Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მალხაზ გულაშვილს


Recommended Posts

თბილისის საქალაქო სასამართლომ „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ თავმჯდომარეს მალხაზ გულაშვილსა და მის შვილს დავით გულაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

პროკურატურის ბრალდებით, მალხაზ გულაშვილმა, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, საქართველოს კანონმდებლობის (სისხლის სამრთლის კოდექსის 344–ე მუხლი ) დაარღვია.

 

აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვას სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გამომძიებლებელი ესწრებოდა. სახელმწიფოს ბრალდებით, მალხაზ გულაშვილმა ცხინვალის გავლით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

 

მალხაზ გულაშვილისა და მისი 17 წლის შვილის დავით გულაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს განუცხადა, რომ პროკურატურას იმის მტკიცებულებები არ გააჩნია, რომ გულაშვილი და მისი შვილი ნამდვილად რუსეთის ფედერაციის ტეროტორიაზე იმყოფებიან. ამის თაობაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ მათ გააჩნიათ დოკუმენტაცია, კერძოდ, რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში არსებული საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვის დეპარტამენტში შესული გულაშვილის თხოვნა, რომ მის არასრულწლოვან შვილს რუსეთის პასპორტი მისცენ.

 

ასევე პროკურატურის წარმომადგენლებმა გულაშვილის სატელევიზიო განცხადება, რომელშიც იგი თავის ადგილსამყოფელზე ლაპარაკობს, განიხილეს როგორც ფაქტი,

 

სასამართლო პროცესზე შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ საქართველოს საზღვარი უკანონოდ დაახლოებით 1000 000 ადამიანს აქვს გადაკვეთილი, როდესაც ისინი არალეგალურად საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდიან– „მაშინ, რატომ არ ვრცელდება იგივე კანონი მათზეც, რატომ არ ვაპატიმრებთ ამ ადამიანებს?“

 

ხაჭაპურიძის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონში გარკვევით წერია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კანონმდებლობა ვრცელდება,–„ კანონმდებლობის მიხედვით კი, ამ ტერიტორიებზე ქართული სასაზღვრო გამშვები პუნქტებიც უნდა იყოს, რაც არ არსებობს. მაშინ გეკითხებით, რომელი საზღვრით უნდა გადასულიყო გულაშვილი?“

 

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის თავმჯდომარეს მისი დაკავებისთანავე 2 თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

რაც შეეხება გულაშვილისთვის ჯარიმის დაკისრების საკითხს, პროკურატურის წამომადგენლებმა დაუშვებლად მიიჩნიეს, რადგან მათი განმარტებით, კანონში უკვე 5 წელიწადია არსებობს ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ჯარიმას აღარ ითვალისწინებს.

 

„გუშინ ვუყურე საინფორმაციო გამოშვებას, სადაც თურქეთის საზღვარზე 15 კაცის არალეგალურად გადასვლის ფაქტი დაფიქსირდა, მაგრამ ეს ადამიანები დააჯარიმეს, კი არ დაუპატიმრებიათ“,– განაცხადა გულაშვილის ადვოკატმა.

 

ბრალდებულ მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 48 საათის განმავლობაში აქვს შესაძლებლობა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნათია კაციტაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ სამართალდამცავებს შეეძლოთ გულაშვილისთვის ამ მუხლით ბრალი წაეყენებინათ, თუკი მართლა ამ გზით გადალახა საზღვარი. მას 344–ე მუხლით გასამართლების ერთი შემთხვევა ახსენდება: „ მხოლოდ ჩეჩნებთან დაკავშირებით მახსენდება ასეთი შემთხვევა, როდესაც ისინი რუსეთიდან უკანონოდ შემოდიოდნენ“.

 

სამოქმედო გეგმების შესახებ სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა ხვალ დანიშნულ ბრიფინგზე ისაუბრებს.

 

მალხაზ გულაშვილი, „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა „სახალხო მართლამდიდებლური მოძრაობის“ წევრების მიერ გადაცემაში დამსწრე საზოგადოების მეორე ნაწილისა და ტელეკომპანია „კავკასიის“ თანამშრომლების მიმართ აგრესია განხორციელდა და სამართალდამცავებმა სმმ–ს 8 წევრი დააკავეს, შვილთან ერთად ცხინვალში გადავიდა. როგორც სმმ–ს წევრები და გულაშვილის მეუღლე ამბობენ, გულაშვილის შვილისთვის თბილისში დარჩენა სახიფათო ოყო და აქაურობას გაარიდეს.

 

თავდაპირველად გულაშვილი ცხინვალში იმყოფებოდა, სადაც მან ახალი „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“ ჩამოაყალიბა.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...