kisa Posted October 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2011 OstapГрузия избрана кандидатом в члены комитета против пыток на 2012-2015 годыესენი მასტერ კლასებს გაივლიან ჩვენ ციხეებში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted October 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2011 kisaესენი მასტერ კლასებს გაივლიან ჩვენ ციხეებში? [ციხის თანამშრომლის დედის გინებისთვის, სამწლიან პატიმრობას აიკიდებთ!!!/quote]ეს მაჩკატელას მოვპარე და რა სიმბოლურად იწყება მასტერ კლასის ჩვენება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2011 [ციხის თანამშრომლის დედის გინებისთვის, სამწლიან პატიმრობას აიკიდებთ!!!/quote]ეს მაჩკატელას მოვპარე და რა სიმბოლურად იწყება მასტერ კლასის ჩვენება წავიკითხე ის კანონი რომელიც ფორუმზე დაიდო და იქ მაგდაგვარი რამ არ წერია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted November 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 8, 2011 http://1.bp.blogspot.com/-hHQO3xbrrZE/TrgWAooMZ0I/AAAAAAAAFXc/EFBdhCmRxpQ/s400/murman%2Bkalandia.jpgსააკაშვილის ნაცმკვლელებმა კიდევ ერთი პატიმარი მოკლესზუგდიდის ნაც-საპყრობილესთან პატიმრის ცხედარი დაასვენეს 2011/11/08 მოკლული პატიმრის, მურმან კალანდიას ცხედარი დღეს აღშფოთების ნიშნად ზუგდიდის მეოთხე ნაც-საპყრობილის კარებთან დაასვენეს. http://4.bp.blogspot.com/-WNi7J6X9qYk/TrlV7x0tV4I/AAAAAAAAFYM/7XTBWt3yzHU/s200/mkvleloba%2Bcixeshi.gifგარდაცვლილის ოჯახის წევრები ნაც-საპყრობილის უფროსთან, ამირან ჯანაშიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვისაც პატიმრის მკვლელობაში ბრალი მიუძღვის. – „გვითხრან, რის გამო დაიღუპა ჩემი ძმა, ის ორი დღე „კარცერში“ ყოლიათ და ურტყამდნენ თურმე. დატოვოს ციხე ყველამ, ვისაც ჩემი ძმის გარდაცვალებაში ბრალი მიუძღვის,“ – ითხოვდა გარდაცვლილი პატიმრის და, მედეა კალანდია. ზუგდიდის მეოთხე საპყრობილის პატიმარი, 42 წლის მურმან კალანდია, ქუთაისში 31 ოქტომბერს გარდაიცვალა. მოკლულის ოჯახის ცნობით ნაცემი პატიმარი ზუგდიდის ნაც-საპყრობილიდან თბილისში ციხის სავადმყოფოში გადაყავდათ, თუმცა ის გზად, ქუთაისში გეგუთის ციხეში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
qutaiseli Posted November 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2011 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted November 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2011 აკი, მიშამ დემოკრატიის შუქურა ვართო? ისე რა მიკვირს იცით? ამდენი სადისტი საიდან გაიჩითა საქართველოში? ერთია მიშა, მაგრამ მეორეა შენ რას აკეთებ... რა ძალაუფლებაც არ უნდა მოქცეს მთავრობამ, კაცი როგორ უნდა მოკლა ცემით? მიშამ კრიმინალური გარემო გავაუმჯობესეო და ქურდები და მამაძაღლები, ზოგი პოლიციაში შეყარა, ზოგიც, ვისაც უფრო მეტი ფული ჰქონდა, პარლამენტში...სხვანაირად ახსნა არ აქვს იმას, რაც საქართველოში ხდება... თქვენ რას ფიქრობთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted November 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2011 ციხის ხელმძღვანელობაზე ათასჯერ ვთქვი და არ განვმეორდები აი ამ ხალხის კი მიკვირსგარდაცვლილის ოჯახის წევრები ნაც-საპყრობილის უფროსთან, ამირან ჯანაშიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვისაც პატიმრის მკვლელობაში ბრალი მიუძღვის.ვინმე ერთი ვაჟკაცი არ გამოვიდა ლიმონკა რომ შეაგდოს და ამოჟუჟოს ყველავის აცოდებ თავს ან რაის სამართლიანობას ითხოვ შვილი მოგიკლეს თუ ძმაან რომ არავის არ დასჯიან ხო იციან თუ დასაჯეს - შენ რა ჰოდა ეხლა აქ ნათესავები სასოწარკვეთაში არიან ან ყველას არა აქვს მაგისი თრაკიო, არ დაიწყოთ რამაშინ გაჩერდი და მიცვალებული დაასაფლავე რო დაარბენინებ აქეთ-იქეთ პ.ს რა ვიცი აქ იყო ერთი და სულ პატიმრების სისხლი ესიზმრებოდა და თქვენ კიდე ელოლიავებოდით თავზე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში კარგა ხნის გადამწვარი ექნებოდათ ციხე თავისი მობინადრეებით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted November 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2011 ისე რა მიკვირს იცით? ამდენი სადისტი საიდან გაიჩითა საქართველოში?ნეტავ საიდან მოვიდნენ..აქამდე როგორ მალავდნენ პიროვნულობას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted November 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2011 ნეტავ საიდან მოვიდნენ..აქამდე როგორ მალავდნენ პიროვნულობას?წყალი რომ აიმღვრევა, ნაგავი ამოტივტივდება ხოლმე ზედაპირზე...იგრძნეს ტურებმა სისხლის სუნი და გამოჩნდნენ... მიშა მიშაა, მაგრამ შენ როგორ უნდა მოკლა პატიმარი ცემაში, ეს უკვე მიშაზე მაღლაა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted November 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2011 (edited) ნეტავ საიდან მოვიდნენ..აქამდე როგორ მალავდნენ პიროვნულობას?ასეთი ნაძირლები სულ იყვნენ და იქნებიანსხვა საქმეა მათ თვით სისტემა თუ არ ახალისებს,არც სჯის ანუ დაუსჯელობის სინდრომიაის მკვლელი არაადექვატური კი არ იქნება,არამედ სულ ფეხზე ჰკიდია ქმედების შედეგი,მაინც არ დასჯიან,ნუ მთლად უპატრონო თუ არაა,ან დასჯიან მოკლე ვადით "სანიმუშოდ" ამიტომ ვამბობ ის მკვლელი უნდა ამოჟუჟო ოჯახად და ჯანაშიაც უნდა მიაყოლო უკანაი მერე შევხედავ თუ მოხდება ასეთი რამ პ.ს საზღვარგარეთ პოლიციელის ჩადენილ მკვლელობაზე რეები ხდება: პოლიციის უჩასტოკი ხომ ეგრევე გადამწვარია მერე ქუჩებში რეებს შვებიან Edited November 10, 2011 by Ostap Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted November 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2011 ამიტომ ვამბობ ის მკვლელი უნდა ამოჟუჟო ოჯახად და ჯანაშიაც უნდა მიაყოლო უკანაი მერე შევხედავ თუ მოხდება ასეთი რამ++++++++++ დასტურ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted November 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2011 http://geurasia.org/wp-content/uploads/2011/11/imags89.jpegფაშიზმი მძვინვარებს საქართველოში“გაუპატიურებისა და ცემის შიშით დამაწერინეს აღიარებითი ჩვენება…” (20 ნოემბერი, 2011) “გთხოვთ, არ გაამჟღავნოთ ჩემი ვინაობა საშუალებებთან…” აღიარებითი ჩვენებებისა და საპროცესო გარიგებების აღრიცხვის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნახევარ საქართველოს ნაღიარები აქვს ყველაფერი, რისი აღიარებაც შეიძლებოდა. მეორე ნახევარს კი გარდა იმისა, რომ ნაღიარები აქვს, ფასდაუდებელი ღვაწლიც აქვს გაწეული ნაც-პროკურატურისადმი, რასაც “მაღალი ხარისხით თანამშრომლობას” ეძახიან. ასე მაგალითად, უზენაესი ნაც-სასამართლოს სრულიად მონაცემების მიხედვით, 2010 წელს, განხილული 16 641 საქმიდან 13 345 ე.წ."საპროცესო შეთანხმებით" დასრულდა. რამდენი გამამართლებელი განაჩენია გამოტანილი, იცით? 7 _ შვიდი ცალი! სულ რაღაც 0,2%. 2011 წლის აღრიცხვა, ალბათ რეკორდს მოხსნის. დღეში 4-5 ე.წ. საპროცესო გარიგებას თუ დადებენ (ფოტორეპორტიორების საქმისა არ იყოს) და ამდენსავე აღიარებით ჩვენებას მიიღებენ, ამ წლის ბოლომდე ყველას რაღაც გვექნება ნაღიარები. დიდი საქმე, ამდენმა აღიარებამ ევროკომისარიც თუ გადარია. წავიდა ის დრო, ნაც- ხელისუფლებას საერთაშორისო უწყებების აზრი და ანგარიშები რომ აღელვებდა. არც თომას ჰამერბერგის ანგარიში ჩაუთვლიათ ანგარიშგასაწევად. ნაც-ხელისუფლების პატიმრებს არავის თანადგომის იმედი არ ჰქონდათ, მაგრამ ამხილეს მთელი ჯალათი ნაც- ხელისუფლება. ამხილეს საკუთარი ღირსების შელახვის, ზოგჯერ სიცოცხლის ფასადაც კი. ამ აღიარებითი ჩვენებების ამბავი, ალბათ კიდევ უფრო გახმაურდება, თუმცა ამ ადამიანთათვის, რომლებმაც ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარეს, ევროსაბჭოს ვებ-გვერდზე დადებული დასკვნები დიდი ვერაფერი შეაღავათი იქნება. მალხაზ არქანიას საქმე _ “ამ დროს, საკანში დამაგდეს იატაკზე, შარვალჩახდილი.. “ გლდანის №8 საპყრობილე. 32 წლის მალხაზ არქანია: “მცემენ, ჩემს დაწერილ ჩვენებას მაჭმევენ და გაუპატიურებით მემუქრებიან, თუ არ ვაღიარებ 2008-2010 წლებში, დასავლეთ საქართველოში მომხდარ აფეთქებებში მონაწილეობას.” ამის შესახებ თავად პატიმარი წერს სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში, რომელიც 2011წლის 22 ივნისითაა დათარიღებული.ნაწყვეტები ჩვენებიდან : “2011 წლის 19 მაისს გადმომიყვანეს №8 საპყრობილეში, სადაც ამჟამად ვიმყოფები. №8 საპყრობილეში შემოყვანიდან მეორე დღეს დირექტორის კაბინეტში ამიყვანეს, სადაც დამხვდა მეგის ქარდავა, რომელმაც მითხრა, რომ დამეწერა აღიარებითი ჩვენება ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე, რომ აღნიშნულ დანაშაულებთან არანაირი შეხება არ მქონია, რაზეც მან უთხრა ჩემთვის უცნობ ორ პირს, რომ ჩავეყვანე კარანტინში. ჩაყვანის დროს, ისინი მირტყამდნენ. ჩაყვანისას, მათ მიმიყვანეს ერთ-ერთი საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში, სადაც დავინახე თუ როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს. თან მეუბნებოდნენ, რომ კარგად მეყურებინა და დამემახსოვრებინა. მეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავწერდი აღიარებით ჩვენებას, იგივეს მიზამდნენ…”მეგის ქარდავა მთელი სამეგრელოს რეგიონში ცნობილია თავისი სისასტიკით და მისი გავლენები ძმებ ახალაიებთან მეგობრობის გამო იმდენად დიდია, რომ როგორც ამბობენ, თვით იქაური გუბერნატორიც კი თითის აწევით ელაპარაკება. მალხაზ არქანიას ჩვენებიდან: “ნაწერი მეგის ქარდავას აუტანეს და ცოტა ხნის მერე მეც ამიყვანეს. რომ შემიყვანეს, მეგის ქარდავა ჩემს ნაწერს კითხულობდა და მითხრა, რომ ეს არ იყო ის ჩვენება, რომელიც მას სჭირდებოდა და მითხრა, რომ შემეჭამა ის ნაწერი. ვინც მეგისს მიჰყვებოდა, მაგან ძალით შემაჭამა ის ქაღალდის ნაწერი. მერე ეუბნება, რომ ისევ ჩავეყვანე ქვემოთ, _ ”მოტყ…., მაგის დედა ვატირე …”. ჩამიყვანეს ქვემოთ, შემაგდეს კარანტინში და კარები დახურეს. ამის შემდეგ იხსენება ტუალეტის კარი და გამოდის ორი ნიღბიანი მამაკაცი. ისინი მეცნენ, რომ ჩამეხადა შარვალი, მაგრამ მე წინააღმდეგობა გავუწიე. ერთი ეუბნება მეორეს – “წესიერად დამიკავე, ეს ნაბიჭვ… უნდა მოვ…”. უცბად, გაიღო “კარმუშკა”, საიდანაც იყურებოდა ორი პირი, ვინც მეგის ქარდავას ახლდა და ამასთან მიღებდნენ სურათს. ამ დროს, საკანში დამაგდეს იატაკზე, შარვალჩახდილი და ერთი მეორეს ეუბნებოდა “ჯერ პირში მივც.. და მოვ…”აღარ გავაგრძელებ, ძალიან მძიმეა საკითხავადაც კი… “გაუპატიურებისა და ცემის შიშით დამაწერინეს მათთვის სასურველი აღიარებითი ჩვენება, მოწმის სახით…” ახსნა-განმარტება დაწერილია ჩემი ხელით, სწორია და ვაწერ ხელს. 22 ივნისი, 2011 წელი, მალხაზ არქანია ლ. ა-ს საქმე _ “არ გაამჟღავნოთ ჩემი ვინაობა მასმედიის საშუალებებთან…” “ვარ მართლმორწმუნე ქრისტიანი და არ ვაპირებ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას და არც ჩემი ახლობლები და ოჯახის წევრები არიან კრიმინალები. ახსნა-განმარტება დაწერილია ჩემი ხელით, გადავიკითხე, სწორია, რასაც ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით. აქვე გამოვთქვავ თანხმობას გამოყენებულ იქნას სახალხო დამცველის აპარატის მიერ კონფიდენციალურობის დაცვით. გთხოვთ, არ გაამჟღავნოთ ჩემი ვინაობა მასმედიის საშუალებებთან…” რა თქმა უნდა, პატიმრის ვინაობას არ ვამხელთ, მხოლოდ დეტალებს შემოგთავაზებთ მისი ჩვენებიდან: “პოლიციის ქვეგანყოფილებაში მიყვანისთანავე დამიწყეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. კერძოდ, გამორთეს შუქები და დამიწყეს ცემა. კონკრეტულად, მირტყამდნენ გაშლილ ხელს, ორივე ყურზე ერთდროულად, რაც აუტანლად მტკივნეულია, თუმცა, ძალადობის ფიზიკურ კვალს არ ტოვებს. ამ დროისთვის მეტყობა სისხლნაჟღენთი ჩაქცევა მარცხენა თვალბუდის არეში. გარდა ამისა, ჩალურჯებული მაქვს მარცხენა ბეჭის მიდამო და ღვიძლის მიდამო, მარცხენა წვივი. ამ ჩალურჯებებს თვითონაც არიდებდნენ თავს, მაგრამ ვინაიდან ჩემი ცემა გაგრძელდა 4-5 საათის განმავლობაში, შესაბამისად, ვერ მოახერხეს ვეცემე ისე, რომ კვალი არ დამტყობოდა…”სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცია დაკავებულისგან აღიარებით ჩვენებას ერთ-ერთ ძებნილზე ითხოვდა. სასურველი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, პირდაპირ განყოფილებიდან გათავისუფლებას პირდებოდნენ. ლ. ა-ს ახსნა-განმარტებიდან: ”უარის გაცხადების შემთხვევაში, დამპირდნენ რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მაგიდაზე იდო, იყო ჩემი. გარდა ამისა, საქმეები, რომელიც დაკავშირებული იყო აფეთქებებთან და მკვლელობებთან, იქნებოდა ჩემი. აგრეთვე, ვიქნებოდი აღიარებული სამშობლოს მოღალატედ, რაზეც შევთავაზე, რომ მოვეკალი გაქცევის მცდელობისას, რაც მათ პასუხისმგებლობას, მე კი უსაფუძვლო ბრალდებებს ამარიდებდა. ამაზე მიპასუხეს, რომ მე მათ ციხეში ხალხის სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის ვჭირდებოდი. როდესაც დარწმუდნენ, რომ ცემას აზრი არ ჰქონდა, დამიდეს უჩემოდ დაწერილი ჩვენება და მუქარით, რომ ჩემზე განახორციელებდნენ სექსუალურ ძალადობას ხელკეტის გამოყენებით, მაიძულეს ხელი მომეწერა ჩვენებაზე…”17 ივნისი. 2011 წ. ლ. ა კახაბერ თედლიაშვილის საქმე _ “ყველას გთხოვთ შემინარჩუნოთ სიცოცხლე..” 25 წლის პატიმარი ციხიდან იწერებოდა, როგორ უპირებდნენ მოკვლას და ყველას სთხოვდა, “გიჟი არ ვარ, ვიცი მომკლავენ, ყველას გთხოვთ, შემინარჩუნეთ სიცოცხლეო…” ზუსტად ისე მოკლეს, როგორც თავის წერილებში აღწერდა.კახაბერ თედლიაშვილი: „წელიწადი ხდება ყოველ წამს სიკვდილს მაყურებინებენ თვალებში, ფსიქოლოგიურად შემჭამეს, დავბერდი ამ თვეების განმავლობაში, ჯანმრთელობაც შემერყა და ოჯახიც განადგურებულია ჩემზე ნერვიულობით. აღნიშნული განცხადების დაწერის შემდეგ, გაფიქრებაც არ მინდა რა მოხდება. ზემოაღნიშნულის გახმაურებამ შეიძლება გადამარჩინოს და შეცვალონ გეგმა, ადრე რომ გამეხმაურებინა ყველაფერი, საკანშიც აღარ შემექმნებოდა წინააღმდეგობები. არც გიჟი ვარ და არც მელანდება რამე, რასაც ვწერ ესე ხდება და ყველას გთხოვთ შემინარჩუნოთ სიცოცხლე. ციხის ხელმძღვანელობას აქვს ჩემი მოკვლის პირადი ინტერესი, ჭკუით მაჯობეს და ისე შეიმუშავეს გეგმა, რომ თვითონ სუფთად გამოვიდნენ ყველაფრიდან: „სადაც გინდა გვიჩივლე, ვინც ჩივილით გვემუქრება ერთ ადგილზე გვეხვევაო“. ციხიდან მოწერილი ბოლო წერილი, რომელიც კახა თედლიაშვილის დამცველს, ადგილამდე უნდა მიეტანა, რუსთავის #6 საპყრობილის უფროსისთვის, დავით მარგებაძისთვის იყო განკუთვნილი. ვერ მოასწრო, პატიმართან შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე საათში, კახას მამამ, ბადრი თედლიაშვილმა დაურეკა ადვოკატს და უთხრა, რომ კახა მოკლეს. პატიმრის, აპრილის თვის ჩანაწერები ამ სიტყვებით სრულდება “შეიძლება აღნიშნული წერილით მოვისწრაფე კიდეც სიცოცხლე. მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი უსაფრთხოების ზომები მკაცრად იქნეს დაცული.” კახაბერ თედლიაშვილი, ციხეში ბინტით ჩამომხრჩვალი იპოვეს… ეს ამბები მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ “ადამიანის უფლებებზე აგებული ნაც-სამართალიდან”, რომლის შესახებაც ევროკომისარი ჰამერბერგი თავის გახმაურებულ დასკვნაში წერდა. თამარ ლეფსვერიძის წერილის მიხედვით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted November 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2011 http://internet.ge/v2/news_images/201010073547.jpgმსოფლიო მმართველთა ორგანო, ე.წ."ევრო სასამართლო"-მ დამნაშავედ საქართველო სცნოადამიანისის სიკვდილში დამნაშავე საქართველოა მასონურმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველო (!!!) დაადანაშაულა 41 წლის ნიკო მახარაძის გარდაცვალებაში. ამის გამო საქართველოს გარდაცვლილის მეუღლის სასარგებლოდ - 15 000 ევროს გადახდა დაეკისრა. მასონურმა სტრასბურგის სასამართლომ 2011 წლის 22 ნოემბერს გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილება საქმეზე -“მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ.” 22 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილებით კი მასონურმა ევროსასამართლომ დაადგინა, რომ 41 წლის ნიკო მახარაძის მიმართ საქართველომ(!!!) დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი - სიცოცხლის უფლება და მუხლი 34. ჭლექის მძიმე ნაირსახეობით დაავადებული ნიკო მახარაძე სააკაშვილის ნაც-პოლიციელებმა ნარკოდანაშაულის გამო 2006 წელს დააკავეს. დამცველი მისთვის წინასწარი პატირობის შეცვლას ითხოვდა, რადგან წინასწარი პატიმრობაში ამყოფეს, რაც მას სასიცოცხლოდ ესაჭიროებოდა. მიუხედავად ამისა, ნიკო მახარაძეს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, მალევე სცნეს დამნაშავედ და 7-წლიანი პატიმრობაც მიუსაჯეს. ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის უზენაესმა ნაც-სასამართლომ 2007 წელსაც ძალაში დატოვა. ციხეში ნიკო მახარაძის მდგომარეობა 2006 წელსვე გაურესდა, რის გამოც ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნიკო მახარაძემ მოითხოვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საავადმყოფოში გადაეყვანათ, რადგან ციხეში არ არსებობდა ჭლექის ("ტუბერკულოზი") მძიმე ნაირსახეობის მკურნალობის საშუალება, რაც პატიმრისათვის სასიკვდილო იყო.მკურნალობის მოთხოვნით პატიმარმა ნიკო მახარაძემ შიმშილობა პირველად 2008 წლის შემოდგომაზე გამოაცხადა, მაგრამ ამაოდ, მისი მოსამართლიანი მოთხოვნა არ შეისმინეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს.იმავდროულად, 2008 წლის ნოემბერში ე.წ."ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ" მიუთითა საქართველოს ნაც-ხელისუფლებას, ნიკო მახარაძე გადაეყვანათ საავადმყოფოში. ესეც უშედეგო აღმოჩნდა.შედსეგად ნიკო მახარაძე 2009 წლის იანვარში გარდაიცვალა, მის მკვლელობაში კი მასონურმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველო დაადანაშაულა. ამის გამო ქვეყნის ხაზინიდან ნიკო მახარაძის ცოლს, დალი სიხარულიძეს - 15 ათასი ევრო უნდა გადაეცეს. საქართველოს დამპყრობი ნაც-ხელისუფლების ბოროტი წინასწარ განზრახული მოქმედებით, ჭლექით გარდაიცვალა 34 წლის პატიმრი, 2011 წლის 15 სექტემბერს. მსგავსი შემთხვევები სააკაშვილის ნაც-ციხეებისათვის დამახასიათებელია და ქართველი ერის მიზანმიმართულ განადგურებაზე მიგვანიშნებს. დასკვნა: მსოფლიო მმართველები თავისივე მოყვანილ საკაშვილის ნაც-ხელისუფლების დანაშაულს მიზანმიმართულად საქართველოს კისერზე აწერს. საქმეების მიხედვით, ასე მაგალითად:- საქმე, გვირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, საქაართველო დამნაშავედ იქნა ცნობილი;- მახარაძე საქართველოს წინააღმდეგ, საქრთველო დამნაშავედ იქნა ცნობილი;და ა.შ. დააკვირდით საქმეების დასახელებას, პიროვნება სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანუ თვითეული ჩვენთაგანის წინააღმდეგ, ერის წინააღმდეგ და არა დამნაშავე სააკაშვილის ნაც-ხელისუფლების წინააღმდეგ. ვინც სინამდვილეში ჩაიდინა დანაშაული.მსოფლიო მმართველები სახელმწიფოებს ასამართლებენ თავხედურად.თანაც მსაჯულების მოვალეობაც მიისაკუთრეს!!!შეიცან მტერი შენი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted November 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2011 ყველაზე სამარცხვინო პროფესია, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არის, პოლიეცელი, პროკურატურის თანამშრომელი და სასამართლოს თანამშრომელი.მეტი რაღა უნდა სთქვა საერთოდ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 24, 2011 დაჩიმასონურმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინამასონების დადგენილი არ გვჯერა ჩვენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.