planetanews Posted June 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2010 „ უმაღლეს სასწავლებლებში კლიმატის ცვლილების სასწავლო პროგრამის“ საერთაშორისო კონფერენცია დღეს იხურება.კონფერენცია შეერთებული შტატების სამოქალაქო კვლევისა და განვითარების ფონდის (GRDF) ორგანიზებით, მეცნიერებისა და გარემოს დაცვის ეროვნული საბჭოს (NCSE), საქართველოს კვლევებისა და განვითარების ფონდის და კლიმატის წიგნიერების და ცნობიერების ქსელის (CLEAN) მხარდაჭერით ტარდება.შეხვედრა მიზნად ისახავს უმაღლეს სასწავლებლებში კლიმატის ცვლილებების შესახებ სასწავლო პროგრამის დანერგვის მოსაზრებების გაზიარებას.სასწავლებლებში კლიმატის ცვილიების შესახებ სწავლება არის უნიკალური გამოწვევა, რადგან საკითხი ტრადიციულ აკადემიურ მიმართულებებს კვეთს და მოითხოვს ქიმიკოსების, ბიოლოგების, ფიზიკოსების, გეოგრაფების და სხვა სფეროების წარმომადგენლების ჩართვას.კონფერენციის ფარგლებში დედოფლისწყაროს რაიონში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეები კლიმატის ცვლილების გავლენის შედეგად დაზიანებულ ადგილებს მოინახულებენ.სასტუმრო „რედისონში“ სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ნინო თხილავამ 7 ივნისს გახსნეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts