Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

21-03-2010

http://www.ambebi.ge/images/pictures/samartali/kaprali.jpgკაპრალი ნადიმ ცეცხლაძე, რატომ აწამეს და მოკლეს ნაცჯალათებმა?

პატიმარი ნადიმ ცეცხლაძე, რომელიც სასჯელს გეგუთის კოლონიაში იხდიდა, 11 თებერვალს წელს ქვემოთ მოწყვეტილი და უგონო მდგომარეობაში მყოფი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მას სხეულზე მრავალი დაზიანება აღენიშნებოდა. ნაწამები ცეცხლაძის ოჯახის წევრები ნაცხელისუფლებისაგან წამება-მკვლელობის გამოძიებას და სიმართლის დადგენას მოითხოვენ. ნადიმ ცეცხლაძეს მეუღლე და წლინახევრის შვილი ჰყავს.

 

გელა ნიკოლაიშვილი, ერთ-ერთი ხელმძღვანელი გაერთიანებისა "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის":

- 30 წლის კაპრალი ნადიმ ცეცხლაძე ჯარში ხელშეკრულებით მსახურობდა. მისი ნაწილი ბათუმში იყო განთავსებული, თვითონაც ბათუმელია, მაგრამ მისი ოჯახი გორის სოფელ მეჯვრისხევშია ჩასახლებული. ცეცხლაძე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა.

ომის შემდეგ შვებულებით შინ წავიდა, საიდანაც ნაწილში ოჯახური პირობების გამო დროულად ვერ დაბრუნდა. მიზეზი იყო ის, რომ მეუღლე დღე-დღეზე ბავშვს ელოდებოდა და ცუდად იყო (მან სექტემბერში იმშობიარა), მძიმედ გახლდათ მისი მოხუცი მამაც.

 

ნადიმ ცეცხლაძე ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის გაასამართლეს და თავდაპირველად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, შემდეგ გაასაჩივრა, სასამართლოში საპროცესო შეთანხმება დაუდეს, რის საფუძველზეც მას ერთი წლით სასჯელის მოხდა და 5 წლით პირობითი სასჯელი დაუტოვეს.

ჯერ 5000 ლარი გირაო გადავიხადეთ, შემდეგ საპროცესო გარიგება შემოგვთავაზეს. გორის პროკურატურა თანახმა იყო, საერთოდ პატიმრობა მოეხსნათ და მხოლოდ პირობითი და ის გადახდილი 5 000 ლარი ჯარიმის სახით დაეტოვათ, მაგრამ სასჯელარსრულების უწყებიდან მოითხოვეს, ერთი წელი მაინც დატოვეთ ციხეშიო. რატომ, რისთვის?!

მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ სიმართლეს მივაღწიო და ამას არავის ვაპატიებს“, - გვითხრა გარდაცვლილის მამამ შოთა ცეცხლაძემ.

როდესაც ცეცხლაძეს პირველ სასამართლოში ასამართლებდნენ, იგი ძებნილად გამოაცხადეს. სინამდვილეში, ცეცხლაძემ არ იცოდა, ძებნილი თუ იყო. როცა ეს შეიტყო, ნაცპოლიციაში გამოცხადდა.

- ნადიმ ცეცხლაძე გეგუთის პატიმართა ბანაკში იხდიდა სასჯელს. სასჯელის მოხდამდე 6 თვე ჰქონდა დარჩენილი. 10 თებერვალს ცეცხლაძის მოსანახულებლად კოლონიაში მამა მივიდა. მამა მასთან 22 თებერვალს მეორედ მივიდა ამანათის გადასაცემად და შეიტყო, რომ მისი ვაჟი სასწრაფოდ თბილისში, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

24 თებერვალს ნადიმ ცეცხლაძის ოჯახის წევრები მივიდნენ გლდანში, ციხის საავადმყოფოში, მაგრამ ციხის უფროსობამ არ მისცა შვილის ნახვის უფლება. მათ მხოლოდ მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და დეპარტამენტი ააწრიალეს, დართეს ნახვის უფლება. საავადმყოფოში შემზარავი სურათი დახვდათ:

შიშველი, ნაწამები, უგონო მდგომარეობაში მყოფი ნადიმ ცეცხლაძე თვალს კი ახელდა, მაგრამ გონზე არ იყო, ჰქონდა უშველებელი წვერი, თმა და ფრჩხილები. - ერთი კვირის გამოსაცვლელი პამპერსი ეკეთა, იწვა სველ და ბინძურ ზეწარზე.

 

ახლობლებმა 4 მარტს იგი მსგავს მდგომარეობაში ნახეს. ნადიმ ცეცხლაძე უაზროდ ლაპარაკობდა, მნახველები ვერ იცნო და თურმე იმეორებდა, კინოში მიღებთო?

მისმა მეუღლემ, ეკა თაბუკაშვილმა წერილობით მიმართა სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრს, სახალხო დამცველს, სასჯელაღსრულების მინისტრს...

ჯერჯერობით პასუხი არ არის. ოჯახის წევრების მთავარი მოთხოვნა იყო, პირველ რიგში, ნადიმის სიცოცხლე გადაერჩინათ და შემდეგ გაერკვიათ, რა მოხდა სინამდვილეში და ვინ აწამა იგი.

- იგი სასტიკად იყო ნაცემი. უამრავი დაზიანების გარდა, სხეულზე დამწვრობის კვალიც აღენიშნებოდა. ჰქონდა ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები. როგორც ექიმებმა თქვეს, მგრძნობელობა დაკარგული ჰქონდა.

გარდაცვლილი ნადიმ ცეცხლაძე ჯანმრთელი შევიდა ნაცსაპატიმროში. წინასწარ ძნელია თქმა, ვინ აწამა ცეცხლაძე. მივმართეთ სასჯელაღსრულების უწყებას, საიდანაც პასუხი არ მიგვიღია.

ეკა თაბუკაშვილი, ნადიმ ცეცხლაძის მეუღლე:

- ახლახან მივიღეთ ექიმის დასკვნა, სადაც წერია, რომ ჩემი ქმარი 11 თებერვალს უგონო მდგომარეობაში მყოფი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სხეულზე აღენიშნებოდა უამრავი დაზიანება. მოვითხოვთ, ყველაფერი სათანადოდ იქნას გამოძიებული და ამის ჩამდენები დაისაჯონ. ჩემს მეუღლეს 6 თვე ჰქონდა დარჩენილი სასჯელის მოხდამდე და საქმეს არ გაიფუჭებდა.

 

 

შოთა ცეცხლაძე, ნადიმის მამა:

„2010 წლის 10 თებერვალს გეგუთის ციხეში პირადად ვიყავი ჩასული და ჩემი შვილი აბსოლუტურად ნორმალურ მდგომარეობაში ვნახე. თითქმის 20 წუთი გვქონდა სასაუბრო დრო და ბევრი ვილაპარაკეთ. ამის შემდეგ, მის სანახავად, 22 თებერვალს ჩავედი. თუმცა შეხვედრა უკვე ვეღარ მოვახერხე. მითხრეს, რომ 11 თებერვალს უმძიმეს მდგომარეობაში გადაუყვანიათ თბილისში ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. იმ წუთში ძალიან გამიკვირდა ეს ფაქტი, რადგან წინადღით - 10 თებერვალს ჩემი თვალით ვნახე და საიმისო არაფერი სჭირდა, რომ მეორე დღეს საავადმყოფოში გადაეყვანათ. 23 თებერვალს ჩავედი თბილისში და ციხის საავადმყოფოში არ მომცეს შვილის ნახვის უფლება.

4 მარტს რომ ჩავედით, ჩემი შვილი სისველეში იწვა, უკვე ლპებოდა. უკვე აშკარად ეტყობოდა, რომ კოჭებში გადამტვრეული იყო. წელში გადამტვრეული იყო. საშინელ მდგომარეობაში იყო. 5 მარტს უკვე ქალბატონ ნანა კაკაბაძის მეშვეობით ყველასთვის ცნობილი გახდა, რაც ხდებოდა.

- ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ჩემი შვილის ასეთი მდგომარეობა ტუბერკულოზის, ვენერიული ან სხვა გადატანილი დაავადების ბრალიაო, მაგრამ არ მჯერა. ისინი ვიღაცას აფარებენ ხელს. მითხარით, რომელი დაავადება ტეხს წელში ადამიანს?!

ჩემი შვილი წელშია გადაწყვეტილი და მას ფეხის თითები დამტვრეული აქვს.

იცით, ტუბერკულოზი რამ დამართა? - ციხის საავადმყოფოში შიშველი რომ ეგდო ტალახში. ისე გავზარდე, ნემსი არ დასჭირვებია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი შვილი ნაწამებია. მოვითხოვ, დაისაჯოს გეგუთის კოლონიის უფროსი ბადრაგიან, ჯალათებიანად.

 

ჩვენთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ გარდაცვლილია კიდევ ერთი პატიმარი, რომელიც ნადიმ ცეცხლაძესთან ერთად საკანში იჯდა. ისიც სოფელ მეჯვრისხევიდან იყო. გარდაცვლილი პატიმარი - კეკელიშვილი 21 თებერვალს გადაასვენეს სოფელში. ცეცხლაძეებმა სწორედ მაშინ გაიგეს, რომ ნადიმ ცეცხლაძეც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეცხლაძე და კეკელიშვილი ერთად სცემეს, რომელთაგან ერთ-ერთი მაშინვე გარდაიცვალა.

„როდესაც 21 თებერვალს გარდაცვლილი კეკელიშვილი ჩამოიყვანეს სოფელში, სწორედ მაშინ გავიგეთ, რომ ნადიმიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ორივე ერთ საკანში იყვნენ მოთავსებულები“, - ამბობს შოთა ცეცხლაძე.

 

ნანა კაკაბაძე ნაცხელისუფალთაგან ჯერ კიდევ 5 მარტიდან ცდილობდა ნადიმ ცეცხლაძის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ზომების მიღებას. მან პატიმრის სიკვდილამდე ერთი დღით ადრეც, 17 მარტს პირდაპირ განაცხადა, რომ პატიმარი კვდება:

„მოვითხოვთ, ნადიმ ცეცხლაძესთან დაუყოვნებლივ შევიდეს სახალხო დამცველი და გაერკვეს საქმის ვითარებაში. ოჯახის წევრების ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ციხის უფროსობა არანაირ ზომებს არ იღებს ქალაქის საავადმყოფოში მისი გადაყვანისთვის, სადაც მას სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება გაეწევა“.

 

“მივმართავთ სახალხო დამცველს, რათა დაუყოვნებლივ ჩატარდეს ცეცლაძის ცხედრის გამოკვლევა. საქმის არსი გავაცანით ევროკავსირის ელჩი საქართველოში. მივმართავთ ყველა უფლებადამცველს, ხმა ავიმაღლოდ წამებით მოკლული ადამიანის შესახებ” – განაცხადა კაკაბაძემკაკაბაძემ აგრეთვე წარადგინა სურათები რომელზეც აღბეჭდილია ნაწამები პატიმრის სხეული.

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/IMG_0921.jpgნადიმ ცეცხლაძე, წამებით მოკლული პატიმარი

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/IMG_0920.jpghttp://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/IMG_0914.jpg

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე გორის სოფელ მეჯვრისხევში იმყოფებოდა, სადაც გეგუთის კოლონაში დაღუპული პატიმრის, ნადიმ ცეცხლაძის ოჯახის წევრები მოინახულა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 286
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Ostap

ციხის ხელმძღვანელობაზე ათასჯერ ვთქვი და არ განვმეორდები   აი ამ ხალხის კი მიკვირს ვინმე ერთი ვაჟკაცი არ გამოვიდა ლიმონკა რომ შეაგდოს და ამოჟუჟოს ყველა ვის აცოდებ თავს ან რაის სამართლიანობას ითხოვ შვილ

დაჩი

ნაცსაძმოელი ჯალათები   ცოტნე გამსახურდია მე-8 საპყრობილედან: "ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი მხეცობისა და სისასტიკის ჩადენა შეეძლო ადამიანს. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ადამინას, ანუ ამ შემთხვევაში

ტაშიი

სიმამრი ეჩხუბება ახალ სიძეს: სანამ სიძე გახდებოდი მეუბნებოდი მანდატური ვარო და ეხლა ვიგებ პროფესორი ყოფილხარ შე ჩათლახო მათხოვარო შენა

Posted Images

ახლა წავიკითხე ეს და გული გადამიქანდა. იცით რამე დამატებით ამ ფაქტის შესახებ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახლა წავიკითხე ეს და გული გადამიქანდა. იცით რამე დამატებით ამ ფაქტის შესახებ?

 

 

ფეხის გულებში რტყმა კეტის, ყველაზე მწარე ტკივილია.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 10 months later...

მართლმადიდებლების დევნა საქართველოში

October 18, 2010

 

http://a1.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/73128_134711699915103_133779100008363_210230_3113805_n.jpgმართლმადიდებლობისათვის დევნილნი

საქალაქო ნაც-სასამართლოს მოსამართლე, მილერი ხარებავა განაჩენს ჩურჩულით კითხულობდა. მსჯავრდებულები ფეხზე იდგნენ და საკუთარ განაჩენს გალობით ხვდებოდნენ. გალობისა და დარბაზში მსხდომი მამაოების შეგონებების დროს, ნაც-პროკურორები მოსამართლის სათათბირო ოთახიდან გაიპარნენ...

სიტყვებისათვის,"ნუ შემიგინებთ ღვთისმშობელს", _ მიესაჯოთ 4 წელი და 6 თვე, დაახლოებით ასე გამოიყურებოდა იმ 8 მართლმადიდებეწლი ბიჭისთვის გამოტანილი განაჩენი, რომლებმაც პირდაპირ ეთერში, ვინმე გარყვნილი დეისაძის "საიდუმლო სირობა" დაგმეს...

 

ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარი აურზაურის გამო, ზემოთ ჩამოთვლილი 8 ბიჭი, ორი მუხლით გაასამართლეს: ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლისა და ხულიგნობისთვის.

თუმცა, რომელ ჟურნალისტს შეუშალეს ხელი, ეს ვერც ბრალდებამ დაადგინა და ვერც სასამართლომ. დაზარალებულად, საქმეში, ერთი ჟურნალისტიც კი არ არის ცნობილი.

მანანა კობახიძე: თუკი საქმე ეხებოდა ტელეკომპანია "კავკასიის" დაცვას და ბრალდება თვლიდა, რომ ჩაიშალა გადაცემა "ბარიერი", დაზარალებულადაც კომპანია უნდა ყოფილიყო ცნობილი ან თავად გადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი. თუკი ვინმეს შეიძლებოდა ხელი შეშლოდა, ეს ჯანგირაშვილი იყო. ასეთ ვითარებაში, გამოძიებამ იგი მხოლოდ მოწმედ წარმოადგინა და არ ცნო დაზარალებულად.

ბიჭები ჯოგური ხერხით გაასამართლეს. ყველას 4 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. ნაც-მოსამართლე მილერი ხარებავამ, ერთი განმასხვავებელი ნიშანიც კი ვერ იპოვა მათ ქმედებაში.

ხარებავამ არც საპატრიარქოს თავდებობა გაითვალისწინა და არც პარლამენტარების.

პარლამენტარებმა: დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ლევან ვეფხვაძემ, ნიკა ლალიაშვილმა და ჯონდი ბაღათურიამ, სხვადასხვა ეტაპზე, ორ-ორჯერ შეიტანეს შუამდგომლობა ბიჭების თავდებით გამოშვებაზე.საპატრიარქოს და პარლამენტს არც პროკურატურა ენდო და არც სასამართლო...

ე.წ. "საპროცესო შეთანხმებაზე" კი განსასჯელებმა ცალსახად უარი განაცხადეს, _ ცილისწამება დიდი ცოდვაა და საკუთარ თავს, ცილს ვერ დავწამებთო...

მილერი ხარებავამ, ზუმბაძეს ბოლო სიტყვაც არ დაასრულებინა.

" ზუმბაძემ, თავისი ბოლო სიტყვა, ცოტა შორიდან დაიწყო და თქვა, რომ ეს სიტუაცია მას აგონებდა მე-20 საუკუნის დასაწყისს, როდესაც მართლმადიდებლობას დევნიდნენ და დამპყრობმა ხელისუფლებამ ცუდად დაამთავრა. ამ განცხადების გამო, ნაც-მოსამართლემ, საკმაოდ მკაცრად შეაწყვეტინა სიტყვა.

როგორც ჩანს, მარტო ნაცებისაგან მართულ გარყვნილ დეისაძეს აქვს გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში! მაგრამ, მისი გამოხატვის თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც ის სხვის რწმენაში შეიჭრება და შეურაცხოფს მას!

გამოხატვის თავისუფლება არ არის უზნეობა!

უზნეო თავისუფლება სიგიჟეა!

...და ბოლოს, რწმენისათვის პატიმრები, ნაცების მიერ დაპყრობილ საქართველოშიც გაჩნდნენ!"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქალაქო ნაც-სასამართლოს მოსამართლე, მილერი ხარებავა

კაცო, თუ კი მოსამართლე იცით ვინაა, ამდენი სურათების გამოფენას, ერთი კაცი ვერ მოიძებნა ისეთი, ვინც მაგ მოსამართლეს ან შვილს დაუსახიჩრებდა, ან დედას, ან მამას, ან ძმას, ან დას. რა არის ეგეთი ნეულავიმია?

ონ ჩტო, პულენეპრობივაემი? ©ლუჩიანო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცო, თუ კი მოსამართლე იცით ვინაა, ამდენი სურათების გამოფენას, ერთი კაცი ვერ მოიძებნა ისეთი, ვინც მაგ მოსამართლეს ან შვილს დაუსახიჩრებდა, ან დედას, ან მამას, ან ძმას, ან დას. რა არის ეგეთი ნეულავიმია?

ონ ჩტო, პულენეპრობივაემი? ©ლუჩიანო

მართალი ხარ!

=========================================================

 

პატიმარი ქალები არაადამიანურ პირობებში არიან

07-03-2011

 

http://journalist.ge/uploads/news_5028.jpgპატიმარი ქალები "ჯოჯოხეთში"

რუსთავში, ახლადგახსნილ ქალთა საპატიმროში, უმძიმეს პირობებში ყოფნას შიმშილობით შეეწინააღმდეგებიან.

. ნანა კაკაბაძე: ”პატიმარი ქალების მდგომარეობა საკანონმდებლო ცვლილებებმა დაამძიმა. ისინი ოჯახის წევრებს ვეღარ ხვდებიან, მხოლოდ მინის მიღმა, ტელეფონით შეუძლიათ ახლობლების ნახვა.

ქალი პატიმრები პირდაპირ ცემენტის იატაკზე არიან, რის გამოც მათში სხვადასხვა დაავადებები გავრცელდა. სამედიცინო გამოკვლევაზე საუბარი ზედმეტია, შესაბამის წამლებსაც ვერ იღებენ. მათ არ აქვთ დაბანის საშუალება. ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემატა. პატიმრებმა შეხედეს, რომ შედეგი ვერ გამოიღო განცხადებების წერამ, ადვოკატებისთვის ამ ამბების დაბარებამ და გადაწყვიტეს მიმართონ უკიდურეს სახეს - შიმშილობას”.

ქალებს არა მარტო მეუღლეებთან, შვილებთან შეხვედრის საშუალებაც კი მოუსპეს. რამდენიმე თვის წინ თითქოს ყველაფერი გამოასწორეს და გრძელვადიანი პაემნები აღადგინეს, მაგრამ ისეთი ფასი დააწესეს, რომელსაც პატიმრები და მათი ოჯახები ვერ გადაიხდიან.

- რა ღირს ერთი პაემანი?

- ამ ცვლილების მიხედვით, გრძელვადიანი შეხვედრა 24-საათიანი იქნება და 60 ლარი ეღირება. ბუნებრივია, პატიმრის ოჯახისათვის ეს ძალიან დიდი თანხაა, ყველა ოჯახს უჭირს პატიმრის შენახვა და ამას უნდა დაემატოს 60-ლარიანი შეხვედრა, რომელიც უფასო იყო, ვიდრე სააკაშვილი და მისი ნაც-ხელისუფლება არ გააუქმებდა. ეს ცვლილება ჯერ ყველა ციხეში არ ამოქმედებულა, საცდელი სახით მხოლოდ არასრულწლოვანთა ციხეებშია, მაგრამ ნელ-ნელა სხვა საპატიმროებშიც შემოაქვთ.

ადრე გრძელვადიან შეხვედრაი ერთიდან 3 დღემდე გრძელდებოდა, ახლა კი შემოიღეს ერთდღიანი შეხვედრა, რომელიც ნაკლებად შეიძლება ჩითვალოს გრძელვადიანად. მსგავსმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, არა მარტო დაამძიმა პატიმარ ქალთა მდგომარეობა, სულიერადაც გაანადგურა ისინი

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის წერილობითი თხოვნის საფუძველზე. სახალხო დამცველის ოფისიდან, ხატიაშვილისთვის გამოგზავნილი წერილის მოკლე შინაარსი ასეთია - №5 საპატიმრო დაწესებულების ყველა საკანში ბეტონის იატაკია, გათბობის და წყალგაყვანილობის სისტემა მოშლილია, საკნები დანესტიანებული. რუსთავში, ახლადგახსნილ ქალთა საპატიმროში, უმძიმეს პირობებში ყოფნას შიმშილობით გაამოხატავენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
არა შეგეშალათ მემგონი მასწავლებლის ხელფასი 250 კი არა 150 ლარია ზოგს კი საერთოდ 50 ლარს უხდიან :(
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი

მაგრამ სასჯელარსრულების უწყებიდან მოითხოვეს, ერთი წელი მაინც დატოვეთ ციხეშიო. რატომ, რისთვის?!

 

რას ქვია ერთი წელი მაინც დატოვეთო სასჯელაღსრულება მსრჯავდებულების გამოშვება არ გამოშვებას კარნახობს პროკურატურას სრული სიცრუე

 

 

დაჩი

- ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ჩემი შვილის ასეთი მდგომარეობა ტუბერკულოზის, ვენერიული ან სხვა გადატანილი დაავადების ბრალიაო- ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ჩემი შვილის ასეთი მდგომარეობა ტუბერკულოზის, ვენერიული ან სხვა გადატანილი დაავადების ბრალიაო

 

და ვინ გამორიცხავს ამას

 

დაჩი

იცით, ტუბერკულოზი რამ დამართა? - ციხის საავადმყოფოში შიშველი რომ ეგდო ტალახში.

 

ასეთ მსრჯავდებულებს ტალახში დაგდებულს არ ტოვებენ სრული სიცრუე

 

 

დაჩი

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი შვილი ნაწამებია. მოვითხოვ, დაისაჯოს გეგუთის კოლონიის უფროსი ბადრაგიან, ჯალათებიანად.

 

 

ამ ფაქტს დამტკიცება უნდა თუ ვერ დაამტკიცეს ვერავინ ვერ დაისჯება

 

 

 

 

 

 

დაჩი

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეცხლაძე და კეკელიშვილი ერთად სცემეს,

 

ვინ გაავრცელა ან როგორ გავრცელდ აან როგორ დადგინდ არომ სცემეს ან რატომ სცემეს ეს ორი მსრჯავდებული არ გაგჩენია შეკითხვა ან ვინ დაამტკიცებს რომ ნაცემები არიან კეკელიშვილის ოჯახმა რატომ არ მოახდინა რეაგირება?

 

 

 

 

 

დაჩი

ცეცხლაძე ჯარში ხელშეკრულებით მსახურობდა.

 

ასევე არ უნდა დაერღვია ხელშეკრულება რის გამოც მოხვდა ციხეში

 

დაჩი

მართლმადიდებლობისათვის დევნილნი

 

აღნიშნული პირები არიან ფანატიკოსები რომლებსაც გააჩნიათ აგრესიული ქმედებებისკენ მიდრეკილება ღმერთის სახელით ხოლო ჩვენს ქუჩებში არარ განმეორდება მეორე ფანატიკოსი ამმა ბასილი და ახალ ჯვაროსნულ ლაშქრობებს ვეღარ მოვაწყობთ

 

ყველა აგრესიული მოქალაქე რომელიც ფიზიკურ შეურაწყოფას მიაყენებს მოქალაქეს მის მიმართ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები ხოლო მართმადიდებლობა და ეკლესია და სხვა ფარი ვერ დაიცავს მათ მართლმსაჯულებისაგან

 

და კიდევ რაღაც იდიოტური ორგანიზაციების დაარსება რომლებიც მართმადიდებლობას დაიცავს საქართველოში და ამ მიზეზით ახალგაზრდობას დაარბევენ მაგალითად ჰელოუინზე დამრტავდა ეს და ვინც ამას გააკეთებს წავა ციხეში და მერე მსხვერპლი ვარ მართმადიდებლობას შეწირული აღარ უშველით ნუ შეიძლება სამოთხეში მოხვდნენ

 

 

დაჩი

პატიმარი ქალები "ჯოჯოხეთში"

 

მსრჯავდებული ქალბატონები არანაკლები აგრესიულობით გამოირჩევიან და არანაკლები დანაშაულები აქვთ ჩადენილი მათ შორის ისეთი მძიმე დანაშაულები როგორიცაა მკვლელობა თაღლითობა ნარკოტიკული საშუალებების შენახვა გასაღება

 

 

 

 

 

დაჩი

რუსთავში, ახლადგახსნილ ქალთა საპატიმროში, უმძიმეს პირობებში ყოფნას შიმშილობით შეეწინააღმდეგებიან.

 

 

რა უმძიმესი პირობებია ან ამ პირობებს შიმშილობას რო უმატებენ ვის აუჩუყდება გული

 

დაჩი

”პატიმარი ქალების მდგომარეობა საკანონმდებლო ცვლილებებმა დაამძიმა. ისინი ოჯახის წევრებს ვეღარ ხვდებიან, მხოლოდ მინის მიღმა, ტელეფონით შეუძლიათ ახლობლების ნახვა.

 

გამყოფი პლასმასის სარკე და სხვა ახალი წესები არის ევროპული სტანდარტები რომელიც ჩადებულია დაწესებულების მშენებლობის პროექტში ეს ¨მინა¨ არის იმის გარანტი რომ მსრჯავდებულმა არ მიიღოს უკანონო და სიცოცხლისთვის საშიში საგნები ახლობლისგან

თუ ვეღარ ხვდებიან მინის მიღმა როგორ ხვდებიან და საუბრობენ

 

 

დაჩი

ტელეფონით შეუძლიათ ახლობლების ნახვა.

 

ის ერუსეთის აგენტ კაკაბაძეს ჯერ გრამატიკა ესწავლა დ აშემდეგ აკეთოს განცხადება

 

პლასმასის გამყოფი სარკის ორივე მხარეს არის აპარატი რომლის საშუალებითაც საუბრობს მსრჯავდებული და მისი ახლობელი

 

 

დაჩი

ქალი პატიმრები პირდაპირ ცემენტის იატაკზე არიან, რის გამოც მათში სხვადასხვა დაავადებები გავრცელდა.

 

ახალ დაწესებულებაში არის ყველა პირობა შექმნილი ნორმალური ცხოვრებისთვის საწოლები საშხაპეები კარგი კვება და ასე შემდეგ

 

კაკაბაძე ცრუობს ხოლო მსრჯავდებულ ქალბატონებს დაავადებები აქვთ წინა ცხოვრებიდან ლოთობა ნარკოტიკები და სხვა

 

 

 

დაჩი

- ამ ცვლილების მიხედვით, გრძელვადიანი შეხვედრა 24-საათიანი იქნება და 60 ლარი ეღირება. ბუნებრივია, პატიმრის ოჯახისათვის ეს ძალიან დიდი თანხაა, ყველა ოჯახს უჭირს პატიმრის შენახვა და ამას უნდა დაემატოს 60-ლარიანი შეხვედრა, რომელიც უფასო იყო, ვიდრე სააკაშვილი და მისი ნაც-ხელისუფლება არ გააუქმებდა. ეს ცვლილება ჯერ ყველა ციხეში არ ამოქმედებულა, საცდელი სახით მხოლოდ არასრულწლოვანთა ციხეებშია, მაგრამ ნელ-ნელა სხვა საპატიმროებშიც შემოაქვთ.

 

სისტემას ჭირდება დამატებითი შემოსავლები იმ ოჯახებს რომლებსაც სამწუხაროთ არ გააჩნიათ ეს თანხა თავის მსრჯავდებულს ნახავენ როცა იგი განთავისუფლდება

 

დაჩი

ადრე გრძელვადიან შეხვედრაი ერთიდან 3 დღემდე გრძელდებოდა, ახლა კი შემოიღეს ერთდღიანი შეხვედრა, რომელიც ნაკლებად შეიძლება ჩითვალოს გრძელვადიანად. მსგავსმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, არა მარტო დაამძიმა პატიმარ ქალთა მდგომარეობა, სულიერადაც გაანადგურა ისინი

 

ადრეც ჯალათბეი ვიყავით ეხლაც ჯალათები ვართ შესაბამისად ისწავლიან კარგის და ცუდის და უარესის გარჩევას რაც უფრო კარგი პირობები მყარდება მეტი უნდათ და მაინც უკმაყოფილოები არიან შესაბამისად ჯერ სად ხარ განადგურებას

 

 

დაჩი

მილოცვა!

 

აღნიშნული მოქალაქე იხდის სასჯელს რომელიც დაუმტკიც აგამოძიებამ და შეუფარდა მოსამართლემ

 

ასავალ დასავალი ხოველთვის გლიჯავდა და დღესაც ფორმაში არიან

 

 

ჰა ჰა არსად დაგეკარგოთ ამისთანა გმირები შეგინახავთ და როცა დაგჭირდებათ გამოვუშვებთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

არა შეგეშალათ მემგონი მასწავლებლის ხელფასი 250 კი არა 150 ლარია ზოგს კი საერთოდ 50 ლარს უხდიან

 

უფასო ყველი მხოლოდ სატაგურშია უფასო განათლება მეტ დაფინანსებას ვერ მიიღებს აღნიშნული მასწავლებლები არიან ჩვეულებრივი უფასო სახელმწიფო სკოლების მასწავლებლები სადაც სწავლობენ დაბალი კლასების შვილები როლმებსაც არ ჭირდებათ განათლება იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მომავალში არ დაჭირდებათ განათლების გამოყენება ამის საშუალება ა რმიეცემათ შესაბამისად აღნიშნულ მასწავლებლებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლოაბ გენიოსების გამოზრდაზე გადის დრო ირებენ იმ ხელფასს რაც უნდა მიიღონ

 

 

პრესტიჟული სკოლების მასწავლებლებს დიდი ხელფასები აქვთ და რატომ იმიტომ რომ ზედა კლასების შვილები სწავლობენ და დ ამათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმიტომ რომ ეს შვილები მომავალში მიიღებენ პრესტიჟულ სამსახურებს სადაც დაჭირდებათ განათლების გამოყენება რომელიც ძვირი დაჯდ ამაგრამ საქმეს ჭირდება

 

ყველაფერი ბუნების მკარცი მგლური ლოგიკური კანონებით არის მოწყობილი და მოწყენილი სმაილიკით მაგ საქმეს ვერ უშველი ხო იცი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

რაღაც აზრი ვერ გამოვიტანე მაგ პოსტიდან :D მაგრამ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს რომლებიც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდებსაც ჩააბარებენ როგორც მახსოვს 1190 ლარი აქვთ ხელფასი მემგონი... მოკლედ 1000 ლარზე მაღლა რომ არის ეგ ნამდვილად ვიცი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

რაღაც აზრი ვერ გამოვიტანე მაგ პოსტიდან

 

სახელმწიფო სკოლებში ვინც სწავლობს იმ ბავშვებს დაასაქმებენ მძღოლებად მებაღეებად მცველებად მენაგვეებად შესაბამისად ის მასწავლებლები რომლებიც მათ ასწავლიან პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებულნი არიან მომავალ მძღოლს ასწავლოს კარგად შესაბამისად ხელფასი აქვს ცოტა

 

კერძო სკოლებში ვინც სწავლობს იმ ბავშვებს დაასაქმებენ პარლამენტში პროკურატურაში პოლიციის მაღალ თანამდებობებზე ბანკებში შესაბამისად ის მასწავლებლები რომლებიც მათ ასწავლიან არიან პასუხისმგებლობის ქვეშ რომ მომავალ პროკურორს მისცეს კარგი განათლება და შესაბამისად იღებს კარგ ხელფასს

 

 

გაიგე თუ ვერა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გასაგებია რასაც ამბობ იმისდამიუხედავად რომ არასწორია მაგი... ანუ საჯარო სკოლებში ნასწავლი ხალხი ნამდვილად არ გამოდის მხოლოდ მძღოლი და რაღაც... ზოგადად ეგ ფენა რათქმაუნდა არის თუმცა იცი რამდენი საჯარო სკოლაში მოსწავლე აბარებს შემდგომ უმაღლეს სასწავლებელში?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

იცი რამდენი საჯარო სკოლაში მოსწავლე აბარებს შემდგომ უმაღლეს სასწავლებელში?

 

ვიცი და მაგ დაბალი კლასის წარმომადგენელი რომელიც ჩააბარებს მაგალითად ჯავახიშვილში აიღებს იურისტის დიპლომს დაიწყებს პროკურატურაში მუშაობას 10 დან მისი შანსია 1 და ისიçც ნათესავის დახმარებები და ნუ იცი როგორც ხდება

 

და გინდაც დაიწყოს პირველივე შემცირებაში მოაყოლებენ და დაწინაურებაზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და გინდაც დაიწყოს პირველივე შემცირებაში მოაყოლებენ და დაწინაურებაზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია

ეგ დამოკიდებულია არა იმაზე სად ისწავლე არამედ იმაზე თუ რა ცოდნა გაქვს :)

 

 

მე მაგალითად კომპიტერულ სფეროს მივყვები და სულ ერთ ადგილას მკიდია ვინ სად სწავლობს და როგორ აქ მთავარია ვის რა ცოდნა აქვს და ამ ცოდნის შესაბამის სერტიფიკატს იღებს ხალხი ანუ ვთქვათ არის ცოდნის 4 საფეხური ხო? მაგარ კოლეჯში ნასწავლს თუ მესამე საფეხურის სერტიფიკატი აქვს (CCNP) ის საერთოდ ახლოსაც ვერ მივა და ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევს იმ ბომჟს რომელსაც მეოთხე საფეხურის სერტიფიკატი ექნება (CCIE) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...