Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge „ჩვენ დიპლომატიური აღიარება არ გვჭირდება“


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/die_welt2.jpg

 

მანფრედ ქიურინგი

 

აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში WELT ONLINE–ს ოლიმპიურ თამაშებზე და მისი ქვეყნის რუსეთთან ურთიერთობებზე ესაუბრა

 

 

საერთაშორისო სამართლის თანახმად საქართველოს ავტონომია აფხაზეთი საკუთარ დამოკიდებლობას იცავს, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მას არ აღიარებს. საქართველოსთან მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუკი თბილისი აფხაზეთის სუვერენიტეტს აღიარებს, ამბობს პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში. აფხაზეთი 40 კილომეტრში მდებარეობს სოჭისგან, სადაც 2014 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარდეს. ბაღაფში ამისთვის რუსეთს დახმარებას სთავაზობს.

 

ბატონო პრეზიდენტო, აფხაზეთს სურს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მომზადების და ჩატარების პროცესში მონაწილება. კონკრეტულად, თქვენი შეთავაზება რაში მდგომარეობს?

 

რუსეთის კომპანია RSchD–სთან ხელი მოვაწერე რუსეთის საზღვრიდან ჩვენს დედაქალაქ სოხუმამდე დანგრეული სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის შეთანხმებას. ჩვენი შეთავაზება ეხება ტვირთების გადაზიდვას, ასევე ტურიზმს. ჩვენ სხვადასხვა სამშენებლო მასალის მიწოდება შეგვიძლია, გვაქვს ტურისტული ცენტრები გაგრასა და ბიჭვინთაში, სადაც ოლიმპიური თამაშების სტუმრებს ვუმასპინძლებდით. მაგრამ მანამდე, შეგვიძლია მშენებლებისა და მომსახურე პერსონალის მიღება.    

 

დღემდე თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს. ხომ არ ფიქრობთ, რომ საერთაშორისო აღიარების დეფიციტი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება?

 

დიახ, ეს გარკვეულწილად პრობლემაა. თუმცა, მაგალითად ახლა ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ გერმანულ კომპანიასთან, რომლის დასახელებაც ამ ეტაპზე არ მსურს. ამ კომპანიას ჩვენი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში მონაწილეობა სურს, საუბარია 500 მილიონი რუბლის (დაახლოებით 13 მილიონი ევროს) მოცულობის შეკვეთაზე.  

 

და მაინც, ოლიმპიური თამაშების კონტექსტში აფხაზეთი რომელსაც მსოფლიო არ აღიარებს, შეიძლება პრობლემად იქცეს. შეერთებულ შტატებში ოლიმპიადის ბოიკოტის მოთხოვნებიც გაისმა  

 

კოსოვო ნახევარ მსოფლიოს არ უღიარებია. ეს სულ ორმაგი სტანდარტებია. ისინი არა ჩვენს წინააღმდეგ, არამედ რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ დიპლომატიური აღიარება არ გვჭირდებია. როდესაც აქ სიმშვიდეა, შარშან მაგალითად, ერთი მილიონი ტურისტი გვეწვია, პირველ რიგში რუსეთიდან და უკაინიდან, მიუხედავად იმისა ვინმე განგვიხილავს დამოუკიდებელ ქვეყნად თუ არა. ის რაც ჩვენ მართლაც გვჭირდება, თანამშრომლობაა.

 

თქვენ მარტში ხელი მოაწერეთ გუდაუთაში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის ხელშეკრულებას და საუბრობთ ეკონომიკურ სარგებელზე. ეს როგორ ხდება?

 

აქ არამხოლოდ ჯარისკაცები და მესაზღვრეები ჩამოვლენ, არამედ მათი ოჯახებიც. ისინი აქ იმუშავებენ და ფულს დახარჯავენ. ამას ეკონომიკური სარგებელი მოჰყვება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მშვიდობა და სტაბილურობაა, რის გარანტიასაც აქ რუსული არმიის ყოფნა ქმნის. ხოლო იქ სადაც მშვიდობა და სტაბილურობაა, ინვესტიციებს დებენ. ჩვენი და აფხაზური ოპოზიციის აზრი ბევრ საკითხზე განსხვავებულია, მაგრამ ამ ნაწილში ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა.

 

რა დოზით შეუძლია აფხაზეთის მთავრობას დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, თუკი მისი ეკონომიკა ამდენადაა მოქცეული რუსული გავლენის ქვეშ? აფხაზეთის ტელესაკომუნიკაციო სფერო მთლიანდ რუსეთის ხელშია  

 

ტელეკომუნიკაციები რუსეთის ხელში არ არის, ჩვენ რუსულ ფირმებს მხოლოდ მომსახურების უფლება გადავეცით. რუსეთი – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენ ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები გვაქვს. მაგრამ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებთ.

 

დღეს საქართველოსთან ურთიერთობა ნულოვან ნიშნულზეა. როგორ წარმოგიდგენიათ, რა პირობებში შეიძლება განახლდეს მოლაპარაკებები? 

 

თბილისის დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არაფერი მოხდება. პერსპექტივაში ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნორმალური ურთიერთობებისთვის, როგორც ეს მიღებულია ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის. როდესაც ქართველები ამას მიხვდებიან, მხოლოდ მაშინ შეიძლება წარმატებაზე საუბარი.   

 

ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიაში დამკვირვებელთა მისია გამოგზავნა. მათი წარმომადგენლები დღეისთვის მხოლოდ საქართველოში მოქმედებენ, აფხაზეთში მათ არ უშვებთ   

მე წინააღმდეგი ვარ ევროკავშირის მისიის საქმიანობა აფხაზეთზე გავრცელდეს. მათ უნდა იმოქმედონ იქ, საიდანაც ომის საფრთხე მოდის. და ეს უკვე 20 წელია საქართველოა. 

 

ბატონო პრეზიდენტო როგორ წარმოგიდგენიათ ამ პატარა ქვეყნის ეკონომიკური მომავალი? აფხაზეთი მარტო გადარჩენას შეძლებს?

 

ჩვენ გვაქვს ისეთი ტურისტული კურორტები, როგორებიცაა გაგრა და ბიჭვინთა. ეს ჩვენი შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. წელს, შარშანდელთან შედარებით ამ მხრივ შემოსავალი 15%–ით გაიზარდა. გარდა ამისა, ჩვენ გათვლა გვქონდა ენერგეტიკაზე, ბოლოს და ბოლოს მდინარე ენგურის ელექტროსადგური (აშენებულია საბჭოთა პერიოდში ერთიან საქართველოში – რედაქცია) ჩვენს მხარეს მდებარეობს. გარდა ამისა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზღვაო, სარკინიგზო გზების და აეროპორტის მოდერნიზაცია. რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტი“ მონაწილეობს შავი ზღვის შელფზე ნავთობის მოძიების პროექტში. კარგი იქნება, თუ  ევროპელები ამაში ხელს არ შეგვიშლიან.              

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...