Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გალში მიმდინარე მოვლენებზე


Recommended Posts

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა გალში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

 

სტივ ბერდი, პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ გალში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისინი ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან იღებენ. ეს წყაროები სხვადასხვა ორგანიზაციები, ასევე, ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან.

 

ბერდის თქმით, რა ხდება დღეს გალში, მისთვის ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა გუშინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ გალის რაიონში მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა სამი ადგილობრივი თანამდებობის პირი, ჭრილობები მიიღეს სხვა პირებმაც, ადგილი ჰქონდა დაკავებათა რიგს და გავრცელდა ცნობები რამდენიმე სახლის გადაწყვის შესახებ.

 

ბერდი ამბობს, რომ გალში ვითარების დეტალები მისთვის უცნობია, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ აქვს შესაძლებლობა შევიდეს რეგიონში.

 

”მას (მისიას) არ შეუძლია ამ ინციდენტების ზუსტი არსის ან დინამიკის დადგენა.”

 

ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მისია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს კომენტარებისგან, რომლებსაც შეუძლია კიდევ უფრო გაზარდოს დაძაბულობა რეგიონში.

 

”თავშეკავება არის საჭირო იმისათვის, რომ ზიანი არ მიადგეს ადგილობრივი მოსახლეობის ნდობას და საფრთხე არ დაემუქროს სტაბილურობას”

 

არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შეხვედრა ხელისუფლების ყველა შესაბამის წარმომადგენელს შორის აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...