Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მ ორ დანაზე იყო გვანცას ხელის ანაბეჭდები?

იმ ორ დანაზე იყო აღნიშნული დამნაშავის ანაბეჭდების კვალი

 

 

 

ჰქონდა იმ ბიჭის სისხლის კვალი ტანსაცმელზე?

ქონდა

 

 

ჩემი ბმული

 

ამასთან, მსჯავრდებული გ. ყუფარაძე კატეგორიულად უარყოფს რა მის მიერ დანაშაულის ჩადენას

კაი კაცო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 286
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Ostap

ციხის ხელმძღვანელობაზე ათასჯერ ვთქვი და არ განვმეორდები   აი ამ ხალხის კი მიკვირს ვინმე ერთი ვაჟკაცი არ გამოვიდა ლიმონკა რომ შეაგდოს და ამოჟუჟოს ყველა ვის აცოდებ თავს ან რაის სამართლიანობას ითხოვ შვილ

დაჩი

ნაცსაძმოელი ჯალათები   ცოტნე გამსახურდია მე-8 საპყრობილედან: "ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი მხეცობისა და სისასტიკის ჩადენა შეეძლო ადამიანს. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ადამინას, ანუ ამ შემთხვევაში

ტაშიი

სიმამრი ეჩხუბება ახალ სიძეს: სანამ სიძე გახდებოდი მეუბნებოდი მანდატური ვარო და ეხლა ვიგებ პროფესორი ყოფილხარ შე ჩათლახო მათხოვარო შენა

Posted Images

kisa

წოდებები არის მაგრამ არა სამხედრო

აი ეს აჯაფსანდალი რომ აქვთ ტავში

არც არის სამხედრო წოდებები. ეს არის პოლიციური წოდებები. პოლიციის ლეიტანანტი, პოლიციის კაპიტანი და ა.შ.

 

FRIDRIX

ტორტებს ვაჭმევთ

რა ტორტებს აჭმევთ? :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმ ორ დანაზე იყო აღნიშნული დამნაშავის ანაბეჭდების კვალი

 

ქონდა

 

 

 

საინტერესოა...

სადმე შეიძლება საქმის წაკითხვა?

ალბათ არა, ხომ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

უფლებადამცველების განცხადება გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით.

 

ქართველი უფლებადამცველები მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს სახალხო დამცველს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს, ფართო საზოგადოებას, ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ 10 წლით თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვანის – გვანცა ყუფარაძის საქმე და მიიღონ ყველა საჭირო ზომა ამ საქმეში სამართლიანობის აღსრულებისათვის.

 

მიგვაჩნია, რომ როგორც საბრალდებო დასკვნა, ასევე სასამართლოს განაჩენის დასაბუთებულობა და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან სერიოზულ ეჭვს იწვევს და მრავალ კითხვას აჩენს საქართველოს სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების რეალური შედეგებისა და წარმატების შესახებ.

 

განაჩენის თანახმად, 2006 წლის 9 ნოემბერს თბილისის 12-ე საჯარო სკოლის ეზოში არასრულწლოვანმა გ. ყუფარაძემ მოულოდნელად, თანნაქონი დანით, ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით, თავის თანაკლასელ არასრულწლოვან თ. ტყემალაძეს მიაყენა მრავლობითი (30-მდე) ჭრილობები ზურგის, კისრისა და ხელის არეში, რომლებიც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. მძიმე მდგომარეობაში მყოფი თ. ტყემალაძე სასწრაფო დახმარების ა/მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ჩატარებული გადაუდებელი ოპერაციის შედეგად მოხერხდა თორნიკე ტყემალაძისთვის სიცოცხლის შენარჩუნება.

 

2006 წლის 14 ნოემბერს გვანცა ყუფარაძე, დაკავებული იქნა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სასჯელის ზომად მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. თავისუფლების აღკვეთის 5 (ხუთი) წლის მოხდა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და დაუდგინდა გამოსაცდელ ვადად. ამ დროისათვის გვანცა ყუფარაძე იყო 14 წლის. განაჩენი გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით, მაგრამ იგი უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 07.12.07წ. განაჩენით.G 2008 წლის 15 სექტემბერს გ. ყუფარაძის საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დაუშვებლად შემდეგი საფუძვლებით:

 

ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

 

ამასთანავე, გვანცა ყუფარაძე სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შერჩევის შემდეგ განთავსებული იყო სრულწლოვან ქალბატონებთან ერთად. მოგვიანებით იგი მოთავსებული იქნა აღნიშნული საპყრობილის ცალკე ყოფნის საკანში ყველასაგან განცალკევებით, სადაც ის მოთავსებული იყო 5 თვის განმავლობაში. აღნიშნულის შემდეგ მასთან შესახლებული იქნა კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგო და აღნიშნულ ცალკე ყოფნის საკანს დაარქვეს არასრულწლოვან ქალთა განყოფილება. გ. ყუფარაძე დღემდე აღნიშნულ განყოფილებაშია მოთავსებული, რომელიც წარმოადგენს ჩაკეტილი რეჟიმის საკანს.

 

ამ საქმეზე სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ისევე როგორც საქართველოს მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის სხვა ნორმების დაცვა, სერიოზულ ეჭვს იწვევს, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით: „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. (მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის) განაჩენი დასაბუთებული უნდა იყოს ანუ, ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად“ (სსსსკ 496-ე მ. მე-3 ნაწ.). „საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებანი“ (სსსსკ მე-18 მ.). „ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“ (მე-40 მუხლის მე-3 ნაწ. და სსსსკ 132-ე მ. მე-3 ნაწ.). „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“ (სსსსკ 132-ე მ. მე-5 ნაწ.).

 

კანონმდებლობის ეს მოთხოვნები არსებითადაა დარღვეული აღნიშნულ საქმეში:

 

• საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შორის არსებითი წინააღმდეგობებია, რაც სასამართლოს განხილვის შედეგად არ აღმოფხვრილა, სასამართლომ უარყო ერთი და მიიღო მეორე მტკიცებულება, ისე რომ თავისი ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსაბუთებია (მაგალითად მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ყუფარაძის უდანაშაულობას ადასტურებენ არ იქნა გაზიარებული, ხოლო იმ ადამიანთა ჩვენებიბებ, რომლებიც არ იყვნენ ფატის თვითმხილველები, თუმცა ყუფარაძის წინაღდმეგ მისცეს ჩვენება, გათვალისწინებული იქნა);

 

• განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, უფრო მეტიც, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ყუფარაძის უდანაშაულობას ადასტურებს (მაგალითად, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ალტერნატიული სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები, თუმცა სასამართლოს ისინი არ განუხილავს და არც მათი გაუთვალისწინებლობის მიზეზები დაუსაბუთებია; არსებითია, რომ ალტერნატიული კომპლექსური სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით უტყუარად დადგინდა, რომ თ. ტყემალაძის დაჭრაში უშუალოდ მონაწილეობდა ორი ადამიანი, რომლებიც ურტყამდნენ დაზარალებულს ორ სხვადასხვა ზომის დანას).

 

• სასამართლოს პასუხგაუცემელი დარჩა მნიშვნელოვანი კითხვები (მაგალითად – დანაშაულის მოტივი, რომელიც ვერც გამოძიებამ და ვერც სასამართლომ ვერ დაადგინა. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ მათ ერთმანეთში, როგორც თანაკლასელებს, ჰქონდათ კარგი მეგობრული ურთიერთობა;)

 

• სასამართლო განხილვა არ ყოფილა სრული და ყოველმხრივი ( მაგალითად, სასამართლოს არ შეუფასებია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, არ შემოწმებულა დაცვის მხარის მიერ ბრალდების გასაბათილებლად გამოთქმული მოსაზრებები და მტკიცებულებები, მაგალითად ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნები და სხვ. ამასთან, მსჯავრდებული გ. ყუფარაძე კატეგორიულად უარყოფს რა მის მიერ დანაშაულის ჩადენას).

 

ამგვარად, ცხადია, რომ განაჩენი არ ეფუძნება საქმეზე შეკრებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა; არ მომხდარა საქმის სრულად და ყოველმხრივ გამოკვლევა, სასამართლოს არ აღმოუფხვრია წინააღმდეგობა მტკიცებულებებს შორის და არ მოუხდენია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაბუთებული გაბათილება, განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს არ განუმარტავს ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ამგვარად, არსებითად დარღვეულია ყუფარაძის მთელი რიგი უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია.

 

დაბეჯითებით მივმართავთ ზემოაღნიშნულ ადრესატებს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა მათი კომპეტენციის ფარგლებში ამ საქმეში სიმართლის დადგენისა და სამართლიანობის აღსრულებისათვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

აი ამ ქალს ვინ გაუკეტა ეს სიფათის ოპერაცია?

იმას რა ვუთხარი მეე :D

მაგას ჯობდა ისევ ორმეტროიანი შნობელი ჰქონოდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

მაგხელა დანით საზოგადოებაში ყოფნა, დანაშაულის ელემენტებს არ შეიცავს?http://http//s54.radikal.ru/i144/1110/36/02ba8020f36f.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ამ ქალს ვინ გაუკეტა ეს სიფათის ოპერაცია?

