Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- საქართველო უკრაინას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარების გამო მადლობას უხდის


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/51110.jpgსაქართველო უკრაინას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარების გამო მადლობას უხდის. აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ კიევში, უკრაინელ კოლეგასთან კონსტანტინე გრიშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

“მინდა, მადლობა გადავუხადო უკრაინის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს იმ განცხადებების გამო, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით გააკეთეს”, – განაცხადა ვაშაძემ. მინისტრის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინა რეგიონში მასტაბილიზებელ როლს თამაშობს და საერთაშორისო სამართლის მხარეზე დგას.

 

პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, კერძოდ, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების წინააღმდეგია. მან აღნიშნა, რომ არასოდეს უღიარებია იმ ქმედებების კანონიერება, რომლებიც სახელმწიფოების მთლიანობას და საზღვრებს არღვევს.

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...