Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველოს იმედისმომცემი არჩევნები


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/08/open-democracy.jpg

 

დენის მაკშეინი

 

საქართველოში ახლახანს ჩატარებული არჩევნები შეფასდა, როგორც „თავისუფალი და სამართლიანი“, თუმცა ქვეყნის ოპოზიცია ფრაგმენტულია. დენის მაკშეინის თქმით, მოწიფული დემოკრატიისკენ სვლისთვის პარლამენტი საუკეთესო ფორუმია, მაგრამ მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს საქართველო და მისი რთული ურთიერთობები ჩრდილოელ მეზობელთან რუსეთთან

 

30 მაისს BBC-ის მსოფლიოს ახალი ამბების ვებ-გვერდზე იმ იმედით შევედი, რომ საქართველოს არჩევნების მიმდინარეობას გავცნობოდი. თბილისში, ამ ქალაქის ისტორიაში პირველად, მერის პირდაპირი არჩევნები (პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი საკვანძო დემოკრატიული რეფორმა) და იმავდროულად ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებიც იმართებოდა.

 

ამ არჩევნებით უნდა გარკვეულიყო, თუ რა მხარდაჭერით სარგებლობდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი რომელსაც აკრიტიკებდნენ, მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს იმის ტესტი იყო, თუ რამდენად ერთგულია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა დემოკრატიული პრინციპების და დასავლური ტიპის დემოკრატიის მშენებლობისკენ სწრაფვის.

 

ვებ-გვერდზე ვერაფერს, ვერანაირ ცნობას ვერ მივაგენი, ყოველ შემთხვევაში ბრიტანეთისთვის. რაღაც თვალსაზრისით ეს კარგიც იყო, რომ თბილისის არჩევნები ახალ ამბებში არ მოხვდა: ეს იმის ნიშანი გახლდათ, რომ ყველაფერი მშვიდად და სკანდალის გარეშე მიმდინარეობდა და მაინც სირცხვილია ამის არ აღნიშვნა, რადგან იმის მიუხედავად რომ „მხოლოდ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, მას ხომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპის განვითარებადი დემოკრატიული ქვეყნებისა და მთელი მსოფლიოსთვის – ვიფიქრე მე.

 

თუმცა, ხშირად კარგი ახალი ამბავი „ახალი ამბების არ არსებობაა“. პრო-მოსკოვურმა Russia Today-მაც კი ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა ვერ მოძებნა, თბილისის არჩევნების შესაფასებლად.

 

ორშაბათს, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული მისიის ანგარიშში ითქვა, რომ ამ წლის არჩევნებში საქართველომ „აშკარა პროგრესს“ მიაღწია. მისიის ხელმძღვანელის ოდრი გლოვერის თქმით – „ეს არჩევნები გამოირჩეოდა აშკარა გაუმჯობესებით და ხელისუფლების მისწრაფებით პრობლემებისთვის მათი წარმოქმნისთანავე მიეხედათ“. ევროკავშირის საპარლამენტო დელეგაციამ განაცხადა, რომ არჩევნები – „ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე გადადგმული რეალური ნაბიჯია“.

 

საქართველოს ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების სამართლიანობა ეჭქვეშ არ დაუყენებიათ. დიახ, რამდენიმე ძალიან უმნიშვნელო „დარღვევა“ და ხმამაღალი ბრალდება ერთ თუ ორ საარჩევნო უბანზე იყო, მაგრამ მსგავსი რამ რომელ არჩვენებზე არ ხდება?

 

მთავარია ევროპამ განაცხადა, რომ საქართველოს არჩევნები „თავისუფალი და სამართლიანი“ იყო და პროგრესი შეიმჩნევა.

 

მნიშვნელოვან მომენტად იქცა ის, რომ სააკაშვილმა ყური დაუგდო და გაითვალისწინა ის კრიტიკა, რომელიც წინა არჩევნების მისამართით ისმოდა მას შემდეგ, რაც ის 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” გზით ხელისუფლებაში მოვიდა.

 

გასული წელს თბილისში დემოკრატიული რეფორმების სერიოზული პროცესი დაიწყო. გატარდა საარჩევნო სისტემის და საარჩევნო კოდექსის რეფორმები, სახელმწიფოს მხრიდან გაიზარდა ოპოზიციური პარტიების დაფინანსება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად დაინიშნა სპეციალური უწყებათაშორისი კომისია, ხელმძღვანელობამ უზრუნველყო არჩევნებზე დიდი რაოდენობის დამკვირვებელთა მოზიდვა, ქვეყნის ისტორიაში პირველად ჩატარდა სატელევიზიო წინასაარჩევნო დებატები (როგორც ეს ახლახანს დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა) და C-Span-ის და BBC Parliament-ის მსგავსი სპეციალური საპარლამენტო არხი დააფუძნა.

 

ყველა ამ რეფორმის განხორციელებისთვის მთავრობამ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მოიზიდა, მოიწვია რა ისინი კონსულტანტების სახით. ოპოზიციის წევრები ისეთ ორგანიზაციებში შეიყვანა, რომლებიც რეფორმების განხორციელებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ზოგიერთები აცხადებენ, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში „ფერადი რევოლუციები“ მოკვდა, მხოლოდ იმის საფუძველზე რომ უკრაინაში „ნარინჯისფერი რევოლუციიდან“ ხუთი წლის შემდეგ მისი გმირი ვიქტორ იუშჩენკო პრეზიდენტის პოსტზე პრო-მოსკოვურმა ვიქტორ იანუკოვიჩმა შეცვალა.

 

30 მაისის არჩევნების დროს, სააკაშვილის მმართველმა პარტიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა: ხმების 55% თბილისის მერის პოსტზე მისმა კანდიდატმა გიგი უგულავამ მოიპოვა. ოპოზიციის წამყვან კანდიდატს ირაკლი ალასანიას მხარი ამომრჩევლების 20%-მა დაუჭირა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში მესამე ვადით ვერ დარჩება. ამიტომ 2013 წელს, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში ის მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ”ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც სათავეში ჩაუდგა „ვარდების რევოლუციას“, შვიდი წლის შემდეგაც საქართველოში ყველაზე პოპულარულ ძალად რჩება, 2008 წლის ომის მართვის გამო მისი მისამართით ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად.

 

მაგრამ ვიდრე „ვარდების რევოლუცია” საქართველოში აშკარად ცოცხალი და წარმატებულია, დღეს თბილისში ტრიუმფის აღნიშვნის დრო არ არის. შეშფოთების ერთ-ერთი მიზეზი, რაც ბოლოდროინდელი არჩევნების დროს გამომჟღავნდა, ქვეყანაში ძლიერი და ერთიანი ოპოზიციის არ არსებობაა. სააკაშვილმა თამაშის თანაბარი პირობების შექმნისთვის ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ის რაც მან ვერ შესძლო – დაქსასული ოპოზიციის პოპულარობის გაზრდაა. ეს თავად ოპოზიციის ლიდერების საქმეა, იგივე ალასანიასი რომელიც დასავლეთის აზრით, ნდობის თვალსაზრისით ყველაზე ღირსეული კანდიდატია. მან უნდა განაგრძოს პოლიტიკაზე და არა პიროვნებებზე საუბარი. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ის ჯანდაცვის რეფორმაზე, რამდენიმე საინტერესო ინიციატივით გამოვიდა. ის მარცხშიც სულგრძელი აღმოჩნდა, განაცხადა რა რომ არჩევნები „ნამდვილი“ იყო – „თბილისმა არჩევანი გააკეთა“.

 

დედაქალაქში შარშანდელი აქციები, რომლის დროსაც  პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდნენ მარცხით დასრულა. მაშინ დაახლოებით ცხრა დაქსაქსულ ოპოზიციურ პარტიას პოლიტიკური ბრძოლის წარმოების სხვა უნარები არ გააჩნდა. მადლობა ღმერთს, სიტუაცია იცვლება.

 

საქართველოში პოლიტიკური ცვლილებებისთვის ქუჩაში გამოსვლის ტრადიცია ყოველთვის ძლიერი იყო და წინა რეპრესიული რეჟიმების დროს ამგვარი პრაქტიკა ამართლებდა, მაგრამ ახლა ოპოზიციამ კონცენტრაცია საპარლამენტო და არა ქუჩის ბრძოლაზე უნდა გააკეთოს. ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი, რომელმაც პარლამენტში საკუთარ ადგილზე უარი განაცხადა, ამის გაცნობიერებას იწყებს და ეს შესანიშნავია.

 

პარლამენტი ადეკვატური და ყველაზე ეფექტური ფორუმია, რომელიც მოწიფულ დემოკრატიაში ცვლილებების განხორციელებისთვის არსებობს. ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2008 წელს არ შეუშინდნენ საქართველოში ჩამოსვლას, რათა ქართველ ხალხთან ერთად შეგებებოდნენ ამ მცირერიცხოვან ერზე რუსეთის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო თავდასხმას. ახლა მოსკოვს მიაჩნია, რომ დაიბრუნა უკრაინა და ნელ-ნელა იბრუნებს გავლენას და კონტროლს ენერგიით მდიდარ შუა აზიის ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებზე. რუსეთს სურს ეუთო-ს, როგორც დემოკრატიის, ადამიანის უფლებებსა და არჩევნების მიმდინარეობაზე ზედამხედველი ფორუმის საქმიანობა შეწყვიტოს.

 

საქართველოს განუხრელი მისწრაფება დამოუკიდებლობისკენ და მისი წარმატებები ევროპული დემოკრატიული ნორმების ათვისების გზაზე, რუსეთისთვის კვლავ დაბრკოლებაა, რადგან ის მეფის რუსეთის იმპერიისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხებზე პატრონის მდგომარეობას ხელახლა იბრუნებს.

 

ამ არჩევნებმა ლონდონს, ვაშინგტონს და ბრიუსელს შეახსენა ის რომ მათ საქართველო არ უნდა დაივიწყონ, მიუხედავად იმისა რომ გადატვირთვის ყველა ღილაკზე ხელი იმ იმედითაა დაჭერილი, რომ კრემლი თავის საგარეო პოლიტიკაში ნულოვანი საწყისით თამაშის დაწყების ტენდენციას შეამცირებს.

 

დენის მაკშეინი – ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ”ლეიბორისტული პარტიიდან” და 2002–2005 წლებში ტონი ბლერის მთავრობის მინისტრი ევროპის საქმეებში.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქართველოს განუხრელი მისწრაფება დამოუკიდებლობისკენ და მისი წარმატებები ევროპული დემოკრატიული ნორმების ათვისების გზაზე,

აუ მომბეზრდა რა ტყუილები თუნდაც ევროპული . :what:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დენის მაკშეინი – ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ”ლეიბორისტული პარტიიდან” და 2002–2005 წლებში ტონი ბლერის მთავრობის მინისტრი ევროპის საქმეებში.

 

:givi: იქაური ლეიბორისტებიც მაგრად უქაქუნებენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...