planetanews Posted June 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2010 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან კონსტანტინე გრიშენკოსთან, ასევე ქვეყნის სხვა უმაღლეს პირებთან - იუწყება საქართველოს საგარეო უწყება. გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი უკრაინაში 10-11 ივნისსაა დაგეგმილი. შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა სმაინისტროს ცნობით, მხარეები განიხილავენ საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს და რეგიონალური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის, ხელი მოეწერება შეთანხმებას საჰაერო მიმოსვლის შესახებ. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts