planetanews Posted June 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/observateur.jpg პარიზი – პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კმაყოფილია საქართველოსადმი საფრანგეთის უპირობო და „უყოყმანო“ მხარდაჭერით, იმ შეშფოთების მიუხედავად, რომელიც რუსეთისთვის „მისტრალის“ ტიპის სამხედრო გემების მიყიდვის გეგმამ გამოიწვია. ეს საკითხი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის საფრანგეთში ვიზიტის მეორე დღეს ელისეს სასახლეში ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრის დროს, ერთი საათის განმავლობაში განიხილებოდა. „რა თქმა უნდა, ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ. მაგრამ მთავარი, საფრანგეთის უყოყმანო, ძლიერი, ძალიან სიმბოლური და იმავდროულად, პრაქტიკული დახმარებაა, რომელსაც ეს ქვეყანა საქართველოს და მთელ რეგიონს უწევს“, – განაცხადა მან ელისეს სასახლიდან გამოსვლის შემდეგ. „საფრანგეთი ის ქვეყანაა, რომელიც ჩვენ უპირობო და უყოყმანო მხარდაჭერას გვიწევს“, – დასძინა მან. საფრანგეთმა, ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის ზოგიერთი მეზობლის (საქართველოს და ბალტიის ქვეყნების) შეშფოთება გამოიწვია, როდესაც რუსეთთან ექსკლუზიური მოლაპარაკებების შემდეგ, მოსკოვისთვის „მისტრალის“ ტიპის ოთხი სამხედრო ხომალდის მიყიდვის თაობაზე განაცხადა. შარშან რუსეთის სამხედრო ფლოტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ასეთი გემის საშუალებით, რომელსაც სამხედრო ოპერაციების მმართვა, ვერტმფრენების და ტანკების, ასევე სადესანტო საშულებების ტრანსპორტირება შეუძლია, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან ომის დროს რუსეთი საკუთარ სამხედრო მიზნებს 40 წუთში განახორციელებდა. ძალიან პოზიტიური როლიმოსკოვმა ბოლო დროს საფრანგეთთან შეთანხმების რეალიზაცია ეჭქვეშ დააყენა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებს ნატოს კიდევ ორ წევრ ქვეყანასთან, ესპანეთთან და ნიდერლანდებთან გააგრძელებს. ელისეს სასახლის ცნობით, ნიკოლა სარკოზი სამხედრო ტექნიკის რუსეთისთვის ამგვარი მიყიდვის პრინციპს იცავდა და აღნიშნავდა, რომ თუკი რუსეთისგან ითხოვდნენ პარტნიორულ მოქმედებას ყველა სფეროში, მათ შორის უსაფრთხოებასა და თავდაცვაში, ისიც პარტნიორივით იქცეოდა. „და იმის მიუხედავადაც კი, რომ „მისტრალის“ პრობლემის ირგვლივ კითხვები არსებობს, საფრანგეთის როლი მთელ რეგიონში, ძალიან, ძალიან პოზიტიურია“, – გაიმეორა მიხეილ სააკაშვილმა. მისი ვიზიტი საფრანგეთში რუსეთის პრემიერ–მინისტრის ვლადიმერ პუტინის ვიზიტის წინა დღეს მიმდინარეობს. „საფრანგეთს არასდროს შეუსუტებია მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მარტო ის ფაქტი, რომ ჩემი ოფიციალური ვიზიტი, პუტინის ვიზიტის წინა დღეებში მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია. ეს ჩემი ქვეყნის იზოლაციისკენ მიმართულ რუსეთის ძალისხმევას მარხავს“, – განაცხადა პრეზიდენტმა 20 minutes–თან ინტერვიუში. საფრანგეთი მოლაპარაკებებს მართავდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებაზე, რომელმაც დაასრულა უკანსკნელი კონფლიქტი საქართველოს და რუსეთს შორის და დღეს განაგრძობს აქტიურობას, რათა საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და თავისუფალი სავიზო რეჟიმის მიღწევაში დაეხმაროს. სამშაბათს, ნიკოლა სარკოზიმ გამოთქვა სურვილი, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები „ამ ზაფხულიდან“ დაიწყოს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts