lasha1997 Posted June 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2010 (edited) ირანს სანქციები დაადეს.რუსეთი მტრების სიაში ჩაწერეს ირანელებმა და ეხლა აქაურმა ჟურნალისტმა აი თავზე დააჯვა მაქაურ ჟურნალისტ,რომელიც ამართლებდა ირანთან ურთიერთობას და იმიზეზებდა,საზამთროებით და პომიდორებით ვაჭრობას ირანთან. После принятия новых санкций против Ирана в стране зазвучали призывы "Смерть России!" http://newsru.com/world/10jun2010/iran_russia.html ვაშინგტონმა გააკეთა განცხადება,რომ აკვირდება საქართველოს და ირანს შორის ურთიერთობას.გაგვიჩალიჩებს მეთქი ეს ყვარყვარე და არ მიჯერებდით. Edited June 10, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted June 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2010 ირანს სანქციები დაადეს.რუსეთი მტრების სიაში ჩაწერეს ირანელებმა და ეხლა აქაურმა ჟურნალისტმა აი თავზე დააჯვა მაქაურ ჟურნალისტ,რომელიც ამართლებდა ირანთან ურთიერთობას და იმიზეზებდა,საზამთროებით და პომიდორებით ვაჭრობას ირანთან. რავი რუსებმა იარაღით ვაჭორობას ირანთან საფრთხე არ ემუქრებაო.უფრო კონკრეტულად აქამდე არსებულ ხელშეკრულებასო. დიდბეა ერთმორწმუნე ირანს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2010 ირანს სანქციები დაადეს.არ გადაუღუნონ აჰმადინეჯან ფორევა ამერიკის დასამარების დღეს სანამ არ აღვნიშნავ, არ წავალ ჯოჯოხეთში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2010 (edited) ამერიკის დასამარების დღეს სანამ არ აღვნიშნავ, არ წავალ ჯოჯოხეთში არ აპირებ სიკვდილს საერთოდ? Edited June 10, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2010 სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა ირანთან.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2010 სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა ირანთან.... ვაშინგტონმა თითი დაგვიქნია უკვე.ლინკი არა მაქვს,მაგრამ აქაურმა ჟურნალისტმა სთქვა რადიოში დღეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2010 ინტერვიუ – საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთში – ორი დღით ადრე რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ჩამოსვლამდე – ნიკოლა სარკოზის, ფრანსუა ფიიონს და ბერნარ კუშნერს ხვდება. ორშაბათს მან 20minutes.fr-ს ინტერვიუ მისცასაფრანგეთი რუსეთისთვის ფრანგული ხომალდის „მისტრალის“ მიყიდვას აპირებს. საქართველომ ამ საკითხზე თავისი უარყოფითი დამოკიდებულება უკვე გამოსთქვა. იმ მხარდაჭერის შემდეგ, რაც თქვენ ნიკოლა სარკოზიმ 2008 წლის ზაფხულში რუსეთთან ომის დროს აღმოგიჩინათ, ხომ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ საფრანგეთმა მხარდაჭერა მოადუნა? - ჩვენ რა თქმა უნდა „მისტრალის“ გაყიდვის ფაქტით აღელვებულები ვართ. რუსები, რომლებიც უარს ამბობენ სამშვიდობო შეთანხმების შესრულებაზე, ამბიციებს არასდროს მალავდნენ. მათი თქმით, 2008 წლის ომის დროს ”მისტრალი” რომ ჰქონოდათ საქართველოში ინტერვენციას 48 საათის ნაცვლად 40 წუთში დაასრულებდნენ. ამგვარად, ჩვენ „მისტრალისგან“ თავდაცვის არანაირი შესაძლებლობა არა გვაქვს, თუმცა საფრანგეთი განაგრძობს რუსეთზე ზეწოლას, რომ ამ უკანასკნელმა სამშვიდობო გეგმა შეასრულოს. შესაბამისად, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. საფრანგეთს საქართველოს მხარდაჭერა არასდროს შეუსუსტებია. ის რომ ჩემი ვიზიტი პუტინის ვიზიტამდე ორი დღით ადრეა ორგანიზებული საკმაოდ მკაფიო გზავნილია. ეს ასამარებს ჩვენი ქვეყნის იზოლაციისკენ მიმართულ რუსეთის ძალისხმევას. გასულ კვირას თქვენმა პარტიამ საქართველოს მუნიციპალურ არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ ეუთო-მ, რომელმაც ამ არჩევნებზე 200 დამკვირვებელი გამოგზავნა, „არსებითი დარღვევები“ ამხილა, მათ შორის ურნებში ბიულეტინების ჩაყრის ფაქტები, კანდიდატებისთვის „არათანაბარი“ პირობები სახელისუფლო პარტიის სასარგებლოდ. აღიარებთ ამ „დარღვევებს“? - დარღვევები ყველა საზოგადოებაში ხდება. დიახ, ხარვეზები იყო, მაგრამ ამ მხრივ ყველა რეგიონში თანაბარი სიტუაცია არ ყოფილა და შეიძლება არსებობდეს ისეთი რაიონები, სადაც მიუღებელი რამ მოხდა, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია და ამისთვის ჩვენი ხელისუფლება დასჯის დამნაშავეებს. ჩვენ ვართ რეჟიმის ტრანსფორმაციის პირობებში, რომ ეპოქიდან რომელშიც არჩევნები ყალბდებოდა, გარდავიქმნათ ევროპული დემოკრატიის საზოგადოებად. ეს რთული ეტაპია. თუმცა, მთელი მსოფლიო საუბრობს „აშკარა პროგრესზე“. თავად ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ არჩევნები „თავისუფალი და სამართლიანი“ იყო. ეუთო დრამატიზებას ახდენს. მან საკუთარი არსებობა უნდა გაამართლოს: თუკი ის არ ამხელს დარღვევებს, აზრს დაკარგავს… ჩვეულებრივ ეუთო-ს ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგისთვის არ იწვევენ, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ, რადგან მიგვაჩნია რომ იმის მიუხედავად, რომ ზოგჯერ ის სიტუაციას აბუქებს მაინც ძალიან სასარგებლოა. მარტის დასაწყისში, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავიდა ყალბი რეპორტაჟი, რომელმაც მაყურებელს რუსეთის ცრუ ინტერვენციის შესახებ აუწყა. „იმედს“ თქვენი ახლობელი მართავს. რეპორტაჟს სკანდალი მოჰყვა და უცხოეთში ის დაგმეს. იყავით თუ არა საქმის კურსში, რომ ეს გადაცემა უნდა გასულიყო? - მე ვიცოდი ეს ისევე, როგორც ამ არხის ყველა მაყურებელმა, რადგან გადაცემის ანონსი ორი კვირით ადრე გადიოდა. ასე, რომ განსაკუთრებული აქ არაფერი ყოფილა. თუმცა საქართველოში მას პანიკის ტალღა, დისკომფორტი მოჰყვა. - ეს იმან გამოიწვია, რომ ადამიანების 90%-ს ანონსი არ უნახავს. ეს ცუდად მომზადებული რეპორტაჟი იყო: საჭირო იყო ტიტრის მითითება, რომ გადაცემა ყალბი გახლდათ (გადაცემის დაწყებამდე მხოლოდ მოკლე გაფრთხილება გაკეთდა). მანამდე მე არაფერში ჩავრეულვარ, რადგან ეს პრეზიდენტის საქმე არ არის, ვიდრე გადაცემამ საზოგადოებრივ წესრიგს არ შეუქმნა საფრთხე რაც მართლაც მოხდა, მაგრამ ამის წინასწარ განსაზღვრა რთული გახლდათ, თუმცა შემდეგ რეაგირება აღარ მომიხდენია, რადგან ჩემთვის ბევრად უფრო სკანდალური რამ ის იყო, რომ იმავე ღამით რუსეთმა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% (სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონები, რომლებიც მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა) თავისი თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს მეორე ქალაქში ინტერვენციის სიმულაცია გამოაქვეყნა. ეს ჟურნალისტების თამაში აღარ იყო, არამედ რეალობა. ეს უარესია! და ამაზე არავის არ ჰქონდა რეაქცია, იმ დროს როდესაც მთელი მსოფლიო „იმედის“ რეპორტაჟს გმობდა… 22 მაისს საქართველო და ირანი ვიზების გაუქმებაზე და თეირანს და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენაზე შეთანხმდნენ. ბათუმში მალე ირანის საკონსულოც უნდა გაიხსნას. თქვენმა ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ მედიის, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის დარგში. რა მიზანს ემსახურება თქვენი ირანთან თანამშრომლობა? რატომ უახლოვდებით მას? - და რატომაც არა? საკონსულო ადამიანებს გადაადგილების შესაძლებლობას გაუმარტივებს. რაც შეეხება ვიზებს, ესეც ნორმალურია: ჩვენ თითქმის მეზობლები ვართ და თუკი ირანელი ტურისტები საქართველოში ჩამოვლენ, ეს კარგი იქნება, როგორც ირანისთვის, ასევე საქართველოსთვის და არამხოლოდ იმიტომ, რომ ირანელები აქ ფულს დახარჯავენ, (რაც სინამდვილეში ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია), არამედ იმის გამოც რომ ისინი ნახავენ ცხოვრების განსხვავებულ, უფრო თავისუფალ წესს. ორი კვირის წინ ჩვენ ირანელი ჟურნალისტები მოვიწვიეთ. ამით მე ძალიან ბედნიერი ვარ, იმის მიუხედავადაც კი თუ ისინი მთავრობის მიერ კონტროლირებად მედია-საშუალებას მიეკუთვნებიან. პოლიტიკურად, სამწუხაროდ არსებობს საერთაშორისო სიტუაციით გამოწვეული დისტანცია. ჩვენს ქვეყნებს შორის შედგა საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები. გვაქვს ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროები, კერძოდ კი ენერგეტიკის მიმართულება, მაგრამ თუკი ირანის წინააღმდეგ სანქციებს მიიღებენ, რა თქმა უნდა საქართველო მათ დაიცავს. მე მიკვირს, რომ ამდენი საუბარია ირანთან დაახლოვებაზე. სინამდვილეში ეს ჩვეულებრივი საქმეა. პრესაში, პრეზიდენტ აჰმადინეჯადის შესაძლო ვიზიტის შესახებაც ითქვა… - არ ვიცი ეს ცნობა საიდან მოიტანეს. მთავრობას ამის შესახებ არასდროს განუცხადებია. ეს ჩვენს დღის წესრიგში არ დგას. მე ვერაფერს ვიტყვი შემდგომი ვიზიტის შესახებ, რადგან ეს დიდწილად საერთაშორისო ფაქტორებზეა დამოკიდებული. ექსპერტების თქმით, საქართველოს ირანთან დაახლოვება სახიფათო თამაშია, მით უფრო იმ ფონზე როდესაც ირანი ბირთვული ენერგეტიკის და დემოკრატიის თვალსაზრისით საერთაშორისო შეშფოთების მთავარი საგანია, თქვენ კი ნატო-ში გაწევრიანება გსურთ… - ირანელი ტურისტების მოწვევაში სახიფათო არაფერია. ჩვენ პოლიტიკური დაახლოვებით არ ვართ დაკავებულები. კრიტიკა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ისმის სასაცილო და გაზვიადებულია. თქვენი რეპუტაცია ევროპაში შეილახა. დიპლომატები „შფოთიან“ ადამიანად გთვლიან და მიაჩნიათ, რომ თქვენს მიმართ არსებული ნდობის ნაწილი დაკარგეთ. ამ კრიტიკას იზიარებთ? - ყველა შემთხვევაში, მე საკუთარი ხალხის ნდობა არ დამიკარგავს, რადგან იქ ხმების 65% მაქვს. რა თქმა უნდა, ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ საქართველოს ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ საფრანგეთის აზრიც ასეთია. ზოგიერთებს ვძულვარ, ეს ნორმალურია, რადგან – პოლიტიკოსი ვარ, მაგრამ ბევრი ადამიანი მხარს გვიჭერს და მთავარი ეს არის. ზოგიერთები ჩვენს რეფორმებს აფასებენ. ბიზნესის მარტივად წარმოების მხრივ მსოფლიო ბანკმა თავის რეიტინგებში მე-11 ადგილი მოგვანიჭა. საერთაშორისო თანამეგობრობამ განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ. დაბალი გადასახადების მხრივ მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა ვართ. ჩვენ ღრმა ტრანსფორმაციას მივაღწიეთ და ბუნებრივია ეს რეაქციებს იწვევს. თქვენს პოლიტიკურ მომავალზე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც კენჭს უკვე ვეღარ იყრით, გაზეთ Le Monde-ს ამ კვირას განუცხადეთ – „მე ამ შესაძლებლობაზე (პრემიერ-მინისტრად გახდომაზე) მიფიქრია“. ზოგიერთებს ეშინიათ პუტინის სცენარის, რომელიც ორი ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენისთვის პრემიერ-მინისტრი გახდა. - არა, მე ვთქვი რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ მომავალზე მიფიქრია. ფრაზის დანარჩენი ნაწილი ფრჩხილებშია მოქცეული, რადგან მე ეს არ მითქვამს, თუმცა პრეზიდენტად კიდევ სამი წელი უნდა ვიმუშაო. ამიტომ ამ ფრაზაზე და მემკვიდრეობითობის თემაზე არ მსურს სპეკულაცია. რეფორმებზე კონცენტრაციაა საჭირო და პუტინის სცენარიც შეუძლებელია, რადგან საქართველო თავისუფალი ქვეყანაა. უკრაინის (ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის) პრეზიდენტი პრო-რუსი ვიქტორ იანუკოვიჩი, პარასკევს რუსეთის სურვილის საწინააღმდეგოდ სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის აღიარების წინააღმდეგ გამოვიდა. ეს თქვენთვის კარგი ამბავია? - მე ყოველთვის ვიცოდი, რომ უკრაინელები გიჟები არ იყვნენ. ისინი მიხვდნენ, რომ საზღვრების დაცვა აუცილებელია. ის რაც ჩვენ გვაერთიანებს – მე, ვიქტორ იანუკოვიჩს და ვიქტორ იუშჩენკოს (უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი) – არის ის, რომ ჩვენი მმართველობის დასაწყისში სამივე რუსეთთან დაახლოვებას შევეცადეთ, მაგრამ მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ჩვენ ვერ შევძელით შეთანხმება ქვეყანასთან, რომელიც არა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, არამედ ტერიტორიებად აღგვიქვამს. http://foreignpress.ge/?p=13374#more-13374 აჰა და ისიამოვნეთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2010 lasha1997- ირანელი ტურისტების მოწვევაში სახიფათო არაფერია. ჩვენ პოლიტიკური დაახლოვებით არ ვართ დაკავებულები. კრიტიკა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ისმის სასაცილო და გაზვიადებულია.სანაცვლოდ სტატუს ქვო მიიღო საქართველოში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2010 После принятия новых санкций против Ирана в стране зазвучали призывы "Смерть России!"არც ეხლა დაიჯერებთ რომ მოსკოვი ვაშინგტონის მარიონეტია? როგორც ვაშინგტონს/დასავლეთს აწყობს ისე მოქმედებს მოსკოვი და ირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღებაზე რუსეტს თანხმობა მხოლოდ არ მიუთითებს ამ ფაქტს.. მეორე საკითხია რომ მაინც და მაინც ცუდი არაფერია იმაში დასავლეთი რომ აკონტროლებს მოსკოვს, მაგრამ ცუდი ის არის საქართველო რომ ვერ ჩამოყალიბდა როგორც სახელმწიფო და არც თავად იცის რა უნდა ამ ცხოვრებაში და არც დასავლეთმა იცის რა უქნას გზააბნეულ საქართველოს.. შესაბამისად რუსეთმა ს კანცამი რომ გააპალაჩოს თბილისი არც მაგის წინააღმდეგები იქნებიან დასავლეთელი სტრატეგები.. ეს ინფორმაცია დეზერტად ბატონო.. http://rian.ru/economy/20100611/244909354.htmlСША готовят предложения по вступлению РФ в ВТО 01:09 11/06/2010 ВАШИНГТОН, 11 июн - РИА Новости, Денис Ворошилов, Мария Табак. США поддерживают вступление России во Всемирную торговую организацию (ВТО), несмотря на участие в Таможенном союзе, и готовят предложения по присоединению РФ к ВТО, заявил директор по делам России и Евроазиатского региона Совета национальной безопасности США Майкл Макфол. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2010 asdsარც ეხლა დაიჯერებთ რომ მოსკოვი ვაშინგტონის მარიონეტია? წეღან წავიკითხე სადღაც ლავროვის კომენტარი,რომ რუსეთი ისევ გააგრძელებს ატომური სადგურების მშენებლობას ირანშიო და ეგ „მტრობა“ ფარსია მხოლოდ.ეს ისე რომ იცოდე და ნუ ჩაიციკლები რუსეთის მარიონეტობაზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2010 lasha1997წეღან წავიკითხე სადღაც ლავროვის კომენტარი,რომ რუსეთი ისევ გააგრძელებს ატომური სადგურების მშენებლობას ირანშიო და ეგ „მტრობა“ ფარსია მხოლოდ.ეს ისე რომ იცოდე და ნუ ჩაიციკლები რუსეთის მარიონეტობაზე. რუსეთმა იმთავითვე იმიტმ დაიწყო იმ ატომური სადგურის მშენებლობა რომ დასავლეთს ირანის ბირთვულ პროგრამაზე ელაპარაკა და იასნასალაპარაკოს არ გამოულევს მოსკოვი დასავლეთს.. სადგური თუ არ აშენდა თავსთავად იხსნება არა ატომური პროგრამის საკითხი? ხოდა მშენებლობას გააგრძელებენ. რუსეთის მარიონეტობას რაც შეეხება და მართალი ხარ, სხვადასხვა თეორიებზე ვიცი დაწიკვლა და ვიდრე მართლა წონად არგუმენტს არ მივიღებ არ ვეშვები ხოლმე.. არანაირი კონტრარგუმენტი ჯერ ჯერობით ამ თემაზე არ მიმიღია..ნაჩიტ მოსკოვი მარიონტია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2010 არანაირი კონტრარგუმენტი ჯერ ჯერობით ამ თემაზე არ მიმიღია.. რაღა არგუმენტი გინდა და პუტინს ერთ ადგილზე ჰკიდია მთელი მსოფლიო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2010 lasha1997რაღა არგუმენტი გინდა და პუტინს ერთ ადგილზე ჰკიდია მთელი მსოფლიო. პუტინს შეიძლება ბევრი რამე კიდია, მაგრამ ეგ იმის საწინააღმდეგო არგუმენტად ვერ გამოდგება რასაც მე ვამბობ, ანუ ეგ იმას არ გამორიცხავს რომ საქმე სქმეზე რომ მიდგეს პუტინს დასავლეთი ერთი ადგილით არ/ვერ დაკიდებს ვაშინგტონის მონაა ეგ პუტინი, ისეთივე მონა როგორც სააკაშვილი, უბრალოდ საქართველოზე გაცილებით დიდი რესურსების ქვეყანას ბელადობს.. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შაქროII Posted June 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2010 ყველგან ანტიფაზაში როჰგორ ჯდება ეს სლე?1 მადლიანი არ გამოჩნდება რომ დააჭედოს ტყვია და დავისვენოთ?ალბათ არა იმიტომ რომ ეს იდიოტი ყველას აწყობს ამ ქვეყნის გარდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2010 შაქროIIყველგან ანტიფაზაში როჰგორ ჯდება ეს სლე?ამბობენ დასავლეთი დააშანტაჟა ამით და იმიტომ უგორებენ ეხლა კოჭსო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.