Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “წითლები მუნდიალზე” 2 – ესპანეთი


Recommended Posts

http://www4.pictures.gi.zimbio.com/Spain+v+England+International+Friendly+vCAQ4tCvq0-l.jpg

 

მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთი ფავორიტი ნაკრები, სადაც ორი ლივერპულელი თამაშობს… ერთი ლიდერია, მეორე კი რეზერვი…

 

ესპაანეთის ეროვნულ ნაკრებში ენფილდიდან პეპე რეინა და ფერნანდო ტორესი არიან გამოძახებულნი. ლივერპულის მეკარე ესპანეთის მეორე გოლკიპერია. ძირითადში მის ადგილს იკერ კასილასი იკავებს. ფერნანდო ტორესი კი ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლება. მიუხედავად მისი ტრამვისა, ელ ნინიომ მოასწრო გამოჯანმრთელება და მსოფლიო ჩემპიონატამდე გამართულ ბოლო ამხანაგურ მატჩში გოლიც კი გაიტანა…

 

http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/03/17/article-0-08A339F6000005DC-450_468x286.jpg

 

ესპანეთის ეროვნული ნაკრები:

 

ამჟამად ესპანელ ხარებს ფიფას რეიტინგში მეორე ადგილი უკავიათ. რაც დიდწილად ევროპის ჩემპიონატის დამსახურებაა, რომელიც 208 წელს ესპანელებმა ტრიუმფით აიღეს. ეს მათი მეორე საერთაშორისო ტიტული იყო. ევროპის ჩემპიონები ისინი პირველად 1964 წელს გახდნენ. მსოფლიო ჩემპიონატზე კი მათი უდიდესი მიღწევა მეოთხე ადგილია და ისიც შორეულ 1950 წელს დაიმსახურეს. მას შემდეგ ესპანეთს ყოველთვის კარგი შემადგენლობა ყავდა და ყოველთვის ტურნირის ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ წარმატებას ვერასოდეს აღწევდა. თუმცა ალბათ ასეთი ძლიერი ნაკრები ჯერ არასდროს ყოლიათ პირენეელებს. ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფის შემდეგ ისინი მუნდიალის უმთავრესი ფავორიტები გახდნენ და გულშემატკივრების უმრავლესობა ჩემპიონობის ფსონს სწორედ მათზე ჩამოდის.

 

ესპანეთი მუნდიალზე ჯგუფში შვეიცარიასთან, ჰონდურასთან და ჩილესთან ერთად მოხვდა. პირველ მატჩს ესპანელები შვეიცარიასთან გამართავენ 16 ივნისს.  21 ივნისს - ჰონდურასთან, 25 ივნისს კი ჩილესთან.

 

http://images.icnetwork.co.uk/upl/dailypost/jun2009/5/9/pix-image-4-969942586.jpg

 

ლივერპულელები ესპანეთის ნაკრებში:

 

გასულ წელს ესპანეთის ნაკრებში 5 მერსესაიდელი ირიცხებოდა. ტორესის და რეინას გარდა ლივერპულის მხრიდან იყვნენ ჩაბი ალონსო, არბელოა და რიერა. ალონსო და არბელოა მადრიდის რეალში გადავიდნენ. რიერამ კი სეზონი ჩააგდო და შესაბამისად ნაკრებშიც ვერ მოხვდა.

 

ლივერპულის მეკარე ნაკრებში 23 ნომრიანი მაისურით ითამაშებს და თუ კასილასმა ტრამვა არ მიიღო შესაძლოა მხოლოდ ერთხელ შეძლოს თამაში და ისიც ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, როცა უკვე ყველაფერი გარკვებული იქნება. ო 2008-დ 1 ნ…

 

http://www.stevengerrard.net/images/david_villa_fernando_torres.jpg

 

ფერნანდო ტორესი კი ნაკრებშიც 9 ნომრით ითამაშებს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ბომბარდირი იქნება. ლივერპულში “ჩაგდებული” სეზონის შემდეგ ყველა მის მუნდიალზე გაბრწყინებას ელის.  ტორესისთვის ეს მეორე მუნდიალია. დავიდ ვილას და ელ ნინიოს დუეტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ამ წყვილზე იქნება დამოკიდებული ესპანეთის ჩემპიონობის საკითხი… ლივერპულის ფანებისთვის კი მთავარია დაირღვეს ტრადიცია და ფერნანდო გუნდს ნაკრებიდან ტრამვების გარეშე დაუბრუნდეს…

 

ერთად ვუგულშემატკივროთ ლივერპულის ესპანელ ფეხბურთელებს, პეპე რეინას და ფერნანდო ტორესს…

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...