Jump to content
Planeta.Ge

მე არ მინდა ვადამდელი არჩევნები.შენ?


Recommended Posts

babuagiorgi

ისე 1 წლის განმავლობაში თავისუფლად შესაძლებელია ამომრჩეველთა სიის დადგენა.

სია დიდი ხანია დადგენილია.

და ვის რად უნდა სია როცა არჩევნები აითვლება მონაწილეთა რაოდენობიდან და არა მოსახლეობის?

ანუ მოსახლეობის აღწერა სხვა საკტხია.

რაც შეეხება არჩვენებს საკმარისია ვიცოდეთ ის ადამაინები მხოლოდ ვინც იღებს არჩვენებში მონაწილეობას.

ამას გაცილებით ნაკლები რესურსი სჭირდება ვიდრე ყოველ არჩევნებზე მოსახლეობის აღწერას.

უფრო მეტიც რესურსი თიტქმის არს სჭირდება 1ხელ თუ ააწყობ წინასაარჩევნო რეგისტრაციის სისტემას.

 

ერტხელ ჩატარდა არჩევნები წინასაარჩევნო რეგისტრაციით და გამოცხადდა არჩევნებზე უფრო სწორედ რეგისტრაცია გაიარა 2მლნ ნახევარმა..ანუ დანარჩესნს კიდია ან მკვდარი სულია...

 

ეს მხოლოდ ერტხელ მოხდა..და რატომ ტქვა ამაზე უარი ხელიფლებამ გასაგებია..მაგრამ რატომ ტქვა ოპოზციამ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საარჩევნო გარემო მხოლოდ კოდექს არ გულისხმობს, პირველ რიგში ეს არის სიები, ვანოს ბიჭები, პროპაგანდისტური მანქანა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

სია დიდი ხანია დადგენილია.

და ვის რად უნდა სია როცა არჩევნები აითვლება მონაწილეთა რაოდენობიდან და არა მოსახლეობის?

ანუ მოსახლეობის აღწერა სხვა საკტხია.

რაც შეეხება არჩვენებს საკმარისია ვიცოდეთ ის ადამაინები მხოლოდ ვინც იღებს არჩვენებში მონაწილეობას.

ამას გაცილებით ნაკლები რესურსი სჭირდება ვიდრე ყოველ არჩევნებზე მოსახლეობის აღწერას.

უფრო მეტიც რესურსი თიტქმის არს სჭირდება 1ხელ თუ ააწყობ წინასაარჩევნო რეგისტრაციის სისტემას.

 

ერტხელ ჩატარდა არჩევნები წინასაარჩევნო რეგისტრაციით და გამოცხადდა არჩევნებზე უფრო სწორედ რეგისტრაცია გაიარა 2მლნ ნახევარმა..ანუ დანარჩესნს კიდია ან მკვდარი სულია...

 

ეს მხოლოდ ერტხელ მოხდა..და რატომ ტქვა ამაზე უარი ხელიფლებამ გასაგებია..მაგრამ რატომ ტქვა ოპოზციამ?

საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა რაოდენობა როდესაც ცნობილია, მაშინ ადვილი დასადგენია რამდენი ხმა იყო აქ დაკარუსელებული.

არჩევნებისას ხომ იწერება რომელი ამომრცევლი იყო მოსული არჩევნებზე.

ეს ძალაინ ადვილი დასადგენია.

 

მოკლედ რამოდენიმე შეთანხმებაა მისაღები ამ ხელისუფლებასთან:

1. არჩევნების შედეგები გამოცხადდეს, როდესაც არ მარტო ხმები დაითვლება, არამედ გადამოწმდება უბანში ამომრჩეველთა რაოდენობა + რამდენმა მიიღო მონაწილეობა;

2. უნდა აიკრძალოს და ეს ყველა საბაბის გარეშე, ამომრჩეველთა სიების გადაცემა დეიდებზე და ამ დეიდების, ან სხვა ტიპის ამღრიცხავთა საარჩევნო უბანზე ტრიალი.

3. უნდა დადგინდეს ფიქსირებული მაქსიმუმი თანხისა საარჩევნო კომპანიი წარმოებისათვის.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. არჩევნების შედეგები გამოცხადდეს, როდესაც არ მარტო ხმები დაითვლება, არამედ გადამოწმდება უბანში ამომრჩეველთა რაოდენობა + რამდენმა მიიღო მონაწილეობა;

ბაბუ ეს იცი რას ნიშნვს?

პირველ;ი გადამოწმება სიების არჩევნების წინ დ ამეორე არჩევნების მერე...

 

მე არ მჭირდება დადგენა რამდენი იყო კარუსელში მონაწილე რამდენმა ცააგდო ორი ბიულეტენი და ა.შ.

მე მჭირდება ამ ყველაფრის გამორიცხვა.

 

 

თუ არის მომაკვდავი და ვერ მიდის არჩევნმებზე ვერ გაივლის წინასაარჩევნო რეგისტრაციას (ვეტანხმები ფორუმს ბიომეტრული უნდ აიყოს ანუ მარჯ ცერა თითი..ვისაც არ აქვს ბოდიში...) ვერ მიიღებს მონაწილეობას... ყველამ ატავდ იზრუნოს ტავის ხმაზე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უნდა აიკრძალოს და ეს ყველა საბაბის გარეშე, ამომრჩეველთა სიების გადაცემა დეიდებზე და ამ დეიდების, ან სხვა ტიპის ამღრიცხავთა საარჩევნო უბანზე ტრიალი.

საერტოდ არაა საჭირო სიები. სიები შეიძლება ამოიბეჭდოს არჩევნებამდე 1 დღით ადრე ან დილით ადრე უბანში. ანუ ყოველი უბანი დლიტი არჩვენებამდე ამობეჭდავს ტავის სიას..უკვე არის ყველა უბანში ლაპტოპი პრინტერი კი პრობლემა არაა. ინეტიც უნდა იყოს .

და მორჩა სიები იქნება მხოლოდ უბანში.

 

არავიტარი მოსწავვევ მოსაპატიჟებელი ფუქრცლები...მოკვდა ეგ დრო როცა დამპატიჟებლები დადიოდნენ კარდაკარ. ყველამ იცის როდისაა არჩვნები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერ. ფორუმს აქვს უკვე ”საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პრიორიტეტების პროგრამა შემუშავებული.

 

დაწვრილებით აქ გაეცანით

 

http://forumi.ge/index.php?option=com_content&task=view&id=24205&Itemid=231

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბაბუ ეს იცი რას ნიშნვს?

პირველ;ი გადამოწმება სიების არჩევნების წინ დ ამეორე არჩევნების მერე...

 

მე არ მჭირდება დადგენა რამდენი იყო კარუსელში მონაწილე რამდენმა ცააგდო ორი ბიულეტენი და ა.შ.

მე მჭირდება ამ ყველაფრის გამორიცხვა.

 

 

თუ არის მომაკვდავი და ვერ მიდის არჩევნმებზე ვერ გაივლის წინასაარჩევნო რეგისტრაციას (ვეტანხმები ფორუმს ბიომეტრული უნდ აიყოს ანუ მარჯ ცერა თითი..ვისაც არ აქვს ბოდიში...) ვერ მიიღებს მონაწილეობას... ყველამ ატავდ იზრუნოს ტავის ხმაზე...

 

არ გედავები, წინა საარჩევნო რეგისტრაცია თუ იქნება ერთი თვით ადრე ეფექტიური იქნება. ერთი თვე აუცილებელია მაინც, რომ დადგინდეს ეს 10 მოწმობიანი ხალხი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეძიებდე და ჰპოვებდე...

 

ეროვნულ ფორუმს დიდი ხანია აქვს დეტალური და სერიოზული გეგმა, კანონ-პროექტი საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს დოკუმენტი სკრუპულოზურადაა დამუშავებული და ყველა ოპოზიციურ პარტიას გააცნეს (ტელევიზიებითაც გადაიცა ოპოზიციური პარტიების შეხვედრა სადაც ამ დოკუმენტის პრეზენტაცია მოახდინა ფორუმმა), სთავაზობდნენ ამისთვის ებრძოლათ ერთად, მაგრამ სულ საოხრის წვერზე დაიკიდეს და მაინც გაუპრავეს ნაცებს ყველაფერი, არადა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გააცნეს ეს დოკუმენტი რამდენადაც მახსოვს. ვისაც მართლა გაინტერესებთ დიდი კია, მაგრამ წაიკითხეთ და კონკრეტული, არგუმენტირებული შენიშვნები გამოთქვით. ვისაც არა და ჰაერზე მაინც ნუღა იტყვით "ამირან გულში მღეროდაო, თუ აქვთ გვითხრან და გვაჩვენონო"...სხვათა შორის მე ისიც კარგად მახსოვს ეროვნული ფორუმი ყველაზე პირველი და დიდ ხანს ამბობდა მხოლოდ საარჩევნო გარემოს შეცვლის შემთხვევაში აქვს აზრი არჩევნებში მონაწილეობასო, მარა...ეჰ. მოკლედ აქაა ეს დოკუმენტი, რომელსაც ბოლოში ზოგი თქვენგანისთვის აგრერიგად საყვარელი შესაბამისი ბმული ანუ ლინკი ერთვის.

 

----------------------------------------------------

 

საარჩევნო კოდექსის თაობაზე საქართველოში წლების განმავლობაში მიმდინარეობს დებატები ხელისუფლების, საზოგადოებრივი სექტორისა და ოპოზიციის მონაწილეობით. ამ პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციებიც. ხშირ შემთხვევაში, კოდექსზე მსჯელობისას წინა პლანზე გამოდიოდა არა საარჩევნო პროცედურების დახვეწის და არჩევნების შედეგების გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმები, არამედ საკითხები, რომლებიც უფრო მეტად საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტებს შორის პოლიტიკური დებატების საგანს წარმოადგენდა (საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, ქვოტები, საარჩევნო ბარიერები და აშ.). ვინაიდან არ არსებობს აღნიშნულ პრობლემის გადაჭრის რაიმე საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო კრიტერიუმი, პროცესში მონაწილე სუბიექტები ბუნებრივად ცდილობენ, გაიტანონ მათი ინტერესებისათვის უფრო მისაღები ვარიანტი. ასეთ ვითარებაში შეთანხმება ან ვერ ხერხდებოდა, ან, უმეტეს შემთხვევაში, მიიღწეოდა ისეთი ტიპის პოლიტიკური კომპრომისები, რომლებიც უფრო მეტად ემსახურებოდა პროცესში მონაწილე სუბიექტების ინტერესებს და უფრო ნაკლებად - თავად საარჩევნო პროცესის უკეთ წარმართვას. როგორც წესი, ასეთი მოლაპარაკებების დროს უკანა პლანზე იწევდა ძალიან ბევრი კონკრეტული პრობლემა, რომლის მოგვარების გარეშეც რთული წარმოსადგენია თავად საარჩევნო პროცესის გამართულად წარმართვა.

 

საარჩევნო კოდექსში აღნიშნული ცვლილებების პროექტი ემსახურება ერთადერთ მიზანს - საქართველოში ადრე ჩატარებული არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ისე დავხვეწოთ საარჩევნო პროცედურები, რომ ხელისუფლების მიერ აქამდე გამოყენებული გაყალბების მეთოდების პირობებში, მინიმუმამდე დავიყვანოთ კენჭისყრის შედეგების მასობრივი ფალსიფიკაციის შესაძლებლობა. ამ საკითხებზე აქცენტირება მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კიდევე ერთი ფაქტორის გამო: საზოგადოება ხელისუფლებისგან ითხოვს საარჩევნო პროცედურების ისე დახვეწას, რომელიც თავიდან აგვაცილებს გაყალბების შესაძლებლობას. ამ უკანასკნელს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, კომისიებში კვოტების, საარჩევნო ბარიერის და სხვა მსგავს მოთხოვნებისაგან განსხვავებით, ამ წინადადებების არგაზიარების გაცილებით ნაკლები პოლიტიკური და სამართლებრივი არგუმენტი რჩება.

 

ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნების ანალიზი გვიჩვენებს, რომ არსებობს რამდენიმე ძირითადი პრობლემა:

 

1. საარჩევნო სიების გაყალბება - არჩევნების გასაყალბებლად აუცილებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის გაზრდა ”მკვდარი სულებით”, რათა ამ გვარების გამოყენებით (ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებით, ე. წ. ”კარუსელის” და სხვა მეთოდებით) ხელისუფლებამ უზრუნველყოს ერთი პიროვნების მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემა ერთ ან რამოდენიმე საარჩევნო უბანზე;

 

2. გაყალბებები კენჭისყრის პროცესში - საუბნო კომისიის ბეჭდის (ყალბი ან ნამდვილი, სულერთია) წინასწარი გამოყენებით საკუთარი მომხრეებისათვის უკვე შევსებული საარჩევნო ბიულეტენების დარიგება.

 

3. კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების გადაკეთება - არჩევნების დასრულებიდან მეორე-მესამე დღეს შემაჯამებელი ოქმების კორექტირება.

4. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების გაყალბება – ოქმების არასწორად შეყვანა, არასწორი დაჯამება და ა. შ.

 

1. საარჩევნო სიების გაყალბების საწინააღმდეგო ღონისძიებები

 

ამომრჩეველთა სიების შედგენა ბიომეტრიული მონაცემებით

 

1995 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნებზე დგას საარჩევნო სიებში ე. წ. ”მკვდარი სულების” პრობლემა. რამდენჯერმე არჩევნები გაყალბდა მეთოდით, როცა ერთი და იგივე პიროვნება, შსს-ს მიერ დამზადებული სხვადასხვა პირადობის მოწმობით აძლევდა ხმას, ან ერთი და იგივე პიროვნებას არეგისტრირებდნენ სხვადასხვა საარჩევნო ოლქში და ასე მოიპოვებდნენ დამატებით ხმებს.

 

ოპოზიციას არ აქვს საშუალება აკონტროლოს პირადობის მოწმობების ბეჭდვა, გარდაცვლი ან საქართველოდან გარეთ გასული მოქალაქეების მაგივრად ხმის მიცემის პროცესი. ყველაზე რეალურ და ქმედით მექანიზმად გვეჩვენება შემდეგი გამოსავალი:

 

ამომრჩეველთა ერთიანი სიის შედგენა, რომელსაც ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე უზრუნველყოფენ საუბნო საარჩევნო კომისიები. ამომრჩეველთა რეგისტრაცია ხდება შემდეგი მონაცემების საფუძველზე:

 

- პირადი ნომერი;

 

- რეგისტრაციის მისამართი

 

- ამომრჩევლის ბიომეტრიული ფოტოსურათი.

 

რა უპირატესობა გააჩნია აღნიშნულ მოდელს?

• ბიომეტრიული ფოტოთი ამომრჩევლის რეგისტრაციის პროცესით ამომრჩეველთა ერთიანი სიის ”მკვდარი სულებისაგან” დაცვის მექანიზმები.

 

ცსკო აცხადებს ვადებს, რომლის დროსაც არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს ექნებათ საშუალება მივიდნენ საარჩევნო უბანზე და გაიარონ რეგისტრაცია. ამომრჩეველს რეგისტრაციის გავლის დროს საარჩევნო უბანზევე გადაუღებენ ბიომეტრიულ ფოტოს, რომელსაც სხვა სარეგისტრაციო მონაცემებთან ერთად (პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი) შეიყვანენ კომპიუტერში. თუ ერთი და იგივე პირი ორჯერ ეცდება რეგისტრაციის გავლას, (სხვადასვა გვარით, სხვადასხვა მისამართზე, ან სხვადასხვა საარჩევნო უბანზე) ბიომეტრიული ფოტოს წყალობით კომპიუტერი გაორებას ავტომატურად ამოაგდებს. ამით მაქსიმალურად იზღუდება საარჩევნო სიების ხელოვნურად გაზრდის შესაძლებლობა. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ამომრჩეველთა სიაში მოსახვედრად ან უნდა მივიდნენ საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე, ან უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და აქ გაიარონ რეგისტრაცია. ხელისუფლების წარმომადგენლებს აღარ ექნებათ საშუალება ქვეყნიდან გასული ან გარდაცვლილი ამომრჩევლები შეიყვანონ ამომრჩეველთა სიებში (მათი ბიომეტრიულ ფოტოების არარსებობის გამო).

 

• ხმის მიცემის პროცესში ბიომეტრიული ფოტოს მეშვეობით გაყალბებისაგან დაცვის მექანიზმი

 

ერთიანი საარჩევნო სიაში ბიომეტრიული ფოტოსურათის დართვა საშუალებას იძლევა არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის პირადობის მოწმობა გატარდეს კომპიუტერში. თუ ამ ფოტოსურათზე აღბეჭდილ პიროვნებას ნებისმიერი გვარით, ნებისმიერ უბანზე იმ დღეს უკვე მონაწილეობა ექნება მიღებული არჩევნებში კომპიუტერი მას ავტომატურად აღარ მისცემს მეორედ ხმის მიცემის საშუალებას.

 

2. ხმის მიცემის პროცესის გაყალბებისაგან (საუბნო კომისიის ბეჭდის გამოყენებით ბიულეტენების წინასწარი შევსება) თავის დაზღვევის მექანიზმები

 

ამ ცვლილების მიზანია ფაქტიურად შეუძლებელი გახადოს არჩევნების გაყალბების ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკა, როცა წინასწარ ან ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ხდებოდა ბიულეტენების შევსება და საარჩევნო ყუთებში ჩაყრა. ამ მიზნით:

 

არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცლის შევსებამდე უბანზე დამონტაჟებული ვიდეოთვალის წინ, კენჭისყრით გამოვლენილმა კომისიის წევრმა, კომისიის სხვა წევრებისა და დამკვირვებლების თანდასწრებით საუბნო კომისიის ბეჭედზე უნდა გააკეთოს საკონტროლო ნაკვეთური, ხოლო ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ, მეორე, საბოლოო ნაკვეთური, რომლის შემდეგაც ბეჭდის გამოყენება აკრძალულია. ამ შემთხვევაში აზრი დაეკარგება უნაკვეთურო ბეჭდის გამოყენებას არჩევნების დაწყებამდე და ორნაკვეთურიანი ბეჭდის გამოყენება არჩევნების დასრულების შემდეგ.

 

ნაკვეთურიანი ბეჭდის იდენტური ყალბი ანალოგის დამზადება პრაქტიკულად გამორიცხულია. სიყალბე მარტივად დადგინდება ექსპერტიზის დროს.

 

ცვლილების პროექტი

 

მუხლი 52 საარჩევნო უბნის გახსნა

 

დღეს არსებულ 1 პუნქტში (წილისყრები) დაემატოს შემდეგი შინაარსის ე) ქვეპუნქტი:

 

ე) ”კომისიის წევრს, რომელიც საუბნო კომისიის სპეციალურ ბეჭედზე და ამომრჩევლის რეგისტრატორთა სპეციალურ ბეჭდებზე გააკეთებს საკონტროლო ნაკვეთურებს”;

 

12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

”წილისყრის ჩატარებამდე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს იმ დალუქული პაკეტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭედი და რეგისტრატორთა ბეჭდები, ხსნის მას. ამ კანონის 52-ე მუხლის 1 პუნქტის ე) ქვეპუნქტის მიხედვით შერჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის, და კომისიის სხვა წევრთა თანდასწრებით, ჩართული ვიდეოთვალის წინ, საუბნო კომისიის სპეციალურ ბეჭედს და ამომრჩევლის რეგისტრატორთა თითოეულ ბეჭედს გაუკეთებს საკონტროლო ნაკვეთურს. . . ” - შემდეგ ტექსტის მიხედვით.

 

პუნქტი 6. დაემატოს მესამე წინადადება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

6. ”ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთები ილუქება და მათში საკონტროლო ფურცლები იყრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ პირველი ამომრჩევლის მისვლის შემდეგ. საკონტროლო ფურცელი ივსება სამ ცალად, მას ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი. სამივე საკონტროლო ფურცელს ესმევა საუბნო კომისიის სპეციალური ბეჭედი და ამომრჩევლის რეგისტრატორთა თითოეული სპეციალური ბეჭედი.” . . . შემდეგ ტექსტის მიხედვით.

 

მუხლი 57. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები

 

პუნქტი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

”კენჭისყრის დამთავრების შემდეგ ამ კანონის 52-ე მუხლის ე) ქვეპუნქტის მიხედვით შერჩეული კომისიის წევრი, კომისიის წევრთა და დამკვირვებელთა თანდასწრებით ამომრჩევლის რეგისტრატორთა თითოეულ ბეჭედს (გარდა საუბნო კომისიის სპეციალური ბეჭდისა) ჩართული ვიდეოთვალის წინ, გაუკეთებს მეორე საკონტროლო ნაკვეთურს, რომლის შემდეგაც ეს ბეჭედი აღარ გამოიყენება. ამის შემდეგ, ამომრჩევლის რეგისტრატორთა ბეჭდები იდება სპეციალურ პაკეტში და ილუქება. პაკეტზე მითითებული უნდა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის დასახელება და ნომერი.”

 

9. ”კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლების შედგენის და საუბნო საარჩევნო კომისიის ჟურნალის დახურვის შემდეგ, ამ კანონის 52-ე მუხლის ე) ქვეპუნქტის მიხედვით შერჩეული კომისიის წევრი, კომისიის წევრთა და დამკვირვებელთა თანდასწრებით, საუბნო კომისიის სპეციალურ ბეჭედს ჩართული ვიდეოთვალის წინ გაუკეთებს მეორე საკონტროლო ნაკვეთურს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ ბეჭედს დებს პაკეტში და ლუქავს მას. პაკეტზე მითითებული უნდა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის დასახელება და ნომერი”. . . . შემდეგ ტექსტის მიხედვით.

 

3. საარჩევნო დოკუმენტაციიის გაყალბებისაგან თავის დაზღვევის მექანიზმები

 

მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს საარჩევნო დოკუმენტაციის შედგენის წესი.

 

უბანზე, საარჩევნო ყუთის გახსნამდე უნდა დაითვალოს კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა, შედგეს შესაბამისი ოქმი, გადაეცეს მისი ასლი პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს, ხოლო შედეგები ეცნობოს საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს. საარჩევნო ყუთი მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნება და დაითვლება საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები.

 

ეს პროცედურა მაქსიმალურად გაართულებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების გაყალბებას.

 

არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა დოკუმენტურად იქნება დაფიქსირებული საარჩევნო ყუთის გახსნამდე, ანუ ხმის მიცემის შედეგების გარკვევამდე, როგორც კონკრეტულ უბანზე ასევე მთელ საქართველოში. არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის რაოდენობის დამადასტურებელი ოქმი ხელთ ექნებად დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს. ანუ ხმების დათვლის შემდეგ, როცა უკვე დაფიქსირებული იქნება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა, ვერც ერთი საარჩევნო სუბიექტი თავისთვის არასასურველი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში ვეღარ შეძლებს ხელოვნურად გაზარდოს ან შეამციროს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რიცხვი, რაც ყოველთვის იყო არჩევნების შედეგების გაყალბების ერთ^-ერთი მთავარი მექანიზმი. (პროპორციულ არჩევნებში ამ მეთოდის გამოყენებით ხშირად ხდება საარჩევნო ბარიერის გადასალახავად აუცილებელი ხმების რაოდენობის ხელოვნური გაზრდა და არჩევით ორგანოებში მოხვედრილი პარტიების გარეთ დატოვება )

 

გარდა ამისა, შემოთავაზებულ ცვლილებების პროექტში ზუსტად არის გაწერილი:

 

ა) როდის და რა პროცედურით უნდა გადაიგზავნოს ხმის დათვლის წინასწარი (კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა) და საბოლოო შედეგები საოლქო და საარჩევნო კომისიებში.

 

ბ) საოლქო კომისიამ როდის უნდა გამოაქვეყნოს წინასწარი მონაცემები და როდის უნდა აცნობოს ინფორმაცია ცსკ-ოს;

 

ჩვენი აზრით საარჩევნო უბნიდან კენჭისყრის შედეგების საბოლოო მონაცემების გადაგზავნის შესაძლო გონივრული ვადა გახლავთ ხმის მიცემის პროცედურის დასრულებიდან 4-5 საათი. ეს ჩვენი მოსაზრება ეყრდნობა საუბნო კომისიების მუშაობის გამოცდილებას. ღამის 12 საათისათვის, როგორც წესი, უბანზე ხმის დათვლა დამთავრებულია და მერე იწყება ამ შედეგების კორექტირება (შეიძლება განხილული იქნეს მონაცემთა გაგზავნის ვადების სხვა არგუმენტირებული ვარიანტებიც).

 

ცვლილების პროექტი

 

დღეს არსებული 57 მუხლის 1 პუნქტით ხდება მთვლელების გამოვლენა.

 

მთვლელების გამოვლენის შემდეგ;

 

პუნქტი 2 - მთვლელები:

 

”ა) ითვლიან დარჩენილი ბიულეტენების ნაწილობრივ გამოყენებული ბლოკნოტების რაოდენობას, საარჩევნო ბიულეტენის მოსახევი პირის მხრიდან კინძავენ მათ და ანაკინძის შესაკრავ კვანძზე ადებენ ქაღალდის ლუქს;

 

ბ) ითვლიან გაუხსნელი ბიულეტენების ბლოკნოტების რაოდენობას;

 

გ) ითვლიან მთლიანად გამოყენებული ბიულეტენების ბლოკნოტების (ყუების ) რაოდენობას.

 

ეს მონაცემები შეაქვთ # 1 შემაჯამებელ ოქმში, ხოლო ბიულეტენების ბლოკნოტები ლაგდება ერთ პაკეტში და ილუქება. პაკეტზე მითითებული უნდა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის დასახელება და ნომერი.” . . . შემდეგ მეორე პუნქტი ტექსტის მიხედვით.

 

პუნქტი 2.1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

”საარჩევნო ყუთის გახსნამდე მთვლელები თანმიმდევრულად ითვლიან ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიებისა და ამომრჩეველთა სიის დანართის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას.

 

ვარიანტი 1 საარჩევნო ყუთის გახსნამდე მთვლელები ითვლიან კენჭისყრაში მონაწილეთა (არჩევნებზე გაცემული ბიულეტენების) საერთო რაოდენობას (უბანზე მიღებული ბიულეტენების საერთო რაოდენობას აკლებენ გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობას).

 

”კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მაჩვენებელი შედის #1 შემაჯამებელი ოქმის შესაბამის გრაფაში. ამის შემდეგ #1 შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მდივანი, კომისიის წევრები და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები. კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მაჩვენებელი დაუყოვნებლივ, არა უგვიანეს 21. სთ და 00 წუთისა უნდა ეცნობოს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ, არა უგვიანეს 21. 30 წუთისა აწვდის ამ ინფორმაციას ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისიასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეს ინფორმაციები მიღებისთანავე თავსდება საინფორმაციო დაფაზე და/ან მონიტორზე.

 

არა უგვიანეს 21 სთ-ისა და 00 წთ-ისა #1 შემაჯამებელი ოქმის ასლი გადაეცემა უბანზე საარჩევნო სუბიექტებისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.”

 

მუხლი 59 ხმის დათვლა

 

პუნქტი 1. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესით:

 

ა) მთვლელები ითვლიან საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი საარჩევნო ბიულეტენების საერთო რაოდენობას. კომისიის მდივანს შეაქვს ეს მონაცემი საბოლოო შემაჯამებელ ოქმში და არა უგვიანეს 21. 30 წთ-სა კომისიის თავმჯდომარე აცნობებს მას საოლქო საარჩევნო კომისიას. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია, არა უგვიანეს 22-სთ-ისა აწვდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 20 სთ-სათვის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ზუსტ რაოდენობას ოლქის ტერიტორიაზე განთავსებული საარჩევნო უბნების მიხედვით. საოლქო საარჩევნო კომისიასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეს ინფორმაციები მიღებისთანავე ასევე თავსდება საინფორმაციო დაფაზე და/ან მონიტორზე.”

 

მუხლი 60 - კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი;

 

მე- 8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

8. კენჭისყრის შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმი ხმის მიცემის პროცედურის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 სთ-ისა, გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში. დაუყოვნებლივ, ხმის მიცემის პროცედურის დასრულებიდან არა უგვიანეს 4 სთ-ისა, კენჭისყრის შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის თითო ასლი, დამოწმებული კომისიის ბეჭდით, გადაეცემა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და უბანზე დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლებს;”. . . . შემდეგ ტექსტის მიხედვით.

 

მუხლი 60.1 - საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დამატებითი ღონისძიებები

 

პუნქტი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

1. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია საბოლოო შემაჯამებელი ოქმის ასლი დაუყოვნებლივ, ხმის მიცემის პროცედურის დასრულებიდან არა უგვიანეს 4 საათისა, თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის ფაქსის, ელ ფოსტის მეშვეობით) გაუგზავნოს საოლქო საარჩევნო კომისიას და ცესკოს.

 

მუხლი 77 დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი

 

ცსკო-ს, საოლქო და საუბნი კომისიების ყველა საარჩევნო მასალა (მ.შ: ვიდეო თვალის ჩანაწერები, სამაგიდო სიები და ა. შ.) ხელმისაწვდომია დაინტერესებული სუბიექტებისთვის დაუყოვნებლივ. ზ/ა ჩანაწერებს და მასალებს აქვს მტკიცებულებითი ძალა საარჩევნო დავების განხილვის დროს;

 

• ცსკო-ს საქმიანობაზე კონტროლის მექანიზმები

 

ცსკო-ში საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მხიდან უნდა გაკონტროლდეს ცსკო-ში საარჩევნო უბნებიდან და ოლქებიდან ინფორმაციის მიღების და დამუშავების პროცესი.

 

მუხლი 64 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

”ცსკო-ს კომპიუტერულ ცენტრში საარჩევნო უბნებიდან საბოლოო შემაჯამებელი ოქმების მონაცემების შეყვანა ხდება ვიდეოთვალის კონტროლის ქვეშ, ცესკოს კომისიის წევრების და ცესკოში რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების თანდასწრებით.

 

საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიიდან მიღებული საბოლოო შემაჯამებელი ოქმის ასლი მიღებისთანავე ქვეყნდება ცესკო-ს მონიტორზე და ვებ გვერდზე. ცსკო ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და დამკვირვებლები ცსკოში შემოსული ოქმების ოფიციალური ასლებით.” ამჟამად არსებული 1 პუნქტი გადავა მე-2 პუნქტად.

 

 

http://forumi.ge/index.php?option=com_content&task=view&id=24205&Itemid=231

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ამომრჩეველთა ერთიანი სიის შედგენა, რომელსაც ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე უზრუნველყოფენ საუბნო საარჩევნო კომისიები. ამომრჩეველთა რეგისტრაცია ხდება შემდეგი მონაცემების საფუძველზე:

 

- პირადი ნომერი;

 

- რეგისტრაციის მისამართი

 

- ამომრჩევლის ბიომეტრიული ფოტოსურათი.

 

რა უპირატესობა გააჩნია აღნიშნულ მოდელს?

 

• ბიომეტრიული ფოტოთი ამომრჩევლის რეგისტრაციის პროცესით ამომრჩეველთა ერთიანი სიის ”მკვდარი სულებისაგან” დაცვის მექანიზმები.

 

ცსკო აცხადებს ვადებს, რომლის დროსაც არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს ექნებათ საშუალება მივიდნენ საარჩევნო უბანზე და გაიარონ რეგისტრაცია. ამომრჩეველს რეგისტრაციის გავლის დროს საარჩევნო უბანზევე გადაუღებენ ბიომეტრიულ ფოტოს, რომელსაც სხვა სარეგისტრაციო მონაცემებთან ერთად (პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი) შეიყვანენ კომპიუტერში. თუ ერთი და იგივე პირი ორჯერ ეცდება რეგისტრაციის გავლას, (სხვადასვა გვარით, სხვადასხვა მისამართზე, ან სხვადასხვა საარჩევნო უბანზე) ბიომეტრიული ფოტოს წყალობით კომპიუტერი გაორებას ავტომატურად ამოაგდებს. ამით მაქსიმალურად იზღუდება საარჩევნო სიების ხელოვნურად გაზრდის შესაძლებლობა. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ამომრჩეველთა სიაში მოსახვედრად ან უნდა მივიდნენ საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე, ან უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და აქ გაიარონ რეგისტრაცია. ხელისუფლების წარმომადგენლებს აღარ ექნებათ საშუალება ქვეყნიდან გასული ან გარდაცვლილი ამომრჩევლები შეიყვანონ ამომრჩეველთა სიებში (მათი ბიომეტრიულ ფოტოების არარსებობის გამო). "

კარგია, მაგრამ ვერ ვიპოვე მანდ 20 ლარიანი მოსყიდული ხმების წინააღმდეგ ვერაფერი. ფინასური საშუალებებიდან გამომდინარე ხელისუფლება შესძლებს ხმების ყიდვას.

 

ხომ ნახეთ როგორ გააპრავეს ეს დედიდები საარჩევნო უბნებთან. ამას თუ არ მიხედეს, მაშინ გინდა 50-ჯერ სწორი სიები იყოს და კარუსელი საერთოდ გამორიცხონ, ნაცები მაიც მოიგებენ არჩევნებს.

უნდა გამოვაცალოთ ხმების ყიდვის და შემდგომ ამ ხმების აღრიცხვის მექანიზმი. ისე არაფერი გამოვა. სამწუხაროა რომ ეს მომენტი მანდ არნიშნული არაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

გიორგი მაგის მექანიზმი არცერთ ქვეყანაში არ არსებობს კი არა და ამომრჩევლის მოსყიდვა სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება პირდაპირ (ჩვენთანაც მათ შორის). ასე რომ მაგის მოგვარების "მექანიზმი" ისევ ვანოს, რომელმაც მომსყიდველი უნდა გამოავლინოს, ადეიშვილის, რომელმაც საქმე უნდა აღძრას და კუბლაშვილის, რომელმაც ისინი (მომსყიდველები) უნდა დასაჯოს, მოშორებაა თავისი ამალებიანად.

ეს კოდექსი ისედაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. სუფთა სიებით და იმის გარანტიით რომ თითო ადამიანი მხოლოდ ერთხელ მისცემს ხმას და ვინც არ მივა ვერცერთხელ, ამ დოზით ვერავინ გააყალბებს არჩევნებს. ჩათვალე რომ ამ გზით თბილისში მინიმუმ საერთო რაოდენობის 20%-ს მომენტალურად კარგავენ ნაცები და რაიონებში მინიმუმ 50%-ს. :) დარჩებათ მარტო მოსყიდულები, დაშინებულები და ვაზელინები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ რომ ვთქვათ, რა უნდა არჩევნების გაყალბება თუკი ფორუმის წინადადებას არ გაითვალისწინებთ?

 

მკვდარი სული და კარუსელი, ყალბი პირადობის მოწმობა,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

მაგრამ ვერ ვიპოვე მანდ 20 ლარიანი მოსყიდული ხმების წინააღმდეგ ვერაფერი

ამათ მხოლოდ ზეწოლა თუ უშველის, ფსიქოლოგიური ზეწოლაა საჭირო ამათზე.

 

ასევე

 

არ იქნება ფული – არ იქნება მიშა!

 

ფული კი მგონი მალე აღარ იქნება :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ამათ მხოლოდ ზეწოლა თუ უშველის, ფსიქოლოგიური ზეწოლაა საჭირო ამათზე.

 

ასევე

 

არ იქნება ფული – არ იქნება მიშა!

 

ფული კი მგონი მალე აღარ იქნება :yes:

მეც მაგის იმედი მაქვს ძმაო, მაგრამ საიდანღაც აძრობენ ეგ. დედამიჩექმილები :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

გიორგი მაგის მექანიზმი არცერთ ქვეყანაში არ არსებობს კი არა და ამომრჩევლის მოსყიდვა სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება პირდაპირ (ჩვენთანაც მათ შორის). ასე რომ მაგის მოგვარების "მექანიზმი" ისევ ვანოს, რომელმაც მომსყიდველი უნდა გამოავლინოს, ადეიშვილის, რომელმაც საქმე უნდა აღძრას და კუბლაშვილის, რომელმაც ისინი (მომსყიდველები) უნდა დასაჯოს, მოშორებაა თავისი ამალებიანად.

ეს კოდექსი ისედაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. სუფთა სიებით და იმის გარანტიით რომ თითო ადამიანი მხოლოდ ერთხელ მისცემს ხმას და ვინც არ მივა ვერცერთხელ, ამ დოზით ვერავინ გააყალბებს არჩევნებს. ჩათვალე რომ ამ გზით თბილისში მინიმუმ საერთო რაოდენობის 20%-ს მომენტალურად კარგავენ ნაცები და რაიონებში მინიმუმ 50%-ს. :) დარჩებათ მარტო მოსყიდულები, დაშინებულები და ვაზელინები.

 

მოსყიდვის დამტკიცება გაჭირდება, მაგრამ მოსყიდულთა აღრიცხვის უფლება უნა ამოვაცალოთ ხელიდან.

აქ ამ აღრიცხვას აქვს მნიშვნელობა და არა იმას რომ 20 ლარი აიღო ვიინმემ.

აიღო ეს 20 ლარი ვთქვათ და რას გაიგებ ვის მსიცა ხმა. თვით აღრიცხვა და ის კონტროლი რასაც დეიდები აკეთებდნენ ადგილობრივ არჩევნებში, ეს იყო მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი. აქ ფსიქოლოგიური მომენტია ეს, ამას ამომრჩეველზე ზეწოლა ჰქვია.

 

ჩეხეთში (ამათი.............) 3 დღით ადრე აკრძალულია ყოველგვარი პროპაგანდა და ეს აქტივისტთა აქტიურობის ჩათვლით.

 

საარჩევნო უბნებთან განსაკუთრებით უნდა აიკრძალოს ეს ამბე. არავის არ ესაქმება არჩევნებისასა საარჩევნო უბნებთან კომისიის წევრებისა და მეთვალყურეების გარდა. მოვიდა ხმა მისცა წავიდა, მორჩა ბაზარი.

 

მოსყიდული ხმებზე კონტროლის მექანიზმის ამოცლა სჭირდება ნაცებს, თორემ დარწმუნებული ვარ 10 ადამიანიდან ვინც 20 ლარი აიღო 8 ნაცებს ხმას მაინც არ მისცემს, თუ ექნება იმის გარანტია, რომ ამას ვერავინ ვერ გაიგებს.

 

 

 

ფული კი მგონი მალე აღარ იქნება :yes:

 

არაფერი შეგეშალოს, ფულზე უკვე ზრუნავენ.

სლოვაკეთში რომ გაიხსნა დიასპორის ანგარიში სხვა რაა თუ არა წინა საარჩევნო რეკეტი.

შეაგროვებენ ესენი ფულს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...