Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “წითლები მუნდიალზე” 3 – ჰოლანდია


Recommended Posts

http://s004.radikal.ru/i208/1006/74/15c591e3e192.jpg

 

მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთი ფავორიტი ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც ლივერპულის ორი თავდამსხმელი თამაშობს…

 

ჰოლანდიის ნაკრებში მერსესაიდელებიდან რაიან ბაბელი და დირკ კიუიტი არიან გამოძახებულნი. ფორვარდები, რომელთაც თამაში თავდამსხმელის პოზიციაზეც შეუძლიათ და ფლანგის ნახევარმცველებადაც…

 

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები:

 

ჰოლანდიელები ფიფას რეიტინგში ამჟამად მეოთხე ადგილზე არიან.  მსოფლიო ჩემპიონატზე მათი საუკეთესო მიღწევა ორჯერ ფინალში გასვლაა. ეს მათი 1974 და 78 წლებში მოახერხეს, თუმცა ჩემპიონის ტიტული ჯერ არ მოუპოვებიათ. ევროპის ჩემპიონატი კი მხოლოდ ერთხელ, 1988 წელს მოიგეს. ჰოლანდიელებს გასულ ევროპის ჩემპიონატზე “სიკვდილის ჯგუფი” შეხვდათ. ისინი იტალიასთან, საფრანგეთთან და რუმინეთთან ერთად მოხვდნენ. თუმცა საოცარი თამაში აჩვენეს და პირველივე მატჩებიდან ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტები გახდნენ. თუმცა მეოთხეფინალში მოულოდნელად დამარცხდნენ რუსეთის ნაკრებთან…. ჰოლანდიელებმა მუნდიალისთვის შესარჩევ ეტაპზე რეკორდი დაამყარეს და ისტორიაში პირველად აბსოლიტუარად ყველა შესარჩევი მატჩი მოიგეს. ფაქტიურად 100%იანი შედეგით გადალახეს ეს ეტაპი. მსოფლიო ჩემპიონატზე კი ჰოლანდიელები ჯგუფში  დანიასთან, კამერუნთან და იაპონიასთან მოხვდნენ. პირველი შეხვედრა დანიასთან 14 ივნისს გაიმართება…

 

http://blogs.eveningsun.com/sportingword/Ryan%20Babel.jpg

 

ლივერპულელები ჰოლანდიის ნაკრებში:

 

დირკ კიუიტისთვის ეს მუნდიალი რიგით მეორეა. მაინ 2006 წლის ჩემპიონატზეც დაიცვა ჰოლანდიის ღირსება და ევრო 2008-ზეც. მას სულ ნაკრებში 63 შეხვედრა აქვს ჩატარებული და საკუთარი გამოცდილებისა და ენერგიულობის ხარჯზე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოისაზრება.

 

ასევე მეორედ მიემგზავრება მუნდიალზე რაიან ბაბელიც, თუმცა 2006 წელს ტრამვის გამო მან მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. ევრო 2008 კი ასევე ტრამვის გამო გამოტოვა, მიუხედავად იმისა რომ განაცხადში შესული იყო…

 

არიენი რობენის ტრამვის გამო კიუიტს და ბაბელს მიეცათ შანსი თავი გამოიჩინონ ნაკრებში და დაამტკიცონ რომ ჰოლანდია იმსახურებს გახდეს მსოფლიო ჩემპიონი…

 

ერთად ვუგულშემატკივროთ ლივერპულის ჰოლანდიელ ფეხბურთელებს, დირკ კიუიტს და რაიან ბაბელს…

 

http://euro2008.worldcupblog.org/files/2008/06/trdv337484_53473_full-lnd.jpg

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...