FIORENTINO Posted August 18, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2008 ხიდის აფეთქების გამო ნავთობის ტრანზიტი შეჩერებულია ქალაქ კასპში ხიდის აფეთქების გამო, აზერბაიჯანმა ქართულ პორტებში ნავთობის გაგზავნა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" აზერბაიჯანის სახელმწიფო რკინიგზის სამმართველოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, საქართველოს შავი ზღვის პორტში აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების გადატანა ხიდის აფეთქების გამო ჯერ არ ხორციელდება. თბილისის დასავლეთიდან 45 კილომეტრის დაშორებით მდებარე ხიდის აფეთქების შესახებ ცნობილი 16 აგვისტოს გახდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარში რუსი სამხედროები დაადანაშაულა, თუმცა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ხიდის აფეთქებასთნ კავშირი კატეგორიულად უარყო. ხიდის აფეთქების გამო შეწყვეტილია სარკინიგზო კავშირი საქართველოსა და სომხეთს შორის. კასპის ხიდის აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა როდის აღდგება მოძრაობა, უცნობია. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.