Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ”მე მზად ვარ”


Recommended Posts

http://b.pix.ge/v/hbq2c.jpg

 

პარასკევს რიო ფერდინანდმა მიიღო დაზიანება ამიტომაც სტივენ ჯერარდი მოირგებს კაპიტნის სამკლაურს

 

”ჩემთვის დიდი პატივია გავუძღვე წინ ინგლისის ნაკრებს რამდენიმე დღეში. როდესაც ფერდინანდის ტრამვაზე გავიგე შერეული ემოციები დამეუფლა”

 

”სამწუხაროა როდესაც რიოს ნაირი ფეხბურთელი გაკლდება , ის რათქმაუნდა დიდი დანაკლისია ნაკრებისთვის, ახლა კი მე მაქვს პატივი გავუძღვე ბიჭებს მოედანზე”

 

”დიდი პასუხისმგებლობაა და მე მას მოუთმენლად ველი”

 

მე არ შევიცვლები. მწვრთნელები ხედავენ როგორი კაპიტანი ვარ და მოწონთ როგორიც ვარ მოედანზე”

 

იგივეს გავაკეთებ რასაც ვაკეთებ ჩემი კლუბისთვის. ვფიქრობ ფეხბურთელები მაფასებენ და ამიტომაც გამოვიყენებ ჩემს კაპიტნობას მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად”

ინგლისელები ჯგუფ C ში პირველ თამაშს გამართავენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან კვირას საღამოს.

 

მან განაცხადა: ” ყველა ფეხბურთელი გაფრთხილებულია მწვრთნელის და სამწვრთნელო შტაბის მიერ თუ როგორი მნიშვნელოვანია განვეწყოთ პოზიტიურად და არ ჩავიდინოთ სისულელეები, მაგალითათ შევეკამათოთ მსაჯს და ა.შ”

 

”მსაჯების უნდა დავაფასოთ და არ უნდა მივმართოთ ცუდი ენით. თუ ამას მოვიმოქმედებთ დაზარალდება გუნდი”

 

ორშაბათს რუნის შეპასუხება მსაჯის მიმართ მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა

 

”ჯერჯერობით არაფერი არ ვიცით რუნის შესახებ. დაველოდოთ და გავიგებთ”

 

”იმედია რუნის ესმის რომ ის არის კარგი მოთამაშე და შესაბამისად მნიშვნელოვანი ფიგურა ინგლისის ნაკრებისთვის და არ გვინდა რომ იგი დავკარგოთ”

 

”რუნი ყოველთვის კარგად თამაშობს მაგრამ მას მძიმე ხასიათი აქვს. მან უნდა მომართოს თავისი ემოციები პოზიტივისკენ და არ შეეპასუხოს მსაჯებს”

 

თუ ინგლისი მოახერხებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ეს მათთვის პირველი თასი იქნება 1966 წლის შემდეგ

 

”მე ყოველთვის ვოცნებობდი ამეწია მსოფლიო ჩემპიონატის თასი” თქვა ჯერარდმა

 

”ძნელი იქნება ამის გაკეთება რადგანაც ბევრი ძლიერი ნაკრებია მაგრამ შემადგენლობის გადახედვის შემდეგ მაქვს დიდი იმედი რომ ეს მოხდება”

 

”ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერი გუნდია. კარგად უნდა ვითამაშოთ და დავანახოთ ყველას რისთვის ვართ ჩამოსულები და რა გვინდა”

 

მან დაამატა ”ჩვენ დიდი მხარდაჭერას ვგრძნობთ ინგლისიდან.  ჩვენ ვუყურეთ DVD_ს ავღანეთში მებრძოლი ჯარისკაცების შესახებ , რამაც მეტად განგვაწყო საბრძოლველად”

 

”ეხლა ჩვენ , ფეხბურთელებმა უნდა ვთქვათ ჩვენი სიტყვა’, ჩვენ მზად ვართ! ”

 

წყარო: liverpoolfc.tv

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...