planetanews Posted June 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2010 ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომა ნატოს გენერალური მდივანი გახსნის, რომლის შემდეგაც დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას გამოსვლა. NATO-ს ვებ გვერდის მიხედვით შეხვედრის პირდაპირი სტრიმინგია დაგეგმილი. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში ხვალ, 10 ივნისს დაიწყება. ხვალვე შედგება ნატო-უკრაინის კომისიის სხდომა. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა კი 11 ივნისს, თბილისის დროით 10.00 საათზე დაიწყება. ”ეჭვიც არ მეპარება, რომ ის [საქართველოს თავდაცვის მინისტრი] მოისმენს ყველა მინისტრისგან, რომ ნატოს კარი კვლავაც ღიაა საქართველოსთვის, ასევე მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ჩვენს განზრახვას განვაგრძოთ ჩვენი თანამშრომლობა და ჩვენი პარტნიორობა,” - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 7 ივლისს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. ”საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი და ნატო განაგრძობს ამ მიმართულებით [საქართველოს] დახმარებას,” - დასძინა მან. რასმუსენმა ასევე განაცხადა, რომ ალიანსი ყურადღებით ადევნებდა თვალს 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე მან არა ერთხელ მკაფიოდ განუცხადა, რომ ”წარმატებული ადგილობრივი არჩევნები ნატო-საქრთველოს კომისიის ფარგლებში თანამშრომლობის პროგრესისთვის უმთავრესი იქნებოდა”. ”ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ადგილობრივი არჩევნები წარმატებულად ჩატარდა და რა თქმა უნდა, ეს ძალიან პოზიტიური ნაბიჯია. ასევე მინდა განვაცხადო, რომ მე ველოდი წარმატებულ ადგილობრივ არჩევნებს, რადგანაც ეს თავისთავად მიმაჩნდა, რომ [საქართველოს] პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ბოლომდე მიიყვანოს საქართველოს დემოკრატიული რეფორმები; ჯერ კარგად მიდის საქმე. ეს დადებითად იქნება აღნიშნული, როდესაც ჩვენ საქართველოს თავდაცვის მინისტრს შევხვდებით,” - განაცხადა რასმუსენმა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts