planetanews Posted June 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/osuri-pasporti_big-300x189.jpgცხინვალის რეჟიმმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტების გაცემა განაახლა. ამის შესახებ სააგენტო “რესი” იუწყება. დე ფაქტო შსს-ს საპასპორტო მაგიდის უფროსის, სერგეი მარგიევის განცხადებით, პასპორტების მიღება შეუძლია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყველა მოქალაქეს, კენონმდებლობის შესაბამისად. ”პასპორტების გაცემა ბლანკების უქონლობის გამო იყო შეწყვეტილი”, – განაცხადა მარგიევმა. მისივე განმარტებით, თუ ადრე პასპორტებს უფასოდ გასცემდნენ, ამიერიდან მოქალაქეებს გადასახადის გადახდა მოუწევთ, რადგან პასპორტები რუსეთში მზადდება. კერძოდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი 620 რუბლი, დაახლოებით 40 ლარი ეღირება. პასპორტების გამოცვლა 20 და 45 წლის ასაკამდე მიღწევის შემდეგ აუცილებელია. დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტების გაცემა 2006 წელს დაიწყო. IPN Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts