planetanews Posted June 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2010 დაახლოებით ერთ თვეში გორის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. 31 კაციან საკრებულოში ნაციონალურ მოძრაობას 28 დეპუტატი ჰყავს. თითო კაცით იქნებიან წარმოდგენილნი ქარისტიან-დემოკრატები, ალიანსი საქართველოსთვის, მრეწველები და თორთლაძე-დემოკრატები. შეიქმნება თუ არა ახალ საკრებულოში ოპოზიციური ფრაქცია? როგორც ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ზურაბ როსებაშვილი ამბობს ამისთვის კონსულტაციები უკვე დაიწყო. ფრაქციის შესაქმნელად 3 დეპუტატია საჭირო. ამიტომ თუ ქრისტიან-დემოკრატების და ალიანსის წარმომადგენლები შეთანხმდებიან, მათ კიდევ ერთი კაცის მიმხრობა დასჭირდებათ, ეს კი ან მრეწველების ან თორთლაძე- დემოკრეტების წარმომადგენელი უნდა იყოს. კრივში დამსახურებულმა მწვრთნელმა ავთანდილ შოშიაშვილმა ტინისხიდის მაჟორიტარული ოლქი თორთლაძის პარტიის სახელით მოიგო. მისი განცხადებით საკრებულოში ნოკაუტის პოლიტიკას არ გამოიყენებს და ქალაქის საკეთილდღეოდ ყველასთან ითანამშრომლებს. ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი ალიანსის წარმომადგენელი საკრებულოში დავით რაზმაძე, მას არ სჯერა რომ თორთლაძის და მრეწველების წარმომადგენლები ოპოზიციურად არიან განწყობილნი. წინა მოწვევის საკრებულოში ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელებმა ოპოზიციური ფრაქცია შექმნეს, ისინი მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებოდნენ და სხდომებს ხშირად პროტესტის ნიშნად ტოვებდნენ. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ზვიად ხმალაძე ახალ საკრებულოში მოხვედრილ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს რომ აქტიურად მიიღონ გადაწყვეტილებების პროცესში მონაწილეობა. საკრებულოს პირველი სხდომა ერთ თვეში გაიმართება, მმართველი პარტია საკრებულოს თავმჯდომარედ ისევ ზვიად ხმალაძეს დაასახელებს , რომელიც ხმათა უმრავლესობას უპრობლემოდ მიიღებს. პირველივე სხდომაზე გამოჩნდება შეძლებს თუ არა ოპოზიცია საკრებულოში ფრაქციის შექმნას. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts