Jump to content
Planeta.Ge

ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა


Recommended Posts

ამ თემის გახსნა იმ ფაქტორმა გადამაწყვეტინა, რომ ერასტი კიწმარიშვილი, სოზარ სუბარი, გაჩეჩილაძე და კიდევ ვიღაც პოლიტიკანები თუ პოლიტიკანთა განეცები ცდილობენ საკუთარ კოლაბორაციონისტულ და პრორუსულ პოლიტიკურ გაერთიანებებს ეროვნული მოძრაობა უწოდონ.

 

 

ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა აღდგა წლინახევრის წინ ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის სახით, რომლის ლიდერებიც არიან ირაკლი წერეთელი, გურამ გოგბაიძე, იასონ ფავლენიშვილი, დავით კოპალეიშვილი, გელა ჩორგოლაშვილი და ეროვნული მოძრაობის სხვა მონაწილენი. ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის უპირველეს იდეას წარმოადგენს საქართველოს სრული, უპირობო დეოკუპაცია. ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა სულ უფრო და უფრო ფართომასშტაბიან ხასიათს მიიღებს.

 

 

 

ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა წარმოადგენს განახლებულ ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობას, რომლის ლიდერებიც არიან ძველი ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები - ირაკლი წერეთელი, გურამ გოგბაიძე, იასონ ფავლენიშვილი, გელა ჩორგოლაშვილი, დავით კოპალეიშვილი

 

ჩვენი მოძრაობა - ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა არ ინტერესდება წარმავალი თემებით ( სოციალური საკითხები, თვითმმართველობის არჩევნები, საარჩევნო სიები, საარჩევნო კანონი და ასე შემდეგ. ეგ ყველაფერი ამ რუსეთუმე ოპოზიციისთვის ( მთელ ოპოზიციას არ ეხება რა თქმა უნდა ) და ხელისუფლებისთვის დაგვითმია ).

 

წარმავალ და წვრილმან საკითხებს ვუთმობთ მედროვე პოლიტიკანებს.

 

ჩვენ არ ვერევით შიდაპოლიტიკურ კინკლაობასა და თანამდებობების გულისთვის ბრძოლაში. ჩვენი მოძრაობა ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში განახორციელებს ხელისუფლების მიმართ ზეწოლას და აიძულებს ხელისუფლებას მოახდინოს უკიდურესი სამართლებრივი და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთის იმპერიის მიმართ საქართველოს დეოკუპაციის კუთხით მსოფლიო სამართლით შესაძლებელი ყველა წვრილმანი შესაბამისი პუნქტის გამოყენებით.

 

ჩვენი მოძრაობა მხოლოდ ეხება მარადიულ იდეალებს, ისეთებს როგოერიცაა საქართველოს ეროვნული თავისუფლება, ტერიტორიული მთლიანობა ( და ამ ორივე იდეალისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საქართველოს სრული, უპირობო დეოკუპაცია ), ეროვნული ძლევამოსილება, ერში ქართული მებრძოლი სულის გაღვივება. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო პოლიტიკური სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება როგორც მოკავშირეობა ორ ცალსახად თანასწორუფლებიან და სუვერენულ სახელმწიფოს შორის და ამ მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოში დროებით ( სანამ საქართველო ამ მოკავშირეობის საფუძველზე თავად გახდება ამ უახლესი სამხედრო ტექნიკის მფლობელი ) ამერიკის სამხედრო ჰაერსაწინაარმდეგო ტექნიკის, რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკის, საზღვაო ტექნიკის, საავიაციო ტექნიკის, სარაკეტო ტექნიკის განლაგება. ამერიკასთან მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოს უახლესი გამანადგურებელი სამხედრო ტექნიკით შეიარაღება და ქვეყნის გლობალური შეიარაღება იგივე ჰიპერმილიტარიზაცია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე საქართველოს სრული, უპირობო დეოკუპაცია და საქართველოს სრული ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაძევება ( ნებისმიერ ფასად ) და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის ეროვნული თავისუფლებისა და ძლევამოსილების განმტკიცება.

 

ჩვენი მოძრაობის მებრძოლად გახდომა შეუძლია ნებისმიერ ქართველს, უპარტიოსა თუ პარტიულს, რომელიც იზიარებს ჩვენს სულისკვეთებასა და იდეალებს.

 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველის თანადგომა.

 

 

დამატებითი ინფორმაციები შეგიძლიათ მიიღოთ და ასევე მოძრაობის ლიდერებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე :

 

 

822 54-55-60 ირაკლი წერეთელი;

822 37-51-36, 895 71-13-93 კონსტანტინე ჩოგოვაძე;

899 10-06-03 დავით კოპალეიშვილი;

895 36-93-83 გურამ გოგბაიძე;

893 30-44-51 ზურაბ ბარბაქაძე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

ამერიკასთან მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოს უახლესი გამანადგურებელი სამხედრო ტექნიკით შეიარაღება და ქვეყნის გლობალური შეიარაღება იგივე ჰიპერმილიტარიზაცია.

შამილ ბატონო,მეასეჯერ გეკითხებით, ამერიკელების აზრი თუ იცით ამის შესახებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

 

შამილ ბატონო,მეასეჯერ გეკითხებით, ამერიკელების აზრი თუ იცით ამის შესახებ.

თეთრ სახლთან, კონგრესთან და პენტაგონთან ინტენსიური მიმოწერა გვაქვს და რა თქმა უნდა ამ საკითხებზე. პასუხებიც მოგვსვლია და არც ერთ პასუხში არ ჩანს რომ გაკვირვებულები დარჩენილიყვნენ ამ შეთავაზებით და შორს დაეჭიროთ.

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ სპეკულიანტობენ ამ ,,ეროვნული განმანმაცვიფრებელი" მოძრაობით,

ჯერ ეს ადგილობრივი სისხლისმსმელები მოგვაშორონ და მერე გაიხედონ ღობის გადაღმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

"მიშა მაგარია?" რა აზრის ბრძანდებით ამ ხელიფლების შეუიარაღებელი დმახობის შესახებ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

"მიშა მაგარია?" რა აზრის ბრძანდებით ამ ხელიფლების შეუიარაღებელი დმახობის შესახებ?

სააკაშვილზე და მის ოპოზიციაზე დაახლოებით ერთი აზრის ვართ ( არ ვგულისხმობ ედეპეს, კოსტავას საზოგადოებას და სხვა ეროვნულ ძალებს ), ქვეყნისთვის მათი ხელისუფლებაში მოსვლით სასიკეთოდ არაფერი იცვლება, მაგრამ არც შავდება სააკაშვილის წასვლით, ასე რომ სულ ერთია ჩვენთვის სააკაშვილს დაამხობენ თუ არა მშვიდობიანი გზით, იმედს ვიტოვებთ რომ ხელსიუფლებასი მოსვლას ვერ შეძლებენ კაპიტულანტური, კოლაბორაციონისტული და პრორუსული ძალები და ჩვენ თუ შევამჩნევთ მსგავს ტენდენციას ყველანაირად შევეწინააღმდეგებით ამას ).

 

ჩვენ არ ვერევით შიდაპოლიტიკურ კინკლაობასა და თანამდებობების გულისთვის ბრძოლაში. ჩვენი მოძრაობა ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში განახორციელებს ხელისუფლების მიმართ ზეწოლას და აიძულებს ხელისუფლებას მოახდინოს უკიდურესი სამართლებრივი და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთის იმპერიის მიმართ საქართველოს დეოკუპაციის კუთხით მსოფლიო სამართლით შესაძლებელი ყველა წვრილმანი შესაბამისი პუნქტის გამოყენებით.

 

წარმავალ და წვრილმან საკითხებს ვუთმობთ მედროვე პოლიტიკანებს.

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

ჩვენ არ ვერევით შიდაპოლიტიკურ კინკლაობასა და თანამდებობების გულისთვის ბრძოლაში.

 

ხო და თუ არ ერევით როგორ გინდათ მიზანს მიაღწიოთ?

 

ეს ხელისუფლება არაა კაპიტულანტური, როდესაც სამ დღეში კაპიტულაცია გამოაცხადა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო და თუ არ ერევით როგორ გინდათ მიზანს მიაღწიოთ?

 

ეს ხელისუფლება არაა კაპიტულანტური, როდესაც სამ დღეში კაპიტულაცია გამოაცხადა?

ხოდა ეს ხელისუფლებაც კაპიტულანტური როა და ოპოზიციაც მაგიტომ არ ვერევით მათ შორის თანამდებობებისთვის კინკლაობაში.

 

ჩვენ თანამებრძოლთა საკმარისი რაოდენობის შემოკრების შემთხვევაში ხელისუფლებაში მოსვლის გარეშე ვაიძულებთ ნებისმიერ ხელისუფლებას გაატაროს ეროვნული, ანტირუსული, ანტისაოკუპაციო პოლიტიკა.

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

სააკაშვილზე და მის ოპოზიციაზე დაახლოებით ერთი აზრის ვართ ( არ ვგულისხმობ ედეპეს, კოსტავას საზოგადოებას და სხვა ეროვნულ ძალებს )

 

ეგ ედპ რომელი ეროვნული ედპეა? ქარდავასი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ არა დგას საკიტხი "ვის მხარეს დგეხარ კინკლაობაში"

როცა იტხოვ დეოკუპაციას ვის შტხოვ? რუსეტს? და თუ რუსეტს რატომ ხელიფლებას არა? ა თუ იცი რომ ეს ხელიფლება არ ვარგა მაშIნ რას ნისნავს "არ ვერევი?"

მსგავსი "არ ვერევის" გამო იყო გამსახურდია რომ შეცუნცულდა უზენაეს საბჭოში..იმიტომ რომ სხვები არ ჩაერიენ....

კოლაბორაციონისტები ყოველტვის მოიძებნება. გამოსავალი სამია:

1. ტავად ხდები კოლაბორაციონისტი და "კონსტრუქციულად ტანამშრომლობ" უზნეო ხელიფლებასტან.

2."კისერს უგრეხ" (პოლიტიკურად რასაკვირველია) კოლაბორაციონისტს.

3. "კისერს უგრეხ" (პოლიტიკურად რასაკვირველია) ხელიფლებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ არა დგას საკიტხი "ვის მხარეს დგეხარ კინკლაობაში"

როცა იტხოვ დეოკუპაციას ვის შტხოვ? რუსეტს? და თუ რუსეტს რატომ ხელიფლებას არა? ა თუ იცი რომ ეს ხელიფლება არ ვარგა მაშIნ რას ნისნავს "არ ვერევი?"

მსგავსი "არ ვერევის" გამო იყო გამსახურდია რომ შეცუნცულდა უზენაეს საბჭოში..იმიტომ რომ სხვები არ ჩაერიენ....

კოლაბორაციონისტები ყოველტვის მოიძებნება. გამოსავალი სამია:

1. ტავად ხდები კოლაბორაციონისტი და "კონსტრუქციულად ტანამშრომლობ" უზნეო ხელიფლებასტან.

2."კისერს უგრეხ" (პოლიტიკურად რასაკვირველია) კოლაბორაციონისტს.

3. "კისერს უგრეხ" (პოლიტიკურად რასაკვირველია) ხელიფლებას.

მოდი ასე გიპასუხებთ, ჩვენი მოძრაობა არ არის პოლიტიკური პარტია, საარცევნო ბლოკი ან ალიანსი და ჩვენას მოძრაობაში გაწევრიანება შეუძლია როგორც მმართველი პარტიის წევრს, ასევე ოპოზიციური პარტიის წევრს, ოღონდ უნდა იზიარებდეს მოძრაობის მთავარ ხაზს : 1. არანაირი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და ურთიერთობების მოგვარებაზე ფიქრი რუსეთთან საქართველოს სრულ უპირობო დეოკუპაციამდე !

2. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის გაფორმება და ამ მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოში ამეირკის სამხედრო კონტინგენტის შემოყვანა, სამხედრო სარაკეტო, ანტისარაკეტო, ჰაერსაწინააღმდეგო, საჰაერო, საზღვაო ტექნიკის განლაგება და საქართველოს ჰიპერმილიტარიზაცია.

 

ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი რესურსი იმის რომ ამ კაპიტულანტ ხელისუფლებას კისერი მოვუგრიხოთ და არც კაპიტულანტურ ოპოზიციასთან დავდგებით რომ მათ ჩვენი ძალისხმევა თავიანთი კაპიტულანტური და კოლაბორაციონისტული ზრახვებისთვის გამოიყენონ.

თუ გაიზრდება ჩვენს მოძრაობაში გაერთიანებული პარტიათა წევრების რაოდენობა, მაგ შემთხვევაში ჩვენი მოძრაობის შემადგენელი პარტიებმა ( ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, წმინდა ილია მართლის საზოგადოება - გურამ გოგბაიძე, გელა ჩორგოლაშვილი, სახალხო ფრონტი, აფხაზეთში რუსეთ საქართველოს ომის მონაწილეთა კავშირი - ზურაბ ბარბაქაძე, ქრისტიან დემოკრატიული პარტია - იასონ ფავლენიშვილი, დავით კოპალეიშვილი და სხვები ) შესაძლოა მოძრაობისგან დამოუკიდებლად აწარმოონ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით აქციები, მაგრამ მოძრაობის სახელით ეს გამორიცხულია !

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდება უფალს !

 

 

დიდება ქართველ ერს და მის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას !

 

 

საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის

 

საგანგებო განცხადება

 

საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის მონაწილენი ვხედავთ რეალურ საშიშროებას ბოროტი შეიარაღებული აგრესიის გაგრძელებსას, რუსეთის იმპერიის მხრიდან, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ბოლო 209 წლის მანძილზე არის ტრადიციული დამპყრობელი და აგრესორი სახელმწიფო. შევახსენებთ ცივილიზებულ კაცობრიობას რომ გასულ მე - 19 და მე - 20 საუკუნეებში რუსეთის იმპერიამ არაერთხელ წაართვა ქართველ ერს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მე - 19 საუკუნეში მეფის რუსეთმა ქართლ კახეთის, იმერეთის სამეფოთა და გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და აფხაზეთის სამთავროთა გაუქმებით სრულიად დაიპყრო დანაწევრებული, მაგრამ თავისუფალი საქართველო, მოსპო ქართული სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალურობა, აკრძალა ქართული ენა საერო სახელმწიფოებრივ ცხოვრებასა და საეკლესიო ღმრთისმსახურებაში; სისხლში ცეცხლითა და მახვილით ჩაახშო 1804 წლის მთიელთა, 1810 წლის იმერეთის, 1812 წლის კახეთის, 1819 წლის გურიის, 1820 წლის იმერეთის, 1856 წლის სამეგრელოს, 1859 წლის სვანეთის, და 1864 წლის აფხაზეთის აჯანყებები და ლიკვიდაციაჰყო 1802 და 1832 წლების განმანთავისუფლებელი ხასიათის შეთქმულებები.

 

მე - 20 საუკუნეში, 1921 წლის შეიარაღებული აგრესიითა და სამხედრო ინტერვენციით მოახდინა დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოს სრულმასშტაბიანი სამხედრო ოკუპაცია, შემდგომ ფაქტობრივი ანექსია, სისხლში ჩაახსო 20 - იანი წლების განმანტავისუფლებელი მოძრაობა, 1922 და 1924 წლების აჯანყებები და ოკუპირებულ და ანექსირებულ საქართველოში დამყარა ანტიდემოკრატიული, ტოტალიტარული მმართველობა და რეჟიმი, ნომინალური, ფიქტიური სუვერენიტეტითა და სახელმწიფო წესწყობილებით.

 

გასულ მე - 20 საუკუნეში, ქართველი ერის მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმეორებითი აღდგენის შემდგომ, რაშიც ლომის წვლილი შეიტანა 80 - იანი წლების დამლევის ეროვნულ განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ და 1989 წლის 9 აპრილის ჰეროიკული თავგანწირვის მისტერიამ.

რუსეთმა 1992-1993 წლებში კვლავ განახორციელა შეიარაღებული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და

მოახდინა აფხაზეთის უმეტესი ნაწილისა და შიდა ქართლის ჩრდილოეთის მხარის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია, რასაც მოჰყვა მრავალრიცხოვანი მსხვერპლი და უამრავი ლტოლვილი საკუთარ სამშობლოში.

 

ბოლოს რუსეთმა დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესია განახორციელა 2008 წლის აგვისტოში, ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციითა და ოკუპაციით, რასაც ცოცხალ მსხვერპლთან ერთად, შედეგად მოჰყვა დამატებითი მთელი რიგი ტერიტორიების მიტაცება ( ახალგორის რაიონი, მცირე ლიახვის და დიდი ლიახვის ხეობათა ქართული სოფლები, დალის ხეობა, კასპის რაიონის, გორის რაიონის, ქარელის რაიონის, წალენჯიხის რაიონის ე.წ. კონფლიქტის ზონებთან მიმდებარე ტერიტორიები ).

 

რუსეთის იმპერიის მხრიდან შეიარაღებული აგრესიის გაგრძელების საშიშროება არ მოხსნილა, აუცილებელზე აუცილებელია კონკრეტული და გადამჭრელი სამართლებრივი, პოლიტიკური და სტრატეგიული ღონისძიებების განხორციელება.

 

ამ საგანგებო განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, მივმართავთ მთელ ქართველ ერს და სრულიად საქართველოს, რათა უაღრესად კონკრეტული, მიზნებისა და მიმართულებების გარშემო მოხდეს ერთიანი ქართული დეოკუპაციის ფრონტის შექმნა, როგორც საყოველთაო თავისუფალი საზოგადოებრივ - პოლიტიკური მოძრაობისა!

 

ამ საგანგებო განცხადებით მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს ხელისუფლებას, რათა მათ გააღრმაონ და გააქტიურონ სახელმწიფოებრივი ძალისხმევა ხუთი კონკრეტული სტრატეგიული მიმართულებით:

 

1) გაერო-ში, ეუთო-ში, ევროპის საბჭოსა და ნატო-ში, აგრეთვე მსოფლიოს უკლებლივ ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს წინაშე გამოკვეთილი პრინციპულობითა და კატეგორიულობით დაისვას შესაბამისი სამართლებრივ - პოლიტიკური წესით, რუსეთისადმი შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი 1921 წლის, 1992-1993 წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული აგრესიების გამო და აგრეთვე საკითხი საქართველოს სრული, უპირობო და დაუყოვნებელი დეოკუპაციის შესახებ.

 

2) ორმხრივი, ქართულ ამერიკული ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის შესახებ და ამ მოკავშირეობის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნეს, რაც შეიძლება მაქსიმალურად ახლო მომავლისათვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების გახსნა, შესაბამისი სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო კონტინგენტების შემოყვანით, აგრეთვე საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, გემთსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ტავდაცვითი და სარაკეტო სისტემების განთავსებით.

 

3) საქართველოს სამხედრო აღმშენებლობაში და შეიარაღებაში დაიწყოს თვისობრივად ახალი ეტაპი, რომელიც გაითვალისწინებს და უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების აღჭურვას 21 - ე საუკუნის მარალტექნოლოგიური თავდაცვითი შეიარაღებით.

 

4) მაქსიმალურად გამკაცრდეს სახელმწიფო საზღვრების კონტროლი და დაცვა, უპირველეს ყოვლისა, საქართველო რუსეთის საზღვრის მთელ გაყოლებაზე, ლარსისა და დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტების გაუხსნელობით, მთათუშეთის, პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის, ფშავის, ხევის, მთიულეთის, თრუსოს ხეობის, ზემო და ქვემო რაჭის, ლეჩხუმის, ქვემო და ზემო სვანეთის სამხედრო გამაგრებებით.

 

5) მაქსიმალურად გამკაცრდეს საქართველოს კანონმდებლობა ეროვნული უშიშროების იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოებრივ ბრძოლას აგენტურული, რენეგატული, კოლაბორაციონისტული ძალების წინააღმდეგ.

 

ამ საგანგებო განცხადებით მივმართავთ უშუალოდ აშშ-ს პრეზიდენტს, აშშ-ს ადმინისტრაციას, აშშ-ს კონგრესის ორივე პალატას, სენატსა და წარმომადგენელთა პალატას, რათა მაქსიმალურად დაჩქარდეს ორმხრივი, ქართულ ამერიკული ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის შესახებ და ამ მოკავშირეობის საფუძველზე, საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზების გახსნა, შესაბამისი ზემოთქმული სამხედრო კონტინგენტების შემოყვანითა და თავდაცვითი, სამხედრო სისტემების განთავსებით.

 

და ბოლოს, მოვუწოდებთ ქართველ ერს, სრულიად საქართველოს, მსოფლიო ყველა კეთილი ნების ადამიანს, ყველა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას, აქტიური, ენერგიული და ქმედითი თანადგომა აღმოუჩინონ საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობას.

 

ყოვლადძლიერი უზენაესი უფალი ღმერთი ფარავდეს, წყალობდეს და მეოხჰყოფდეს ყველა ქართველსა და საქართველოს ეროვნული თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ძლევამოსილებისთვის წმიდათაწმიდა ბრძოლაში !

 

 

საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის სახელით

 

 

ირაკლი წერეთელი

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თეთრ სახლთან, კონგრესთან და პენტაგონთან ინტენსიური მიმოწერა გვაქვს და რა თქმა უნდა ამ საკითხებზე. პასუხებიც მოგვსვლია და არც ერთ პასუხში არ ჩანს რომ გაკვირვებულები დარჩენილიყვნენ ამ შეთავაზებით და შორს დაეჭიროთ

მაგ მიმოწერის ნაკლებად საიდუმლო ნაწილის გამოქვეყნება არ შეგიძლია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგ მიმოწერის ნაკლებად საიდუმლო ნაწილის გამოქვეყნება არ შეგიძლია?

საიდუმლო და დასამალი არაფერია და ცოტა ხანში გამოვაქვეყნებ.

 

ისე კი ძირითადად ამას ეხება მიმოწერა :

 

" გაერო-ში, ეუთო-ში, ევროპის საბჭოსა და ნატო-ში, აგრეთვე მსოფლიოს უკლებლივ ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს წინაშე გამოკვეთილი პრინციპულობითა და კატეგორიულობით დაისვას შესაბამისი სამართლებრივ - პოლიტიკური წესით, რუსეთისადმი შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი 1921 წლის, 1992-1993 წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული აგრესიების გამო და აგრეთვე საკითხი საქართველოს სრული, უპირობო და დაუყოვნებელი დეოკუპაციის შესახებ.

 

 

ორმხრივი, ქართულ ამერიკული ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის შესახებ და ამ მოკავშირეობის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნეს, რაც შეიძლება მაქსიმალურად ახლო მომავლისათვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების გახსნა, შესაბამისი სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო კონტინგენტების შემოყვანით, აგრეთვე საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, გემთსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ტავდაცვითი და სარაკეტო სისტემების განთავსებით.

 

საქართველოს სამხედრო აღმშენებლობაში და შეიარაღებაში დაიწყოს თვისობრივად ახალი ეტაპი, რომელიც გაითვალისწინებს და უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების აღჭურვას 21 - ე საუკუნის მარალტექნოლოგიური თავდაცვითი შეიარაღებით.

 

ამ საგანგებო განცხადებით მივმართავთ უშუალოდ აშშ-ს პრეზიდენტს, აშშ-ს ადმინისტრაციას, აშშ-ს კონგრესის ორივე პალატას, სენატსა და წარმომადგენელთა პალატას, რათა მაქსიმალურად დაჩქარდეს ორმხრივი, ქართულ ამერიკული ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის შესახებ და ამ მოკავშირეობის საფუძველზე, საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზების გახსნა, შესაბამისი ზემოთქმული სამხედრო კონტინგენტების შემოყვანითა და თავდაცვითი, სამხედრო სისტემების განთავსებით ".

 

ხედავთ ამაში რაიმე მიუღებელს ?????????

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...