იმას რა ვუთხარი მეე

მაგას ჯობდა ისევ ორმეტროიანი შნობელი ჰქონოდა

ლამის იმპოტენტი გავხდი მაგის ყურებაში რა

ფეხები მეზიზღება კიდე აუუუ სუფთა ხის ბოძები მე უფრო ლამაზი ეფეხები თუ არ მოქნდეს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

http://s44.radikal.ru/i104/1105/04/ae82ce416d3a.jpg29 ნაც ჯალათის 29 სია

(16 ოქტომბერი, 2011)

 

 

 

დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე წინააღმდეგობის მოძრაობის მედია-ომბუდსმენმა ირმა ინაშვილმა “ციხის ჯალათების “ 29 კაციანი სია გამოქვეყნა, რომელიც სია პატიმართა ჩვენებების საფუძველზე შედგა. უცვლელად გთავაზობთ ირმა ინაშვილის მიერ გამოქვეყნებულ მასალას.

1.ხათუნა კალმახელიძე, “სიკვდილის ექსპორტის“ მინისტრი – ნომერ პირველი ჯალათი! მისი მინისტრობის პერიოდში პატიმრებს მასობრივად აწამებენ. დღემდე არც ერთი ჯალათი დასჯილი არაა;

 

2.ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად “ქილერა“ – გლდანის N8 საპყრობილის დირექტორი. მის სახელს უკავშირდება ასობით პატიმრის წამება. პროფესიით ექიმი “ქილერა“ სასჯელაღსულების სისტემაში (ახალაიასთან ერთად) 2006 წელს მივიდა და აქტიურად ამკვიდრებდა პატიმრების წამების იმ მეთოდებს, რომლებსაც დღესაც იყენებენ;

 

3.მეგის ქარდავა – ახალაიას თანაგუნდელი, სისასტიკით გამორჩეული ჯალათი, რომელიც ახალაიების მარჯვენა ხელად ითვლება. პენიტენციურ სისტემაში ბაჩო ახალაიასთან ერთად მივიდა. მას შემდეგ, რაც ახალაია თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს, ქარდავა სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოში გადაანაცვლეს, მაგრამ მისი “ძლიერი“ ხელი პატიმრებს მაინც სწვდებოდა. მსჯავრდებულ მალხაზ არქანიას საქმე ამ სადიზმის მკაფიო გამოხატულებაა. არქანია სცემეს, საკუთარი ჩვენება აჭამეს, ჯერ გაუპატიურებით დაემუქრნენ და შემდეგ მისი გაუპატიურება სცადეს. პარალელურად, ფოტოებს უღებდნენ და ამ ფოტოების ინტერნეტში გავრცელებით ემუქრებოდნენ. მალხაზ არქანიას წამების უშუალო მონაწილე სწორედ მეგის ქარდავა გახლდათ, რომელიც არქანიას საწამებლად N8 საპყრობილეში სპეციალურად შევიდა. სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე კადრების ინფორმაციით, მეგის ქარდავა არქანიას საქმის გახმაურებას გადაჰყვა; ცნობილი ჯალათი- მეგის ქარდავა (არქანიას წამების საქმის გახმაურების შემდე) ახალაიას მამამ თბილისში, შვილთან, თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანა.

 

4.გოგა ბუთლიაშვილი – გლდანის N8 საპატიმრო დაწესებულების სოციალური სამსახურის უფროსი. სასჯელაღსრულების სისტემაში “ქილერას“ თანმხლები პირია და მის მარჯვენა ხელად ითვლება; ბუთლიაშვილი უშუალოდ სცემს და აწამებს პატიმრებს; ციხის სამკურნალო დაწესებულების დირექტორობიდან “სიპიტის“ (ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციით შექმნილი ორგანო) მიერ, 2009 წლის სექტემბერს გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ გადააყენეს, მაგრამ დასჯით არ დაუსჯით. ის დღეს მუხაძის ერთ–ერთ ხელქვეითად მუშაობს, გლდანის N8 საპყრობილეში;

 

5.თამაზ მელაძე – გლდანის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი. ეს თანამდებობა მასაც ”სიპიტის” მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ დაატოვებინეს, მაგრამ მელაძე პატიმრების წამებისთვის არავის დაუსჯია;

 

6.რობერტ არაქელოვი – განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ჯალათი, ქსნის საპატიმრო დაწესებულების ყოფილი დირექტორი. თანამდებობა მასაც “სიპიტის“ დასკვნის შემდეგ დაატოვებინეს, მაგრამ არც ის დაუსჯია ვინმეს;

 

7.ავთო პოპიაშვილი

8. გიორგი ბიწაძე – ციხის სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლები; ისინი 2010 წელს სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდნენ, როგორც პატიმრების მწამებლები; ნაწამები ჰყავთ ათობით პატიმარი.

 

9. დაბა ქსნის N15 საპატიმრო დაწესებულების დირექტორის მოადგილე, გიორგი კოხრეიძე და

10. რეჟიმის უფროსი ლევან ლეჟავა – 2010 წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალება დღეს, ღამის ათ საათზე სპეცრაზმმა პატიმრები დაბა ქსნის №15 დაწესებულებაში სასტიკად ცემა; ისინი გააშიშვლეს და სპეცრაზმის ე.წ. ცოცხალ კორიდორებში გავლისას რეზინის ხელკეტებით სადისტურად ცემეს. ამ საქმეში სპეცრაზმელებს გიორგი კოხრეიძე და ლევან ლეჟავაც ეხმარებოდნენ;

 

11. ქიტესა გულისაშვილი

12. გელა ოსიავა – დაბა ქსნის N15 საპატიმრო დაწესებულების გამორჩეული ჯალათები. ნაწამები ჰყავთ არა ერთი პატიმარი;

 

13.ლაშა ბრეგვაძე – ეს ადამიანი რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულებას ხელმძღვანელობს. ითვლება ახალაიას კლანის წევრად – პენიტენციურ სისტემაში ახალაიას მისვლის შემდეგ გამოჩნდა. ახლო წარსულში რუსთავის N6 საპყრობილეს ხელმძღვანელობდა. ბრეგვაძის სახელი სულ ცოტა ხნის წინ წამოტივტივდა, მსჯავრდებულ ილგარ მამედ–ზადესთან მიმართებაში. პატიმრის მიერ დაწერილ განცხადება–საჩივარში აღნიშნულია, რომ ბრეგვაძე მის მოადგილესთან, დავით ბუხრაშვილთან ერთად მამედ–ზადეს სასტიკად აწამებდა;

 

14.დავით მარგებაძე, რუსთავის N6 საპყრობილის დირექტორი – პატიმარ კახაბერ თედლიაშვილის წამებაში მონაწილეობდა; კახაბერ თედლიაშვილი ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამკვიდრებდნენ თვითმკვლელობის ვერიას, მაგრამ ადვოკატთა და ექსპერტთა განმარტებით, თედლიაშვილი მოკლეს.

 

15.ჯონი ივანიშვილი, რუსთავის N6 საპყრობილის თანამშრომელი – ასევე, მონაწილეობდა კახაბერ თედლიაშვილის წამებაში;

 

16.ვინმე ანგო, გლდანის N8 საპყრობილე; სასტიკად აწამებს პატიმრებს;

 

17.დათო ხონსკი, გლდანის N8 საპყრობილე; სასტიკად აწამებს პატიმრებს;

 

18.გოდერძი გუნიავა, N7 საპყრობილის დირექტორი – აწამა გაიოზ ზვიადაძე;

 

19.ექიმი გია კირკიტაძე, რუსთავის N6 საპყრობილეში მუშაობს; მხილებულია პატიმართა წამებაში;

 

20.ექიმი აფციაური, რუსთავის N17 დაწესებულება; მხილებულია პატიმართა წამებაში;

 

21. შოთა თოლორდავა, ქსნის მე-15 საპატიმრო დაწესებულების დირექტორი; მხილებულია პატიმართა წამებაში;

 

22.კესო დანელია, ქალთა და არასრულწლოვანთა N5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის N5 დაწესებულების ექიმი; მხილებულია პატიმართა წამებაში;

23. დიმიტრი ჩხეიძე, ქსნის ციხის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი; სასტიკაც ცემა პატიმარი ილია ჭიჭიბოშვილი;

პოლიტპატიმარ ცოტნე გამსახურდიას ინფორმაციით, პატიმრებს სასტიკად აწამებდნენ:

24. გლდანის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელი ბექა მჟავანაძე,

25.ბაკურ ქავთარაძე,

26.რომან მიქავა,

27. ექიმები: ნუნუ მჭედლიშვილი და

28. მაყვალა მღებრიშვილი;

29. ზაზა ზარნაძე- რუსთავის მე-6 დაწესებულების სოციალური გამყოფილების თანამშრომელი. პატიმრებზე მიზანმიმართულ ფისიქოლოგიურ ზეწოლას და დაშინებას ახორციელებს.

 

ამონარიდი ”სიპიტის” (ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციით შექმნილი ორგანო) დასკვნიდან:

2010 წლის მონაცემებით, სასჯელაღსრულების სამინისტრო ”სიკვდილის ექსპორტს” შემდეგ კლინიკებში ახორციელებდა:

წამყვან ადგილზე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი იყო, სადაც ქალაქის საავადმყოფოში გარდაცვლილ პატიმართა 43%-იანი წილი მოდის;

მეორე ადგილზე ღუდუშაურის კლინიკა, სადაც ანალოგიური მაჩვენებელი 33,8%-ს შეადგენს;

ხოლო 2010 წლის მეორე ნახევრიდან გამოჩნდა მესამე (ახალი) დაწესებულება – თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი, სადაც გარდაცვალების 12,35% მოდის.

 

წინააღმდეგობის მოძრაობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე საინტერესოა, ადამიანები ესეთები რატომ ხდებიან? ციხეში პატიმარს რომ ცემენ, დავიჯერო, ისეთი მაგრები არიან, რომ სისტემის ტრაკით კი არ აკეთებენ მაგას, პროსტო თითონ არიან ძლიერი პიროვნებები? რაღაც არ მგონია. მგონი უფრო პირიქით, თითონ რომ არ აქვს არაფრის თავი, ამიტომ ჯავრს იყრის ციხეში პატიმარის ცემით, იმის იმედად, რომ პატიმარი მას ვერ უპასუხებს, მას სისტემა იცავს.

 

პ.ს. ეს ზაზა ზარნაძე ჩემი მეზობელია, ექიმი-ფსიქოლოგია თან. ვითომ ეგაა? მარა რაღაც არ გავს ეგეთ ტიპს, ძაან წყნარი, ბულკივით ტიპია. ერთი ხვალ უნდა შევაგინო, ვნახო აბა რას იზამს :) თუ ეგაა, ხო უნდა გამიტრაკოს :)

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ერთი ხვალ უნდა შევაგინო, ვნახო აბა რას იზამს

მიზანმიმართულ ფისიქოლოგიურ ზეწოლას და დაშინებას განახორციელებს შენზე :givi: ხვალ რო მოხვალ ფორუმზე, შეგეტყობა, შაშინებული იქნები :givi:

 

დაჩი

ავთო პოპიაშვილი

ამან რა ჩაიდინა? :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიზანმიმართულ ფისიქოლოგიურ ზეწოლას და დაშინებას განახორციელებს შენზე

დღეს ვკითხე, მეთქი შენა ხარ ბიჭო პატიმრებს რომ აწვალებ? :) მასტი ისე შეშინდა, დამშვიდება დავუწყე. არ ყოფილა ეგ. მე ეხოსკოპისტო ვარო (ეტყობა ეხოსკოპისტი და ფსიხოლოგი ამერია ერთმანეთში, ორივეში "ხ" ურევია და რავი აბა :) ), და როცა დაგჭირდება შენ ან შენ ახლობლებს, პრობლემა არაა, უფასოდ გამოგიკვლევთო, რა პატიმრებიო კაცო, რეებს მაბრალებო :) ისე, ერთი კაი რამე მაინც ვიხეირე დაჩის პოსტის წყალობით :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

(ეტყობა ეხოსკოპისტი და ფსიხოლოგი ამერია ერთმანეთში, ორივეში "ხ" ურევია და რავი აბა :)

:)) :)) :))

მოისპიიიიიიიიიი!

სკამიდან გადმოვვარდი

აააააააააააააა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Грузия избрана кандидатом в члены комитета против пыток на 2012-2015 годы

18.10.2011 18:30

 

В Женеве на 13-ой встрече стран участниц конвенции против пыток и другого жестокого, негуманного и унизительного обращения или наказания, прошли выборы пяти новых членов комитета против пыток. Как сообщает МИД Грузии, Грузией была представлена кандидатура народного защитника страны Гиоргия Тугуши.

 

В результате получения 97 голосов на выборах, кандидатура Грузии была избрана членом комитета против пыток, сроком на 2012-2015 годы. В комитет также были избраны кандидатуры Чили (111 голосов), Мавритании (105), США (82) и Сенегала (72).

 

Комитет состоит из 10 независимых экспертов и осуществляет мониторинг имплементации конвенции против пыток и другого жестокого, негуманного и унизительного обращения или наказания, странами участницами конвенции.

 

МИД Грузии приветствует успех грузинской кандидатуры и благодарит все страны участниц конвенции, за поддержку.

 

წატი თქვენი ჟენევაც და კონვენციაც :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...