planetanews Posted June 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2010 http://www.bbc.co.uk/blogs/philmcnulty/gerrardrooney.jpg ინგლისის ნაკრების კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა მოუწოდა თანაგუნდელებს, რაც შეიძლება ნაკლებად ეკამათონ მსაჯებს და პატივი სცენ მათ გადაწყვეტილებებს, რათა ზედმეტი დისკვალიფიციები თავიდან აიცილონ… ეს გაფრხილება ჯერარდის მხრიდან პირველ რიგში ვეინ რუნისთვის იყო განსაზღვრული, რომელმაც ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში სრულიად უაზრო სიტუაციაში, მსაჯთან შეურაცყოფის მიყენებისთვის მიიღო ყვითელი ბარათი. კაპიტანი კი თვლის რომ მუნდიალზე ყოველთვის 11 კაცით თამაში აუცილებელია და 1 ფეხბურთელის გაგდებაც კი შეიზლება გუნდს ჩემპიონობის ფასად დაუჯდეს… “ამ 1 თვის განმავლობაში აუცილებელია ყველამ პატივი სცეს მსაჯებს და მათ გადაწყვეტილებებს” – განაცხადა სტივმა – “წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელს აფრთხილებენ და დისკვალიფიკაცის აძლევენ , რაც ცუდად აისახება შემდეგ მთლიანად ნაკრებზე…” “ის, რომ უნდა ეცადო მოედანზე წითელი ბარაათი არ მიიღო ეს სულაც არაა ახალი ჩვენთვის, მაგრამ ფაბიო კაპელომ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მოედანზე სრული შემადგენლობით თამაშის მნიშვნელობას. 11 კაცითაც საკმაოდ რთულია ხშირად თამაში და როცა მოთამაშეები გვაკლდება მაშინ მითუმეტეს. ჩვენ ამის გამოცდილება ნამდვილად გვაქვს წინა წლებიდან გამომდინარე.” 2006 წელს პორტუგალიასთან მატჩში ვეინ რუნიმ მიიღო წითელი ბარათი და მოედანი დატოვა. იმ წელს ინგლისი დამარცხდა პორტუგალიასთან… “ვეინი ფიცხი ადამიანია. შეიძლება მუნდიალზე იგი პროვოკაციაზეც კი წამოაგონ. თუნდაც ამერიკელებმა, მაგრამ მე მჯერა მისი და ვფიქრობ რომ შეძლებს საკუთარი თავის ხელში აყვანას. რუნი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია და იგი ჩვენ მოედანზე გვჭირდება…” – განაცხადა ინგლისელთა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts