დაჩი Posted January 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2012 (edited) საქართველოში ფარული სამოქალაქო ომია http://4.bp.blogspot.com/-kGvn5Fg5M-I/Tq1AvTK3UcI/AAAAAAAAFUo/hKbqt_5YyAU/s200/davit+tarxan-mouravi.jpgდავით თარხან -მოურავი – თუ ქვეყანაში 20 000-ზე მეტი პატიმარია, ევროპელები თვლიან, რომ ქვეყანაში ფარული სამოქალაქო ომია, საქართველოში კი, სინამდვილეში 48 000 პატიმარია „წინააღმდეგობის მოძრაობის“ თავმჯდომარის დავით თარხან-მოურავის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლებმა იციან, რომ საქართველოს ხელისუფლება ხალხს უდანაშაულოდ, ფულის გამოძალვის მიზნით ან პოლიტიკური ნიშნით იჭერს. როგორც დავით თარხან-მოურავმა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, ქვეყანაში, სადაც დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანია, პატიმრების რაოდენობა 5 000 კაცს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოში კი, სინამდვილეში 48 000 პატიმარია. „თუ ქვეყანაში 10 000 პატიმარია, ევროპელები თვლიან რომ ქვეყანაში დამნაშავეობა ყვავის. როცა პატიმრების რაოდენობა 20 000 აჭარბებს, თვლიან რომ ქვეყანაში ფარული სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ჩვენი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას ებრძვის. ევროკომისიის წარმომადგენლები დიპლომატიური ენით საუბრობენ, მაგრამ მათი დამოკიდებულება უკვე გამოიკვეთა – საქართველოს ხელისუფლებასთან საუბარი ძალიან რთულია“,- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა. „წინააღმდეგობის მოძრაობისა“ და „ობიექტივის“ ხელმძღვანელები ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს კომისარს კეტრინ ეშტონს, მის მოადგილეს ჯონ ქჯაევს და პელე ენერსონს, რომელიც უშუალოდ საქართველოს საკითხებს კურირებს, ბრიუსელში 19 იანვარს შეხვდნენ და საქართველოში პატიმრების მდგომარეობასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ცნობები მიაწოდეს. წყარო ობიექტივი.ნეთ Edited January 22, 2012 by დაჩი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted February 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2012 ნაც-პოლიციის მხეცური ბუნება დარბევაშიც ვლინდება16.06.2009 http://1.bp.blogspot.com/-jAXUzppWlZw/ToIWqrIGU1I/AAAAAAAAFGI/90K2Z-jADqk/s200/inashvili_irma_572088322.jpgირმა ინაშვილი თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი მხეცური დარბევისას, ჟურნალისტთა კავშირ ”ობიექტივის” ხელმღვანელი ირმა ინაშვილიც დაშავდა, რომელსაც პრესა.გე შეხვდა და მომხდარის შესახებ ესაუბრა.ირმა ინაშვილს მარჯვენა ხელის მყესი აქვს დაზიანებული. ნიკაპთან და კისერზე კი ე.წ. კასტეტისა და რეზინის ხელკეტის ნაკვალევი ამჩნევია. ირმა ინაშვილი: ”მიმდინარე მოვლენებზე დოკუმენტურ ფილმს ვიღებთ, რომლის რეჟისორი და ოპერატორი მალხაზ ვარშანიძეა. ჩვენ 15 ივნისს, სამმართველოს შენობასთან სხვადასხვა ადგილზე გადანაწილებული ვიყავით - ”ობიექტივის” 3 კამერა მუშაობდა და სამივე განადგურებულია”. – ”უშუალოდ სამმართველოს შესასვლელ კართან ვმუშაობდი - სამმართველოს ეზოში შეკრებილი პოლიციელების სახეებს ვიღებდი. სიცრუეა შსს-ს განცხადება, რომ თითქოს აქციის მონაწილეებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. პოლიციამ მშვიდობიანი აქციის დარბევა არაადამიანურად დაიწყო. აქცია თითქმის დასრულებული გახლდათ, უკვე ვიშლებოდით და უცებ, რამდენიმე წამში გაისმა - უუუუუუ (დაგუდული ხმა) და სასწავლებლის მხრიდან, ხელკეტებითა და კასტეტებით აღჭურვილი, დაახლოებით 300-400 ადამიანი ძალიან სწრაფი სირბილით წამოვიდა. მათ შორის იყვნენ ნიღბიანები, უნიღბო ფორმიანები და უფორმო ძალოვნები. ისინი კარებიდანაც გამოვიდნენ. ჩვენ ალყაში მოგვაქციეს. მერე უკვე აქციის მონაწილეები, ახალგაზრდები სხვადასხვა მიმართულებით არეულად გარბოდნენ”. http://i020.radikal.ru/0906/b2/1c14300213fe.jpgრას ყვიროდნენ ამ დროს მარბიელები?- მიშა, ვანო და გრიშა არ გამიგია. მე რაც მესმოდა, იყო უუუუ და შეურაცმყოფელი სიტყვები. ისინი იგინებოდნენ, იფურთხებოდნენ. ხის ტოტები სისხლში იყო, რადგან თავში, რომ ურტყამდნენ, სისხლი პირდაპირ ხის ტოტებს ესხმებოდა. მოვტრიალდი და ამ ტალღას, ხიდის მიმართულებით (სამმართველოდან სააპელაციოსკენ გადასასვლელი პატარა ხიდი.) ჩართული ვიდეოკამერით გამოვყევი. სადამსჯელო რამზელები სასამართლოს ეზოშიც იყვნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, 20-25 წლის დამსჯელმა დაიყვირა - ”ეს ირმა ინაშვილია, ჟურნალისტი, მოვკლათო” და უცებ ყველა ჩემსკენ წამოვიდა. სახეზე გახსოვთ ეს სპეცრაზმელი?- მახსოვს და რომ დავინახო, ვიცნობ. შემდეგ ყურადღება კამერაზე გადაიტანეს - კამერა წავართვათო. კამერის თოკი აი, ამ ხელის თითებით მეჭირა. კისრიდან მითრევდნენ და მარჯვენა ხელზე კასტეტს და ხელკეტს მირტყამდნენ. კამერა რომ წამართვეს, ერთ-ერთმა დამსჯელმა ჯერ ხელში დაჭმუჭნა, მერე ძირს დააგდო და ფეხებით გადაუარა. საოცარია, მაგრამ ხომ უნდა ვთქვა?! - რომ წავიქეცი, ვიღაც ნიღბიანმა სპეცრაზმელმა ხელი ჩამჭიდა - ამომეფარეო და რაღაც მანძილი ისე გამატარა, თითქოს მირტყამდა, რომ ამით სხვისი დარტყმები აერიდებინა. რა დაზიანებები მიიღეთ?- მარჯვენა ხელის მყესი დაზიანებული მაქვს. მიზანმიმართულად მირტყამდნენ - ჟურნალისტია, ხელზე დაარტყი, რომ თავის სიცოცხლეში ვეღარაფერი გადაიღოსო. რომ წავიქეცი, ნიკაპთან კასტეტი მომაჭირეს და კიდევ კისერზე, თითქოს მახრჩობდნენ. რაც გუშინ ვნახე, თუნდაც იმაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის ის ძალა და ის პოლიცია, რაც იყო შევარდნაძის, ან ზვიად გამსახურდიას დროს. ესაა მერაბიშვილი-სააკაშვილის პირადი მსახური, მიზანმიმართული, დანაშაულებრივი ძალა, რომელიც ნებისმიერ დავალებას უყოყმანოდ შეასრულებს. რას გააკეთებთ, ქუჩაში ის დამსჯელი, რომ შეგხვდეთ, რომელმაც იყვირა - მოვკლათო და ამასთან, როგორ ახსნით იმ ნიღბიანის ქმედებას, რომელმაც გადაგარჩინათ?- მივიდოდი და ვეტყოდი, რომ ქართველები ცოტანი ვართ და ერთმანეთის მოკვლაზე კი არა, გაძლიერებაზე და ქვეყნის გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ. მე თუ მომკლავენ, მალხაზი ხომ ცოცხალი იქნება, თქვენ ხომ ცოცხალი იქნებით, ყველას ხომ ვერ მოგვკლავენ?! იქ მარტო ირმა ინაშვილი კი არ იყო?! ამ უსასტიკეს დარბევას უამრავი ჟურნალისტი შეესწრო და სხვები ჩემზე უარესად დაზიანებულები არიან. რაც შეეხება მეორე დამსჯელის მოქმედებას - იმ სადამსჯელო რამზშიც ბოლომდე დაკარგული არ არის ის სიკეთე და ვაჟკაცობა, რაც ქართველების ბუნებაშია, მაგრამ ამან 300 კაციდან ერთში გაიღვიძა. [ნინო მიქიაშვილი] Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted February 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2012 „თუ ქვეყანაში 10 000 პატიმარია, ევროპელები თვლიან რომ ქვეყანაში დამნაშავეობა ყვავის. როცა პატიმრების რაოდენობა 20 000 აჭარბებს, თვლიან რომ ქვეყანაში ფარული სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.ქვეყნის მასშტაბებს მნიშვნელობა არ აქვს ამისთვის???? :what: :what: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted February 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2012 დაჩი ეს 2009 წლის სტატია საიდან გაგახსენდა? ან ეგ მოქალაქეები ვინც იყვნენ მანდ რატომ არ დაემორჩილნენ მოწოდებას დაეტოვებინათ დაკავებული ტერიტორია? ნებისმიერ სახელმწიფოში პოლიციის გარე პერიმეტრის ბლოკირება ან პოლიციის მუშაობის სხვა რაიმე სახის ნებისმიერი ხელშეშლა შფერხება ისჯება კანონით და კანონი აძლევს პოლიციას უფლებას განხორციელდეს დაშლაც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted February 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2012 სახელმწიფო სკოლებში ვინც სწავლობს იმ ბავშვებს დაასაქმებენ მძღოლებად მებაღეებად მცველებად მენაგვეებად შესაბამისად ის მასწავლებლები რომლებიც მათ ასწავლიან პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებულნი არიან მომავალ მძღოლს ასწავლოს კარგად შესაბამისად ხელფასი აქვს ცოტა კერძო სკოლებში ვინც სწავლობს იმ ბავშვებს დაასაქმებენ პარლამენტში პროკურატურაში პოლიციის მაღალ თანამდებობებზე ბანკებში შესაბამისად ის მასწავლებლები რომლებიც მათ ასწავლიან არიან პასუხისმგებლობის ქვეშ რომ მომავალ პროკურორს მისცეს კარგი განათლება და შესაბამისად იღებს კარგ ხელფასს "მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს თუ ბუნებამც არ უშველა"აზროვნების პიკია ეს თქვენი პოსტი :vedreba: :vedreba: სახელმწიფო სკოლებში სწავლობენ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ კერძო სკოლის გადასახადი გადაიხადონ კერძო სკოლებში სწავლობენ იმ ჩინოვნიკების შვილები ვინც ზემოთხსენებულ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს კიდევ უფრო ატყავებენ, მაგრამ ნიჭი და ჭკუა ადამიანს არ მიეცემა იმის მიხედვით თუ რომელ სოციალურ ფენას ეკუთვნის დღევანდელი ჩვენი პრობლემაც იმაში მდგომარეობს რომ ის მძღოლები, მებაღეები,მცველები, მენაგვეები და სხვა თქვენის მხრიდან დაცინვის ობიექტები ბევრ თანამდებობის პირზე უფრო ჭკვიანები არიან მონათმფლობელური აზროვნება კიდე თუ იყო შემორჩენილი ვერ წარმოვიდგენდი :facepalm: :facepalm: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted February 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2012 ვიცი და მაგ დაბალი კლასის წარმომადგენელი რომელიც ჩააბარებს მაგალითად ჯავახიშვილში აიღებს იურისტის დიპლომს დაიწყებს პროკურატურაში მუშაობას და გინდაც დაიწყოს პირველივე შემცირებაში მოაყოლებენ და დაწინაურებაზე ხო ლაპარაკიც ზედმეტიადაბალი კლასის წარმომადგენელი(თქვენთვის გასაგებად რომ ვთქვა თავადო გლეხი ვარ) ვსწავლობ ჯავახიშვილში 100%იანი დაფინანსებით და კერძო სკოლა თვალითაც არ მინახავსეკონომიურზე ვსწავლობ და პროკურორობის სურვილიც არასდროს მქონიარაც შეეხება შემცირებას შემცირებაში(საერთოდ პროკურატურაში და მითუმეტეს დღევანდელში ადამიანობა ნიშნავს ფეხებზე ბორკილი გედოს) ადამიანობის გამო მოაყოლებენ და არა უცოდინარობის გამო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted February 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2012 (edited) mama კერძო სკოლებში სწავლობენ იმ ჩინოვნიკების შვილები ვინც ზემოთხსენებულ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს კიდევ უფრო ატყავებენ,რას ქვია "ატყავებენ" ? მაგრამ ნიჭი და ჭკუა ადამიანს არ მიეცემა იმის მიხედვით თუ რომელ სოციალურ ფენას ეკუთვნის სოციალური ფენა განსაზღვრავს ადამიანის შანსებს შეძლოს სწავლა ქონდეს კარგი დიპლომი მიიღოს განათლება და ამის საფუძველზე იყოს წარმატებული ამ შანსებს კი განსაზღვრავს ფინანსები რომელიც მხოლოდ მაღალი კლასის ხელშია თავმოყრილი დაბალი ფენის წარმომადგენელს არ აქვს ფული დააფინანსოს ეს ყველაფერი ამიტომაც რჩება ამ პოზიციაზე მძღოლები, მებაღეები,მცველები, მენაგვეები და სხვა Edited February 5, 2012 by FRIDRIX Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted February 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2012 (edited) mamaადამიანობის გამო მოაყოლებენ და არა უცოდინარობის გამო "ადამიანობა" როგორ განიმარტება როგორც შეფასების კრიტერიუმი და მიზეზი შემცირებაში მოხვედრისთვის და შენ აზროვნებაზე სვავ აქცენტს? Edited February 5, 2012 by FRIDRIX Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 რას ქვია "ატყავებენ" ? ყოველმხრივ ცდილობენ კიდევ უფრო დაამცირონ ეს გასაცოდავებული ხალხი ამისთვის სპეციალური პროგრამებიც შემოიღეს სოციალურად დაუცველი და სიღატაკის ზღვარს მიღმახალხი იმ 28 ლარიანი დახმარების მისაღებად მზადაა თავი დაიმციროს და ღატაკად გამოცხადდესსასწაულებს სჩადიან ამ სამარცხვინო დახმარების მისაღებად(სოფელშიც მაქვს სახლი და შარშან გავარკვიე თურმე 25 სულზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი მყოლია მეზობლებმა მე მომაწერეს თავიანთი საქონელი) თავმოყვარეობის გრძნობა უცხო გახდა მაგ ხალხისთვის და ასეთი ბრბოს მართვა რო ადვილია ამაზე არ ვიკამათებთ მემგონი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
qutaiseli Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 მანდატურის ხელფასი 800 ლარია, მასწავლებლის - 250 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 (edited) სოციალური ფენა განსაზღვრავს ადამიანის შანსებს შეძლოს სწავლა ქონდეს კარგი დიპლომი მიიღოს განათლება და ამის საფუძველზე იყოს წარმატებული ამ შანსებს კი განსაზღვრავს ფინანსები რომელიც მხოლოდ მაღალი კლასის ხელშია თავმოყრილი დაბალი ფენის წარმომადგენელს არ აქვს ფული დააფინანსოს ეს ყველაფერი ამიტომაც რჩება ამ პოზიციაზესწორედ მაგიტომ არის სახელმწიფო გრანტებიდა რო იცოდე სახელმწიფო გრანტების უმეტეს ნაწილს დაბალი ფენის წარმომადგენლები იღებენ,მაგრამ უცხოეთში სწავლის გაგრძელების პერსპექტივა არ აქვთგასაგებია რო უცხოეთში სწავლის უფრო მაღალი დონეა მაგრამ სახელმწიფო ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე რომ თავისი განატლების დონეც აამაღლოს დგევანდელი მიდგომით კი სამწუხაროდ უცხოეთში ნასწავლი მინისტრი უნდა იყოს და საქართველოს უნივერსიტეტ დამთავრებული მძღოლი Edited February 6, 2012 by mama Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 "ადამიანობა" როგორ განიმარტება როგორც შეფასების კრიტერიუმი და მიზეზი შემცირებაში მოხვედრისთვის საბედნიეროდ ჯერ იმ დონემდე არ მივსულვართ(ტუ ესე გაგრდზელდა მალე მივალთ მადამდეც)რომ სახელმწიფო სამსახურში მიღებისას(განსაკუთრებით პოლიცია,პროკურატურა,კონტროლიორები,საგადასახადო და მსგავსი უწყებები)ოფიციალურ განაცხადში სავალდებულო მოთხოვნებში მითითებული იყოს არაადამიანობა არც მცგავსი სამსახურიდან შემცირების დროს წერენ საბუთებში შემცირების მიზეზი ადამიანობა იყოო რამე სხვას მოიფიქრებენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მიზეზი სწორედ რომ ადამიანობააასე თუ გაგრძელდა ცოტა ხანში ყველა სახელმწიფო სამსახურის ჰიმნი გახდება "მოვკლავ დედას მოვკლავ მამას" თუ მიბრძანებს პარტია და დილა საღამოსნ პეხზე დგომით და გულზე ხელის დადებით ამღერებენ თანამშრომლებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted February 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2012 mamaოფიციალურ განაცხადში სავალდებულო მოთხოვნებში მითითებული იყოს არაადამიანობა არც მცგავსი სამსახურიდან შემცირების დროს წერენ საბუთებში შემცირების მიზეზი ადამიანობა იყოო რამე სხვას მოიფიქრებენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მიზეზი სწორედ რომ ადამიანობაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2012 პოსტი ვინ წამიშალეთ და არ არიან საგინებლები ვინც ესე იმეტებს საკუთარ ხალხს და ეს „დემოკრატიის“ თამაში დაგღუპავთ,თუ დაღუპულები არა ხართ უკვე. სანამ მოეფერებით იმათ,ვინც უსამართლობას სჩადის და იმ სახელს არ დაუძახებთ რა საქციელსაც ისინი სჩადიან,ყოველთვის ესე გადაგირბენენ თავებზე და თუ ადამიანი პრ...ჭია,უნდა დაუძახო ეგ სახელი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted February 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2012 პოლიციური ქვეყანა აშშ-ი, ანუ დემოკრატია http://www.youtube.com/watch?v=aNbsEAJy1ok კარგად დააკვირდით, მიშისტურ პოლიციას თუ არ აჭარბებენ. „დასამალი არ არის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არის პოლიციის ძალადობა, სისასტიკე და გადაგვარება" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.