Jump to content
Planeta.Ge

საკონსტიტუციო ცვლილებები


Recommended Posts

http://netgazeti.ge/GE/12/News/1730/

 

 

მიშა პრემიერობას უმიზნებს და კონსტიტუციას ცვლიან, პრემიერის უფლებამოსილების გასაძლიერებლად.მერე რუსეთს დასცინიან ეს დაუნები.

post-4206-026031800 1276188513_thumb.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 105
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

machkatela

როგორი კონსტიტუციის პროექტიც არ უნდა დაედოთ, იგივე შეფასებები ექნებოდა...   ამ ხელისუფლებსი სახლში გაშვებას, საყოველთაო სახალხო ნება თუ უშველის, სხვა დანარჩენი ვერაფერი...   მაშინ უნდა ჩაიწეროს კონსტი

lasha1997

რას გულისხმობ სამშობლოს უარყოფაში?     შენი ნალაპარაკებიდან გამოდის,რომ მშიერი უნდა დახოცო ოჯახი,მაგრამ სამშობლოში უნდა იცხოვრო არა? რა ჩემს ფეხებად მინდა ეგეთი სამშობლო,თუ არაფრის შანს არ მაძლევს ო

Saturn

babuagiorgi ცუდი ყოფილა არა იდიოტურ ბრალდებებს რომ გიყენებენ?     რაც შეეხება ემიგრანტებს, ჩემი აზრით ამ ხალხზე რამე ბრალდებების წაყენება უაზრობაა, რადგან ყველას თავისი ცხოვრების გზა აქვს და უფლება ა

Posted Images

ვანოს ადგილს სად ხედავთ?

 

 

იქ სადაც ეხლა არის და მართლა მე მისვამთ კითხვებს? :givi:

 

 

 

მიშა არ წავა არსად,ეს ორი წლის წინ ვთქვი და აი დასტურიც.კონსტიტუცია ტუალეტის ქაღალდივით გახდა და ვისაც არ ეზარება ისმევს ერთ ადგილში.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვანოს ადგილს სად ხედავთ?

სად არ ვიცი, მაგრამ რაზე - ეგ იასნია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

მიშა არ წავა არსად,ეს ორი წლის წინ ვთქვი და აი დასტურიც.კონსტიტუცია ტუალეტის ქაღალდივით გახდა და ვისაც არ ეზარება ისმევს ერთ ადგილში.

მეც ეგრე მგონია. კონსტიტუცია ჯერ ედიკაზე ეწყობოდა ახლა მიშაზე. ედიკა დაბერდა თორემ ისე ის იჯდებოდა, მაგრამ მემკვიდრეებს დაუთმო ადგილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც ეგრე მგონია. კონსტიტუცია ჯერ ედიკაზე ეწყობოდა ახლა მიშაზე. ედიკა დაბერდა თორემ ისე ის იჯდებოდა, მაგრამ მემკვიდრეებს დაუთმო ადგილი.

 

 

არ ექნება არანაირი პრობლემა პრემიერად რომ მოგვევლინოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ კონსტიტუცია არ კრძალავს რატომაც არა?

რა კანონი დაირღვევა

(კარდუ დამემართა)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ კონსტიტუცია არ კრძალავს რატომაც არა?

 

 

 

კი ეგრეც იქნება.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ჰო და დვახვევთ მაგ ნაჟღაბნს კონსტიტუცია რომ დაარქვეს და სინამდვლილეში "ანცების უფლება ტავისუფლებები" რომაა და გავუკეთებთ უკან..იქ...ზურგზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰო და დვახვევთ მაგ ნაჟღაბნს კონსტიტუცია რომ დაარქვეს და სინამდვლილეში "ანცების უფლება ტავისუფლებები" რომაა და გავუკეთებთ უკან..იქ...ზურგზე

 

 

ეგრე იმუქრება უკვე კარგა ხანია ოპოზიცია,მაგრამ.............. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თეა წულუკიანი - საკონსტიტუციო ცვლილებების ქართულ და ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ ინგლისურ ვერსიებს შორის სხვაობაა

10:39 09-06-2010

საკონსტიტუციო ცვლილებების ქართულ და ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ ინგლისურ ვერსიებს შორის სხვაობაა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.

როგორც წულიკიანმა აღნიშნა, საუბარია სახელმწიფო კომისიის მიერ 2010 წლის 11 მაისს დამტკიცებული საბაზისო ვარიანტის ქართულ ვერსიასა და ვენეციის კომისიისთვის მიწოდებულ ინგლისურ ვერსიას შორის სხვაობაზე.

"კერძოდ, კანონპროექტის ინგლისური ვერსიის მე-2 მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღე. ეს დებულება არ ფიგურირებს კომისიის მიერ დამტკიცებულ ქართულ ვერსიაში, რომელიც კომისიის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით მიეწოდა ქართულ საზოგადოებას", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული განსხვავება შეგნებულად არის დაშვებული ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის.

"როგორც ჩანს, საკონსტიტუციო კომისიასა და სახელმწიფოს სურთ, უმტკივნეულოდ განახორციელონ სასურველი საკონსტიტუციო ცვლილებები; განახორციელონ ისე, რომ ქართულმა საზოგადოებმა კონკრეტულად არ იცოდეს, ეს ცვლილება რა დროს მოხდება. ეს ააცილებს ხელისუფლებას ზედმეტ კითხვებს, კრიტიკას და პროტესტს. როცა საზოგადოება გაიგებს, რა მოხდა, განხორციელებული იქნება ყველა ცვლილება და სასურველი გადაადგილებებიც, მაგალითად - დღევანდელი პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად უმტკივნეულოდ მოგვევლინება", :givi: - განაცხადა წულიკიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ შეუსაბამობასთან დაკავშირებით "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, ავთანდილ დემეტრაშვილს. ირაკლი ალასანიამ მოითხოვა ოფიციალური განმარტება, თუ რატომ მიეწოდა ვენეციის კომისიას განსხვავებული ვარიანტი და რომელი კონკრეტული მოსაზრებებიდან გამომდინარე დაადგინა სახელმწიფო კომისიამ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღიდან უნდა შევიდეს ძალაში. წერილის ასლი გადაეგზავნა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელ ჯანი ბუკიკიოსაც.

თეა წულუკიანი 2000-2010 წლებში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შესულ საჩივრებზე მუშაობდა, სწავლობდა მათ საფუძვლიანობას, წერდა გადაწყვეტილებებსა და განჩინებებს. მისი დაწერილია გადაწყვეტილებები ისეთი ცნობილი საქმეების შესახებ, როგორებიც არის ასანიძის, ფანჯიკიძისა და ყურაშვილის, გორგილაძის საქმეები და ა.შ. 2007 წლიდან თეა წულუკიანი მუშაობდა საქმეზე - - "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ". "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატებში" წულუკიანი მაისში გაწევრიანდა.

 

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას არ გამორიცხავს :givi:

15:39 09-06-2010

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას არ გამორიცხავს , - ამის შესახებ საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, ვახტანგ ხმალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხმალაძის განცხადებით, არსებობს ერთადერთი მოდელი, რა შემთხვევაშიც მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი ვერ გახდება - ეს არის ამერიკული, ანუ საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელი.

"ნებისმიერი სხვა მოდელით, როგორც სააკაშვილს, ისე სხვა ნებისმიერს, შეუძლია გახდეს პრემიერ-მინისტრი. აც შეეხება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შექმნილი კონსტიტუციის საბაზისო პროექტის ქართულ და ინგლისურ ვერსიებს შორის განსხვავებას, ეს შეიძლება ტექნიკური შეცდომა ან მიზანმიმართული ნაბიჯიც იყოს", - აღნიშნა ხმალაძემ.

მისივე თქმით, საეჭვოა ის გარემოება, რომ ახალი კონსტიტუციის ამოქმედების თარიღად კონსტიტუციის საბაზისო პროექტის ინგლისურ ვერსიაში 2013 წელია დასახელებული, რაც ქართულ ვერსიაში არ წერია.

"ასევე, შევადარე და განსხვავებაა 79-ე, მე-80 და 81-ე მუხლების თარგმანშიც. ქართული ვერსიის მიხედვით, სინამდვილეში პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული ნორმები უცვლელი დარჩა და პრემიერი კვლავ ვალდებულია პრეზიდენტის წინაშე, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ პრეზიდენტი ემიჯნება მთავრობას", - განაცხადა ხმალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ქართულ ვერსიაში რომ 2013 წელი დაფიქსირებულიყო ახალი კონსტიტუციის ამოქმედების თარიღად, ქართულ საზოგადოებაში დიდ რეზონანსს გამოიწვევდა. სამაგიეროდ, ხმალაძის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს უცხოელებისთვის ამის თქმა არ მოერიდათ.

ამასთან, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია ეჭვქვეშ აყენებს იმ საკითხსაც, რომ ვენეციის კომისიამ კონსტიტუციის საბაზისო პროექტი მოიწონა.

ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგში, საქართველოსთან ერთად, სიტყვა დათმობილი აქვს მთელ რიგ ქვეყნებს.

"რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს შესახებ დამატებით მხოლოდ ის წერია, რომ კონსტიტუციის საბაზისო პროექტის თაობაზე მოხსენება გააკეთა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილმა", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაო შეხვედრა ვენეციის კომისიამ 4 ივნისს გამართა, 5 ივნისს კი გაიმართა კომისიის პლენარული სხდომა, სადაც კომისიის იუბილე აღინიშნა. შესაბამისად, ორ დღეში დადებითი დასკვნის გაკეთებას კონსტიტუციის პროექტის შესახებ ვენეციის კომისია ვერ შეძლებდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლენჩი რაზე ბლატაობს დაბა?

 

იმიტომ რომ ბლატავის უფლებას აძლევენ, ხო და გამოსდის ამ კააცს ეს და შეეკითხეთ თუ გინდათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...