Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

http://s1.ipicture.ru/uploads/20111006/Yi17t6m0.jpgსამართალის აღსრულებას სიმამაცე სჭირდება,

ჩუთლაშვილის საქმე

 

ვლადიმერ ჩუთლაშვილს შეთითხნილი ბრალდებით 2 წლიანი პატიმრობა მისაჯეს.

1982 წელს ვლადიმერ ჩუთლაშვილს უსამართლოდ ედავებოდნენ მიწას. მოსარჩლემ მზაკვრულ ხრიკს მიმართა, იგი წაიქცა და ჩუთლაშვილს დააბრალა - მცემაო.

სრულიად მართალი კაცი - ვლადიმერ ჩუთლაშვილი დაიჭირეს და 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ციხიდან განთავისუფლების შემდეგ, ჩუთლაშვილმა თავად გადაწყვტა სამათლის აღსრულება და ავაზაკ, მექრთამე სახელმწიფო მოხელეები თავად დასაჯა...

1989 წლის 9 ოქტომბრის ღამეს, ვლადიმერ ჩუთლაშვილმა სოფელ პატარა გლდანში, თავისი სახლის ეზოში, პისტოლეტ "ტტ"-თი თავში დაჭრა ცილისმწამებელი გ.ა. ღურჭუმელია.

იმავე წლის 18 ოქტომბერს, დილის 9 საათზე, გლდანის სასამართლოს ეზოში იმავე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა სახალხო მოსამართლე იური შალვასძე ადამია, უდანაშაულო ადამიანის გაწირვისათვის.

იმავე დღის 10 საათზე, სამუშაო კაბინეტში მოკლა გლდანის ყოფილი სახალხო სასამართლოს თავმჯდომარე დავით ვლადიმერისძე მატკავა.

ხოლო, დილის 11 საათზე მძიმედ დაჭრა წარსულში გლდანის "რაიაღმასკომის" თავმჯდომარე მურმან პლატონისძე ნიკოლაიშვილი.

სამართლის აღსრულების შემდეგ ჩუთლაშვილმა თავი დააპატიმრებინა ხელისუფლებას.

ყველა ზომოთ ჩამოთვლილი პირი მონაწილეობდა უდანაშაულო ჩუთლაშვილის გასამართლებაში, დაუმსახურებელ პატიმრობის მისჯაში...

სამართალი უნდა აღსრულდეს!

 

(თბილისის პროკურატურის გამოძიების მასალები, მოწოდებულია ყოფილ გამომძიებელ ლევან მახათაძის მიერ)

 

ზაზა დავითაიას წერილის მიხედვით - "ასავალ-დასავალი"

 

ბოლოთქმა:

ამ ამბის წაკითხვის შემდეგ, დღევანდელ საქართველოში გამრავლებული უსამართლობისა და განუკითხაობის პირობებში, ნაც-მოსამართლეებს, ნაც-ბრალმდებლებს, ნაც-გამომძიებლებს. ნაც-პოლიციელებს მშვიდი ძილი არ უნდა ჰქონდეთ, მუდმივი მოლოდინში უნდა იყვნენ, რომ დღეს თუ ხვალ, გამოჩნედებიან ჩუთლაშვილები, რომლებიც პასუხს მოსთხოვენ დათესილი ბოროტებისათვის.

საქართველოში 50 000-მდე პატიმარია და 300 000 თავდებში, თუ ე.წ. "საპროცესო გარიგებით" გარეთ მყოფი, დაყაჩაღებულ-აწიოკებული ოჯახი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 286
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Ostap

ციხის ხელმძღვანელობაზე ათასჯერ ვთქვი და არ განვმეორდები   აი ამ ხალხის კი მიკვირს ვინმე ერთი ვაჟკაცი არ გამოვიდა ლიმონკა რომ შეაგდოს და ამოჟუჟოს ყველა ვის აცოდებ თავს ან რაის სამართლიანობას ითხოვ შვილ

დაჩი

ნაცსაძმოელი ჯალათები   ცოტნე გამსახურდია მე-8 საპყრობილედან: "ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი მხეცობისა და სისასტიკის ჩადენა შეეძლო ადამიანს. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ადამინას, ანუ ამ შემთხვევაში

ტაშიი

სიმამრი ეჩხუბება ახალ სიძეს: სანამ სიძე გახდებოდი მეუბნებოდი მანდატური ვარო და ეხლა ვიგებ პროფესორი ყოფილხარ შე ჩათლახო მათხოვარო შენა

Posted Images

ეგ იარაღი ძაან მომწონს თამაში როა მაუნთ ენდ ბლეიდ მანდ სულ მაგას ვხმარობდი ერთი დარტყმით მძიმედ შეჯავშნულ რაინდს თავის ცხენინად შუაში აპობდა

 

ვლადიმერ ჩუთლაშვილი

რესპექტ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ორჯერ ნაკლები დაჩი გენაცვალე :givi:

300 000 პრობაციონისტიო, გავიგე და მართალია სატურნ?

 

მაგნები ხომ ცალი ფეხით ციხეში არიან...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

300 000 პრობაციონისტიო, გავიგე და მართალია სატურნ?

 

მაგნები ხომ ცალი ფეხით ციხეში არიან...

პრობაციონერთა რაოდენობა სიმართლე რომ ვთქვა არ ვიცი რამდენია. ციხეში არცერთი ფეხით არ არიან პრობაციონერები. უკან შეაბრუნებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პრობაციაზე ყოფნის დროს კანონს დაარღვევენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრობაციონერთა რაოდენობა სიმართლე რომ ვთქვა არ ვიცი რამდენია. ციხეში არცერთი ფეხით არ არიან პრობაციონერები. უკან შეაბრუნებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პრობაციაზე ყოფნის დროს კანონს დაარღვევენ.

სატურნ, მართლა მაინტერესებს...

მაგალითაც პრობაციაზე ხარ, რა კანონის დარღვევა შეგაბრუნებს უკან?

წითელ შუქზე გადასვლა თუ იგივე სიმძიმის დანაშაულის ჩადენა?

 

მაგალითად, პრობაციაზე ვარ იმის გამო, რომ ავარიის დროს კაცი დავამტვრიე... გადარჩა, მაგრამ მაინც მომისაჯეს 4 წელი...

რა უნდა დავაშავო რომ უკან შემაბრუნონ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

მაგალითაც პრობაციაზე ხარ, რა კანონის დარღვევა შეგაბრუნებს უკან?

წითელ შუქზე გადასვლა თუ იგივე სიმძიმის დანაშაულის ჩადენა?

 

მაგალითად, პრობაციაზე ვარ იმის გამო, რომ ავარიის დროს კაცი დავამტვრიე... გადარჩა, მაგრამ მაინც მომისაჯეს 4 წელი...

რა უნდა დავაშავო რომ უკან შემაბრუნონ?

წითელ შუქზე გადასვლა არ არის კანონდარღვევა. ავარია თუ შენი მიზეზით მოხდა კანონდარღვევაა და შეგაბრუნებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

წითელ შუქზე გადასვლა არ არის კანონდარღვევა. ავარია თუ შენი მიზეზით მოხდა კანონდარღვევაა და შეგაბრუნებენ.

არა, მე მაინტერესებს, თუ ჩემი მიზეზით მოხდა ავარია, ადამიანი დაშავდა, მაგრამ გადარჩა და არ მიჩივის (ფული გამტყავა კი ბლომად), მოვარჩინე, რა თქმა უნდა ჩემი ხარჯებით...

მომისაჯერ პრობაცია 4 წელი...

 

ახლა მაინტერესებს, რა უნდა დავაშავო, რომ ციხეში გამიშვან?

 

იგივე სიმძიმის დანაშაული?

თუ უფრო მსუბუქი კანონდარღვევაც საკმარისია ამისთვის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ უფრო მსუბუქი კანონდარღვევაც საკმარისია ამისთვის?

მსუბუქიც საკმარისი იქნება. კანონი არ უნდა დაარღვიო პრობაციონერობის დროს. და პლიუს ამას დროზე უნდა გამოცხადდე პრობაციის ოფისში რეგისტრაციის გასავლელად, თუ არ ვცდები კვირაში ერთხელ.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მსუბუქიც საკმარისი იქნება. კანონი არ უნდა დაარღვიო პრობაციონერობის დროს. და ამას დროზე უნდა გამოცხადდე პრობაციის ოფისში რეგისტრაციის გასავლელად, თუ არ ვცდები კვირაში ერთხელ.

გასაგებია... მადლობა

:)

და რა თქმა უნდა ქვეყნიდან ვერ გახვალ, ალბათ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მომისაჯერ პრობაცია 4 წელი...

ეს იმას ნიშნავს რომ დამნაშავედ გცნო სასამართლომ.

 

და რა თქმა უნდა ქვეყნიდან ვერ გახვალ, ალბათ

საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება ქვეყნის დატოვება, მხოლოდ გადასახადია ამაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს იმას ნიშნავს რომ დამნაშავედ გცნო სასამართლომ.

 

 

საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება ქვეყნის დატოვება, მხოლოდ გადასახადია ამაზე.

კი, დამნაშავე იყო ის ჩემი მეგობარი... თუმცა, უფრო უბედური შემთხვევა იყო... პარკოვკის დროს გაექცა მანქანა ...

მაგრამ მე როგორც ვიცი სასამართლო არ ყოფილა... თუმცა შეიძლება მეშლება...

პოლიციაში უთხრეს, შენ თვითონ მოურიგდიო...

დაშავებულმა მაგრად გაატყავა და პოლიციამ ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთო...

სასამართლოზე გასვლა კი ვერ გაბედა, არც ადვოკატებმა ურჩიეს... არ არის მაინცდამაინც სამართლიანიო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

მე როგორც ვიცი სასამართლო არ ყოფილა

ერთი ვარიანტია საპროცესო თუ გაუფორმეს. სხვანაირად აბა როგორ იქნებოდა პრობაციონერი?

 

აი შემთხვევები, როცა პრობაციაზე შეიძლება გაშვება:

1. თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანმება;

2. ჩადენილია განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან;

3. თუ მსჯავრდებული განაჩენის გამოტანის მომენტისათვის არასრულწლოვანია და მან პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე, მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული;

4. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას;

5. პირობით სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელები როგორებიცაა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ჯარიმა, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, ქონების ჩამორთმევა.

6. პირობით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

7. პირობითი მსჯავრის დროს სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს დააკისროს გარკვეული მოვალეობების შესრულება (მაგ. პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში; არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი; მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს; გაიაროს მკურნალობა და სხვ.)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

თუ მსჯავრდებული განაჩენის გამოტანის მომენტისათვის არასრულწლოვანია და მან პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე, მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული;

გვანცა ყუფარაძეს რატომ არ გაუფორმეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გვანცა ყუფარაძეს რატომ არ გაუფორმეს?

არ ვიცი.

რამდენადაც მახსოვს ადამიანის დაჭრაზე იყო იქ საუბარი, რაც მძიმე დანაშაულია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...