planetanews Posted June 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/kavkasia-300x214.pngჟურნალისტებმა ტელეკომპანია “კავკასიის” თანამშორომლებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ამ მიზნით დღეს ტელეკომპანიის შენობასთან მშვიდობიანი აქცია გაიმართა, რომელშიც ცნობილმა ჟურნალისტებმა ელისო ჩაფიძემ, ირაკლი მანაგაძემ, ირაკლი კორძაიამ, ლანა ბერიძემ, რომან ქევხიშვილმა, გიორგი ფუტკარაძემ და სხვებმა მიიღეს მონაწილეობა. “სოლიდარობა მინდა, გამოვხატო ტელეკომპანია “კავკასიის” მიმართ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მხრიდან განხორცილდება ზეწოლა ქართულ მედიაზე – ხელისუფლების, თუ ოპოზიის. ვფიქრობ, ჟურნალისტებმა ხმა უნდა ავიმაღლოთ და ყველანაირი ზეწოლა დავგმოთ. ეს არ არის განსაკუთრებული აქცია, უბრალოდ გვინდოდა, მკაფიოდ გამოგვეხატა, რომ ტელეკომპანია “კავკასია” მარტო არ არის. რაც შეეხება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც 7 მაისის ინციდენტის შემდეგ დააკავეს, ასეთი საკითხები ტელეკომაპანია “კავკასიაში” ნამდვილად არ წყდება და თუ ვინმეს სურს დაკავებულების უფლებების დაცვა, აქციები სასამართლოსთან უნდა გამართონ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გაზეთ “რეზონანსის” ჟურნალისტმა ელისო ჩაფიძემ. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/kavkasia1-300x182.jpgროგორც ცნობილია, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” 7 მაისის ინციდენტის შემდეგ მისი აქტივისტების დაკავებაში ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალურ დირექტორს ნინო ჯანგირაშვილს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მომხდარი “კავკასიის” მიერ ხელისუფლების დაკვეთით დადგმული სპექტაკლი იყო. თავად ნინო ჯანგირაშვილი, რომელიც დღევანდელ აქციას ესწრებოდა, კომენტარს არ აკეთებდა. “არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას იმ მართლმადიდებლების განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელისუფლებისგან პრემიებს იღებენ” – აღნიშნა მან. წყარო: სააგენტო პირWელი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts