planetanews Posted June 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2010 Opening remarks by the NATO Secretary General by netgazeti.ge საქართველოს თავდაცვის მინისტრის მისასალმებელი გამოსვლა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. Bacho Akhalaia by netgazeti.ge ძვირფასო გენერალურო მდივანო, ძვირფასო კოლეგებო, მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა ვისაუბრო იმაზე, რომ ნატო–საქართველოს კომისია წარმოადგენს მნიშვნელოვან მექანიზმს, რათა გაღრმავდეს პოლიტიკური დიალოგი ალიანსსა და საქართველოს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ნატო–საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩვენი მუშაობა წარმატებულია. ჩვენ გვჯერა, რომ ეს დააჩქარებს საქართველოს ინტეგრაციას ნატოში. დღეს ჩვენ თავდაცვის მთავარ საკითხებს შევეხებით, ამჟამად მიმდინარე თავდაცვით საკითხებს, სადაც გვაქვს პროგრესი. კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა გამოწვევები გვაქვს, წინ მივიწევთ, გვაქვს საგრძნობი პროგრესი თავდაცვის რეფორმებში და სათანადო განათლებისთვის ვაბანდებთ კაპიტალს. მნიშვნელოვანია, რომ ნატო განაგრძობს საქართველოს დახმარებას ინტერგაციის საკითხებში. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო, თავის მხრივ, მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებს ალიანსს ავღანეთში მთავარი თავდაცვითი მისიების შესრულებაში, აძლევს რა ჯარისკაცების ერთ–ერთ მრავალრიცხოვან შემადგენლობას სხვა წევრებს შორის. მჯერა, რომ თანამშრომლობა და ურთიერთგაგება მომავალშიც გაგრძელდება. საერთო ინტერესები და საჭიროებები, საერთო მიზნები მომავალშიც გვექნება, რომელიც მოიცავს მშვიდობასა და თავდაცვას ევროატლანტიკურ სიცვრცეში. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა ბატონო მინისტრო! სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts