planetanews Posted June 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/1275626103.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ “Georgian Times”-ის რედაქტორს მალხაზ გულაშვილსა და მის შვილს დავით გულაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />მოსამართლემ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გამომძიებლების შუამდგომლობა და არ გაიზიარა გულაშვილების დამცველის, შალვა ხაჭაპურიძის მოთხოვნა აღმკვეთი ღონისძიების არგამოყენებასთან დაკავშირებით. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> პროკურატურა შუამდგომლობისას უთითებდა, რომ გულაშვილებმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. მათ განიზრახეს რუსეთში ჩასვლა, საზღვრის უკანონო გადაკვეთა მაისის დასაწყისში ოკუპირებული ტერიტორიიდან მოხდა. ისინი ახალგორში დაბინავდნენ, რის შემდეგაც, ცხინვალის გავლით, უკანონოდ გადავიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით კი, პროკურატურის მხრიდან არ არის შესწავლილი ის ფაქტი, თუ რას უკავშირდებოდა გულაშვილების მიერ საზღვრის გადაკვეთა და არანაირი მტკიცებულება მათ მიმართ აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საზღვარი საბაჟოების გვერდის ავლით გადაკვეთილი აქვს მილიონნახევარ ადამიანს, თუმცა ისინი პასუხისგებაში არ არიან მიცემულნი. მისივე განმარტებით, საზღვრის გადაკვეთა პირველ შემთხვევაში ითვალისწინებს ჯარიმას და პროკურატურამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული დარღვევა არ არის საზღვრის გადაკვეთა. უკვე 5 წელია, რაც საზღვრის გადაკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიაში გადის და შესაბამისად, ეს მუხლი ჯარიმას არ ითვალისწინებს. IPN Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts