planetanews Posted June 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2010 http://www.abc.net.au/reslib/201003/r527622_2974986.jpg“ლივერპულის” ყოფილი თავკაცი რაფაელ ბენიტესი მილანის “ინტერის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. როგორც “ინტერის” ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ესპანელმა სპეციალისტმა იტალიის ჩემპიონთან და ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გამარჯვებულთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ სახელდება. ბენიტესმა მილანელთა დამრიგებლის პოსტზე ჟოზე მაურინიო შეცვალა, რომელიც ცოტა ხნის წინ მადრიდის “რეალს” ჩაუდგა სათავეში. შეგახსენებთ, რომ 50 წლის ესპანელმა მწვრთნელმა “ლივერპულთან” კონტრაქტი, სეზონის დასრულების შემდეგ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. “ლივერპულში” გატარებული 6 წლის განმავლობაში ბენიტესმა გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა (2005), ევროპის სუპერთასი (2005) და ინგლისის ასოციაციის თასი (2006) მოიგო. მანამდე, მან “ვალენსიას” ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატში (2002, 2004) და უეფას თასზე (2004) გაამარჯვებინა. ინფორმაციის წყარო: punchng.com <p style="text-align: right;"> View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts