Jump to content
Planeta.Ge

fanebi.com- მსოფლიო ჩემპიონატი 2010 იწყება!


Recommended Posts

მაშ ასე, დადგა ის დრო, როდესაც უნდა შევეგებოთ მსოფლიო 2010 წლის ჩემპიონატს. 64 მატჩი, უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი, სიხარული და მღელვარება, 11 ივნისიდან 11 ივლისამდე სამხრეთ აფრიკაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს ჩვენი საიტი სრულად გააშუქებს. ასე, რომ ვიწყებთ საუბარს მსოფლიო 2010 წლის შესახებ, შემოგვიერთდით. დღეს გახსნითი შეხვედრა იოჰანენსბურგისSoccer City Stadium –ზე გაიმართება. ერთმანეთს A ჯგუფის ბინადარნი სამხრეთ აფრიკა და მექსიკა დაუპირისპირდებიან. ფავორიტად მიჩნეულ მექსიკას საკმაოდ უხერხული მეტოქე ყავს, გამომდინარე იქიდან, რომ სამხრეთ აფრიკა ხომ ამ უდიდესი მოვლენის მასპინძელია და გულშემატკივართა დიდი ნაწილი სწორედ მასპინძელი ქვეყნის იქნება. შეგახსენებთ, რომ გახსნითი ცერემონიალი 17.30 საათზე გაიმართება, ხოლო უშუალოდ მატჩი კი 18.00 საათზე, მატჩს მოემსახურება უზბეკი რავშან ირმატოვი.

 

 

იხილეთ fanebi.com

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...