planetanews Posted June 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/vertmpreni_puma-300x175.jpgკატასტროფებისა და ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველო ფრანგულ ავიაციას გამოიყენებს. დღეს პარიზში ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ქართული მხარე ფრანგულისგან კომპანია “ევრო კოპტერის” მიერ წარმოებულ “სუპერ პუმას” მოდელის 2 თანამედროვე ვერტმფრენს შეიძენს. ვერტმფრენები როგორც ტურისტებისა და ავადმყოფების ტრანსპორტირებისთვის, ასევე სამაშველო ოპერაციებისთვის გამოიყენება. როგორც საფრანგეთში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, “საქართველოს რუსული წარმოების ბევრი ძველი ვერტმფრენი ჰყავს, რომლითაც გადაადგილება უკვე საკმაოდ სახიფათოა, ამდენად მათი ჩანაცვლება ახლით აუცილებლობას წარმოადგენდა”. პრეზიდენტის ინფორმაციით, მომავალში ქართული მხარე უფრო მეტი მსგავსი ვერტმფრენის შეძენას გეგმავს. პირWელი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts