Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- სოზარ სუბარმა საზოგადოებას საკუთარი კონცეფცია გააცნო


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/ipn-opozicia-tbilisi-mariot-33e33f_big.jpg“ალიანსი საქართველოსთვის” ყოფილმა თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მისი კონცეფცია, სახელწოდებით: “ქართული იდეა, ანუ თვითმყოფადობა, პროგრესი და უსაფრთხოება” საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნო. სუბარის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებმა დაადასტურა, რომ ერთიანობის გარეშე ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლა შეუძლებელია, რეალური ერთობა კი, შესაძლებელია მაშინ, როდესაც გაერთიანების მონაწილეთა ხედვები ძირითად და პრინციპულ საკითხებში ერთმანეთს ემთხვევა. სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ ეს შეეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ ჯგუფებს, არამედ პირველ ყოვლისა, მოქალაქეებს, რომელთა ინტერესების ასახვაც პოლიტიკოსების მიზანი უნდა იყოს. ”ვფიქრობ, დადგა დრო, საზოგადოებამ მსჯელობა და ხედვების შეჯერება დაიწყოს” – განაცხადა ყოფილმა ომბუდსმენმა. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის მოსაგვარებლადაც. სოზარ სუბართან შეხვედრის მონაწილეთა შორის იყვნენ ძმები გაჩეჩილაძეები, ტელეკომპანია ”მაესტროს” ხელმძღვანელი ეროსი კიწმარიშვილი და ”ალიანსი საქართველოსთვის” ყოფილი წევრი კოკა გუნცაძე. დღევანდელი შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ სოზარ სუბარის “ქართული იდეის” გარშემო ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა შეიქმნება.

 

“რადიო თავისუფლება”

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...