Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- ირაკლი სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილმა სარკოზის მედვედევთან შეხვედრის შუამდგომლობით მიმართა


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/10/200904240208-300x251.jpgუსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთში ვიზიტის დროს ფრანგ კოლეგას ნიკოლა სარკოზის რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის შუამდგომლობით მიმართა.

 

“ცხადია, რომ ამ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა სამწუხაროდ, რაიმე სერიოზული მოლოდინებისა და შედეგების გარეშე. ნაწილობრივ ვიზიარებ იმ აზრს, რომ შეხვედრა უფრო მეტად შეხვედრის დასაფიქსირებლად შედგა, ვიდრე იმისთვის, რომ სარკოზი-მედვედევის შეთანხმებაში დაფიქსირებული ვალდებულებების შესრულების კუთხით ვითარება ადგილიდან დაიძრას”, – განუცხადა “პირWელს” ვიზიტის შეფასებისას სესიაშვილმა.

 

ამ კონტექსტში ექსპერტი სააკაშვილი-სარკოზის შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი ბრიფინგის არგამართვის ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით,  ეს შესაძლოა, იმის მანიშნებელი იყოს, რომ ამ შეხვედრაზე ვერანაირი პოზიტიური შედეგი ვერ იქნა მიღებული.

 

“ხელისუფლება სააკაშვილის ამ ვიზიტსაც, ტრადიციისამებრ, “წარმატებულად” აფასებს. თავად სააკაშვილი, ასევე ტრადიციულად, თავს იქებს და მორიგ “დიდ წარმატებებზე” საუბრობს, თუმცა თუ ზემოაღნიშნულ ფაქტს გავითვალისწინებთ, რეალურად ალბათ, არანაირ დიდ წარმატებას ამ შეხვედრის შედეგად ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი საქართველოს ხელისუფლებისთვის ქაჯეთის ციხედ არის შერაცხული, არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილმა სარკოზის მედვედევთან შეხვედრის შუამდგომლობით მიმართა”, – განუცხადა “პირWელს” სესიაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთს სამდღიანი ვიზიტით 7 ივნისს ეწვია.

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...