planetanews Posted June 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/download-8-300x209.pngთბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ მედია-ჰოლდინგ ჯორჯიან თაიმსის დირექტორს მალხაზ გულაშვილსა და მის ვაჟს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაუსწრებლად გაასამართლებს. როგორც პირWელს მალხაზ გულაშვილის მეუღლემ ნანა გაგუამ განუცხადა, გუშინ, გვიან ღამით მას თბილისის საქალაქო სასამართლოს ოქმი მიუტანეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მალხაზ და დავით გულაშვილებს საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 48 საათის განმავლობაში გაასამართლებენ. სასამართლო პროცესი ისე დაინიშნა, რომ მანამდე საქმის აღძრვის შესახებ არანაირი უწყება არ მოგვსვლია. პროცესი ხვალ საღამოს გაიმართება და მე მასზე დასწრებას პროტესტის ნიშნად არ ვაპირებ, – განაცხადა ნანა გაგუამ. მისივე ინფორმაციით, ბრალდება, რომელსაც მალხაზ და დავით გულაშვილებს უყენებენ, თავისუფლების 3-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. გულაშვილების ოჯახის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე დაიცავს. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts