატიაში ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ შერჩევით იყნებს ის არჩევნებზე დამკვირვებელების ინფორმაციას. ეუთოს დამკვირვებლებმა „აშკარა პროგრესზე“ მიუთითეს, მაგრამ იმავდროულად აღნიშნეს „მნიშვნელოვანი ხარვეზები“, რაც მოცემულ მომენტში „სისტემატიურ დარღვევებს“ ნიშნავდა, მათ შორის ბიულეტენების ჩაყრის ფაქტებს და აშკარა მიკერძოებულობას მმართველი პარტიის სასარგებლოდ. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიცია საქართველოში სუსტი და დეზორგანიზებულია, ხოლო მოქმედი ხელისუფლება უზარმაზარი უპირატესობებით სარგებლობს, არანაირ გაკვირვებას არ იწვევს ის ფაქტი, რომ სააკაშვილის პარტიამ გასულ კვირაში ხმების ორი მესამედი მოიპოვა. თუმცა კენჭისყრის შედეგების ლეგიტიმურობის მისამართით არანაირი ეჭვი არ თქმულა. შეადარეთ ეს იმას, რაც ირანში შარშან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდა. სააკაშვილმა ომი დაიწყო, რომელსაც სამხედრო კატასტროფა მოჰყვა, ხოლო მისი პარტია ამ ომის შემდეგ პირველ არჩევნებს დიდი უმრავლესობით მაინც იგებს. ჩემი აზრით, ეს ადასტურებს არა ჯანსაღი დემოკრატიის არსებობას, რომელსაც მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ძალები გააჩნია, არამედ ერთპარტიული სახელმწიფოს დაბადებას, რომელშიც ელექტორატი ნებისმიერ არაკომპეტენტურობას, ნებისმიერ მარცხს ეგუება. პირადად მე საქართველოს საარჩევნო პროცესის სიმყიფე ნაკლებად მაღელვებს. თუმცა ის რაც მე მართლაც მაშფოთებს – სააკაშვილის მხრიდან პროპაგანდის მუდმივი ნაკადია, რომელშიც მისი მთავრობა ძველებურად დემოკრატიული რეფორმების ეტალონია და არა ავტორიტარიზმისკენ გადახრილი ბანკროტი, როდესაც საქმე პოლიტიკურ რეფორმებს ეხება. ასეთივე ენთუზიაზმით, ამერიკელები სააკაშვილს მხარს უჭერდნენ მანამ, ვიდრე მან სამხრეთ ოსეთში ომი არ გააჩაღა. სწორედ ეს ენთუზიაზმი აბრმავებს პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს, და არ აძლევს მათ სააკაშვილის ხარვეზების და შეცდომების დანახვის საშუალებას. ყველაზე მეტად, კონტინეტის სტატიაში თვალშისაცემია ის, რომ მას 2008 წლის აგვისტოს ომის ახსნის არანაირი მცდელობა არ აქვს – ომის, რომელმაც საქართველოს ეკონომიკას უზარმაზარი ზიანი მიაყენა და ის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შანსის გარეშე დატოვა. დიახ, რთულია ინვესტიციების მოზიდვა, როდესაც ქვეყანას უგუნური დემაგოგი მართავს, რომელმაც ომი უზარმაზარი ბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგ დაიწყო. მისი მხრიდან ომის დაწყებაზე თბილისის ძირითადი ბრალის ირიბ აღიარებად იქცა მისი სიტყვები იმის შესახებ, რომ „დასავლეთში ზოგიერთები საქართველოს ბრალზე საუბრობენ“. სააკაშვილის მხარდამჭერები გრძნობენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებელი სააკაშვილი უნდა გაათეთრონ, რადგან მისი გაამართლება შეუძლებელია. ერთადერთი, რისი თქმაც კონტინეტიმ სააკაშვილის წინააღმდეგ მოახერხა, იყო ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი „არასწორად მოექცა“ 2007 წელს დემონსტრანტებს, როდესაც ათობით მომიტინგე საავადმყოფოში მოხვდა; ის, რომ იგი „ომის დროს და ომამდეც შეცდომებს უშვებდა“ (მაგალითად სასაზღვრო შეტაკებები ფართომასშტაბიან ომამდე რომ მიიყვანა?); და რომ ახლა ის „ძალიან მეგობრობს ირანთან“. რა თქმა უნდა, საქართველოს სრული უფლება აქვს თეირანთან ეკონომიკური კავშირები გააფართოვოს; და იგივეს აკეთებს თურქეთთანაც, აგვარებს რა რეგიონის მეზობლებთან ურთიერთობებს. და ამისთვის სააკაშვილის გაკრიტიკება არ შეიძლება. თურქეთი საკმაოდ წარმატებულად ეწევა საკუთარი ეკონომიკის და პოლიტიკური ინსტიტუტების რეფორმას, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში სამათლიანობის და განვითარების პარტია მოვიდა, მაგრამ მისით დასავლეთი ასეთი აღფრთოვანებული არ არის, როგორც სააკაშვილით. მთელი საქმე იმაშია, რომ თურქეთის მთავრობის აზრით, მოკავშირედ ყოფნა მორჩილი ლაქიის როლში ყოფნას არ ნიშნავს. ქართველებმა ფრთხილად უნდა იმოქმედონ, რომ ზედმეტად არ დაუმეგობრდნენ ერთ–ერთ მეზობელს, რადგან დასავლეთმა ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც საქართველო გადაწყვეტს თავისი კანონიერი ნაციონალური ინტერესების დაცვას, შეიძლება მათი დემოკრატიზაცია საკუთარ საფრთხედ მიიჩნიოს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2010 კონტინეტის სტატიაში ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ შერჩევით იყნებს ის არჩევნებზე დამკვირვებელების ინფორმაციას. ეუთოს დამკვირვებლებმა „აშკარა პროგრესზე“ მიუთითეს, მაგრამ იმავდროულად აღნიშნეს „მნიშვნელოვანი ხარვეზები“, რაც მოცემულ მომენტში „სისტემატიურ დარღვევებს“ ნიშნავდა, მათ შორის ბიულეტენების ჩაყრის ფაქტებს და აშკარა მიკერძოებულობას მმართველი პარტიის სასარგებლოდ. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიცია საქართველოში სუსტი და დეზორგანიზებულია, ხოლო მოქმედი ხელისუფლება უზარმაზარი უპირატესობებით სარგებლობს, არანაირ გაკვირვებას არ იწვევს ის ფაქტი, რომ სააკაშვილის პარტიამ გასულ კვირაში ხმების ორი მესამედი მოიპოვა.ამ სტატიას სრულიად დაუმსახურებლად აიგნორებთ ეგეც საინტერესოა: Путинский путь Саакашвили? Сам президент, по сообщению грузинского интернет-телевидения itv.ge, заявил в интервью французской газете Le Monde, что он уже задумывался о должности премьер-министра. http://www.bbc.co.uk/russian/international/2010/06/100611_georgia_putin_style.shtml პ.ს. დასავლეთის პრესა სულაც არ უყურებს ვარდისფერი სათვალეებით არჩევნებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted June 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2010 .ს. დასავლეთის პრესა სულაც არ უყურებს ვარდისფერი სათვალეებით არჩევნებს.ნამდვილად....... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 13, 2010 არადა ამ თემას უზერები სათოფეზე რომა რ ეკარებიან, რაშია ნეტავ საქმე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.