planetanews Posted June 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/new_york_times.jpg საბრინა თავერნაიზი სტამბოლი – სამშაბათს, რუსეთის, თურქეთის და ირანის ლიდერები სტამბოლში უსაფრთხოების სამიტზე შეიკრიბნენ, რითაც საკუთარი რეგიონალური სიძლიერის დემონსტრირება მოახდინეს. ეს ფაქტი ერთგვარი ტესტი უნდა გახდეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომლის ინიციატივითაც ამ სამიტის მეორე დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ირანის ბირთვული პროგრამის გამო თეირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების განხილვა იგეგმება ეს უკვე ამ ტიპის მესამე შეხვედრაა რეგიონალურ ლიდერებს შორის. სამიტი აზიაში თანამშრომლობის და უსაფრთხოების განმტკიცებას ეძღვნება. შეხვედრაზე გამოსვლისას ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა აღნიშნა, რომ გასულ თვეში თურქეთის და ბრაზილიის შუამავლობით გაფორმებული ბირთვული შეთანხმება კარგი შანსია და მას მხარი სხვა ქვეყნებმაც დაუჭირეს. „ჩვენ მსოფლიო არენაზე ძლიერი მხარდაჭერის მოწმენი გავხდით“ – განაცხადა მან, თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anatolian News Agency-ის ცნობით, „ეს არის ხმა, რომელიც ყველას გულიდან მოდის“. აჰმადინეჯადმა ასევე დემონსტრაციული პოზიცია დაიკავა შეერთებული შტატების მიმართ. „თუკი შეერთებული შტატები და მათი მოკავშირეები ფიქრობენ, რომ ჯერ ხელში სანქციების ხელკეტის დაკავება, შემდეგ კი ჩვენთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა შეუძლიათ, ისინი სერიოზულად ცდებიან“ – განაცხადა მან პრეს-კონფერენციაზე, იუწყება ირანის სახელმწიფო თანამგზავრული ტელეარხი Press TV. ევროპელი და ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სანქციებზე კენჭისყრა შეიძლება ოთხშაბათსაც გაიმართოს. აჰმადინეჯადის თქმით, ირანი აღარ გაიმეორებს თავის ამასწინანდელ წინადადებას გამდიდრებისთვის ურანის მარაგების ნაწილის საზღვარგარეთ გაგზავნაზე. შეთანხმება რომელსაც მხარი ბრაზილიამ და თურქეთმა დაუჭირეს მიზნად ისახავდა ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში ჩიხიდან გამოსავლის პოვნას. „თეირანის დეკლარაციამ შეერთებული შტატების მთავრობას და მათ მოკავშირეებს შესაძლებლობა გაუჩინა. ჩვენ იმედი გვქონდა და დღესაც ვიმედოვნებთ, რომ ისინი ამ შესაძლებლობას სათანადოდ გამოიყენებენ“ – სთქვა აჰმადინეჯადმა – „მე მინდა განვაცხადო, რომ მსგავსი შესაძლებლობები არ მეორდება“. მან დასძინა – „ჩვენ ვფიქრობდით, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკულ პოლიტიკაში არსებით ცვლილებებს განახორციელებდა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს იმედი დავკარგეთ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მას დარჩენილ დროში მოუწევს შექმნილ პირობებთან შეგუება. სამართლიანობის და პატივისცემის ფარგლებში ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ“. შეერთებული შტატები ამტკიცებს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს, მაშინ როდესაც თეირანი აცხადებს რომ მისი ბირთვული პროგრამა სამშვიდობოა. გასულ თვეში თურქეთის და ბრაზილიის დახმარებით მიღწეული შეთანხმება, ნაწილობრივ ირანის მისამართით მანამდე შეთავაზებულ წინადადებას ეფუძნებოდა, რომელსაც მხარი გაერო-მაც დაუჭირა. ის თეირანის მიერ 1 200 კილოგრამი დაბალგამდიდრებული ურანის საზღვარგარეთ გაგზავნას გულისხმობდა კვლევითი სამედიცინო რეაქტორის სპეციალური საწვავის სანაცლოდ. მაგრამ ამ შეთანხმებამ შეერთებული შტატები განარისხა. ვაშინგტონი ცდილობს უშიშროების საბჭოს დანარჩენი წევრები, მათ შორის ჩინეთი და რუსეთი, უფრო მკაცრი სანქციების მხარდაჭერაზე დაითანხმოს. სამშაბათს, აჰმადინეჯადი რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს ცალკე უნდა შეხვედროდა, რამაც როგორც სჩანს შეერთებული შტატების შეშფოთება გამოიწვია, რომელმაც მიმდინარე თვეში სანქციებთან დაკავშირებით, როგორც რუსეთის ასევე ჩინეთისგან მხარდაჭერის პირობა მიიღო. კონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ სანქციები არ უნდა გასცდეს ზომიერების ფარგლებს, თუმცა გარკვევით მაინც არაფერი უთქვამს იმის შესახებ, შეიცვლის თუ არა რუსეთი პოზიციას კენჭისყრასთან დაკავშირებით. მან ირანის ბირთვულ პროგრამას მშვიდობიანი უწოდა, რასაც ვაშინგტონი არ ეთანხმება. „ჩვენ არა ვართ იმ აზრის, რომ ეს რეზოლუციები ზღვარგადასული უნდა იყოს და ირანი და ირანის ხელმძღვანელობა და მით უფრო ირანელი ხალხი რთულ მდგომარეობაში უნდა ჩააგდოს“ – განაცხადა პუტინმა. ამ ისედაც რთულ რეგიონში, სადაც სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ისეთი რეგიონალური სახელმწიფოები, როგორებიც არიან ირანი და თურქეთი (ნატო-ს წევრი ქვეყანა), კონფერენციას ძალთა გადანაწილების საქმეში ცვლილების გაძლიერება მოჰყვა. თურქეთი, რომელსაც მის ძველ მოკავშირე ისრაელთან ურთიერთობები უფუჭდება, ბალკანეთში, კავკასიასა და ახლო- აღმოსავლეთში შუამავლის როლში გამოდის. ის ახალ ბევრად უფრო აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს, რომელსაც ზოგჯერ ვაშინგტონთან, მის უახლოეს დიპლომატიურ და სამხედრო პარტნიორთან წინააღმდეგობა მოსდევს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts