Jump to content
Planeta.Ge

ამ არჩევნებმა დაგვანახა,რომ მიშას პოლიტიკას უჭერს უმეტესობა მხარს.


Recommended Posts

Saturn

აი ამაზე მაქვს ზუსტად საუბარი. ადექვატურობა მიახლოებით შენი ამ პოსტების დონეზე აქვს ჩვენს ოპოზიციას. იმიტომაც იგებენ ხოლმე სამში გრძელს.

მერე იტყვი - მინუსებს მიწერს კისა უაზროთ :)

კიდევ კაი სიტყვა არააგექვატურობა ისწავლე, თორემ აი ამის სამარა დარჩებოდი "სამში გრძელს." :user:

 

ვორნი +20%

Edited by asesino_141
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 57
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

georgekh13

და რა ვთქვი ტყუილი?

 

არ მოკლეს რობაქიძე?

თუ მეშლება?

რობაქიძე რომ მოკლეს ბევრჯერ მეტი მოკლეს მასეთი კაცი იმ წინა ეპოქაში. და როცა ვლაპარაკობ დადებით მომენტზე, ეს დადებითი მომენტი იმაში მდგომარეობს რომ ასეთი ფაქტების რაოდენობა ხარისხობრივად შემცირდა. გასაგებია რომ რობაქიძეს მაგით არაფერი არ ეშველება და არც მისი ოჯახისთვის არაა ეგ ნუგეშის მიმცემი, მაგრამ სტატისტიკის ჭრილში თუ განიხილავ, პროგრესია.

 

ცოტა კორექტულობა არ გვაწყენდა...

თუ შენ პოლიტიკოსი ხარ, რომელიც კენჭს იყრიდა სადმე მაშინ უკაცრავად, ბოდიშს გიხდი. თუ არა და ეგ სამში გრძელი შენ არ გეხება. მასეთებს და კიდევ ბევრჯერ უარესს ამბობენ აქ პოლიტიკოსებზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

კიდევ კაი სიტყვა არააგექვატურობა ისწავლე

ბავშვობიდან ვიცი

 

დარჩებოდი "სამში გრძელს."

მოდერაცია, მიხედეთ უზრდელ იუზერს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მოდერაცია, მიხედეთ უზრდელ იუზერს.

დიახ, მოდერაციავ!

მიხედეთ უზრდელ იუზერს :yes:

 

Saturn

 

View PostSaturn, on Today, 12:49 PM, said:

აი ამაზე მაქვს ზუსტად საუბარი. ადექვატურობა მიახლოებით შენი ამ პოსტების დონეზე აქვს ჩვენს ოპოზიციას. იმიტომაც იგებენ ხოლმე სამში გრძელს.

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი პოსტი ეხებოდა პოლიტიკოსებს. მათი უდიერად მოხსენიება არ ისჯება აქ განსხვავებით იგივე ქმედებისაგან, რომელიც ფორუმელის მიმართ განხორციელდა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

 

რობაქიძე რომ მოკლეს ბევრჯერ მეტი მოკლეს მასეთი კაცი იმ წინა ეპოქაში. და როცა ვლაპარაკობ დადებით მომენტზე, ეს დადებითი მომენტი იმაში მდგომარეობს რომ ასეთი ფაქტების რაოდენობა ხარისხობრივად შემცირდა. გასაგებია რომ რობაქიძეს მაგით არაფერი არ ეშველება და არც მისი ოჯახისთვის არაა ეგ ნუგეშის მიმცემი, მაგრამ სტატისტიკის ჭრილში თუ განიხილავ, პროგრესია.

 

 

თუ შენ პოლიტიკოსი ხარ, რომელიც კენჭს იყრიდა სადმე მაშინ უკაცრავად, ბოდიშს გიხდი. თუ არა და ეგ სამში გრძელი შენ არ გეხება. მასეთებს და კიდევ ბევრჯერ უარესს ამბობენ აქ პოლიტიკოსებზე.

 

მაგი დაგიწერე მეც პირველ წერილში, კომუნისტები სტატისტიკურად რომ უდგებოდნენ საკითხს და მეფის რუსეთს სჯობდნენ, უხაროდათ...

 

მე როგორც ვიცი, მიშა დემოკრატიულ ქვეყანას აშენებს, თუ არ აუშენებია უკვე, ბოლო აგურებს დებს უკვე მას თუ დავუჯერებთ, და ყოველი ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია ასეთ საზოგადოებაში...

და კიდევ, ვინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ის ხალხი ვინც ციხეში არის ახლა, რობაქიძესავით არ არის შეტენილი საქმეებით დაპატიმრებული, ნაწილი მაინც...

 

რობაქიძე რომ მოკლეს, რა თქმა უნდა ეს ტრაგედიაა, მაგრამ ეს ერთი პიროვნების, ერთი ოჯახის ტრაგედიაა, მაგრამ ამავდროულად მისი საქმე უფრო დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის, რამეთუ ის ეჭვს ბადებს პატრულის სიპატიოსნეში... და ესაა ქვეყნისთვის უდიდესი დანაკარგი ,,,

ერთი ნაციკი მიმტკიცებდა, რობაქიძე რომ მოკლეს, ეს გადახრააო, თორემ პარტიის გენერალური ხაზი ძირითადად მომწონსო და ვემხრობიო... არ გაგონებს ეს რამეს? ნამდვილად, ბოლშევიკური მიდგომაა ეს, მეტი არაფერი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

დაგიწერე მეც პირველ წერილში, კომუნისტები სტატისტიკურად რომ უდგებოდნენ საკითხს და მეფის რუსეთს სჯობდნენ, უხაროდათ

სტატისტიკურად შედარება მიღებულია წინა წლებთან . არ არსებობს სხვა გზა იმის დასადგენად პროგრესი გაქვს კონკრეტულ სფეროში თუ რეგრესი. და მეფის რუსეთი იყო ვთქვათ 1970 წლიდან 50-ზე მეტი წლით დაშორებული. აქედან გამომდინარე ის შედარებაც არ იყო სწორი.

 

მისი საქმე უფრო დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის, რამეთუ ის ეჭვს ბადებს პატრულის სიპატიოსნეში

აშშ-შიც ხდება მასეთი შემთხვევბი. ლონდონშიც მოკლა პოლიციამ რამდენიმე წლის წინ პირი, რომელიც ტერორისტი ეგონათ და კანონმორჩილი მოქალაქე იყო. ყველანაირად უნდა ვეცადოთ ასეთი შემთხვევების თავიდან აცილებას, მაგრამ მაინც მოხდება ხანდახან.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშას მხარს უჭერს საქ. მოსახლეობის 25% თავის პოლიციან, ჯარიან, ჩინოვნიკიანებიან,

ნაცმოს აქტივისტებიანად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

 

სტატისტიკურად შედარება მიღებულია წინა წლებთან . არ არსებობს სხვა გზა იმის დასადგენად პროგრესი გაქვს კონკრეტულ სფეროში თუ რეგრესი. და მეფის რუსეთი იყო ვთქვათ 1970 წლიდან 50-ზე მეტი წლით დაშორებული. აქედან გამომდინარე ის შედარებაც არ იყო სწორი.

 

 

აშშ-შიც ხდება მასეთი შემთხვევბი. ლონდონშიც მოკლა პოლიციამ რამდენიმე წლის წინ პირი, რომელიც ტერორისტი ეგონათ და კანონმორჩილი მოქალაქე იყო. ყველანაირად უნდა ვეცადოთ ასეთი შემთხვევების თავიდან აცილებას, მაგრამ მაინც მოხდება ხანდახან.

ვიცოდი მაგას რომ დამიწერდი :)

 

სხვაობა ალბათ იცი რა არის ჩვენსა და ამერიკას შორის?

თუ განვავრცო? :)

 

კაი... იქ ისჯება დამნაშავე პოლიციელი, ჩვენთან არა... არ მითხრა ახლა, ჩვენთანაც ისჯებაო... გირგვლიანის მკვლელების ქეიფი ნანახაი გექნება ციხეში... და მისი მკლელობის შემკვეთები რომ არ დაუჭერიათ, ესეც გეცოდინება...

ესაა სხვაობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

სხვაობა ალბათ იცი რა არის ჩვენსა და ამერიკას შორის?

ვიცი. შენ თუ იცი ამერიკა რამდენ ხანს მიდიოდა და რა გზა გაიარა სანამ მაგ მდგომარეობამდე მიაღწევდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

 

ვიცი. შენ თუ იცი ამერიკა რამდენ ხანს მიდიოდა და რა გზა გაიარა სანამ მაგ მდგომარეობამდე მიაღწევდა?

ჩვენ და ამერიკა სხვადასხვა გზით მივდივართ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აშშ-შიც ხდება მასეთი შემთხვევბი. ლონდონშიც მოკლა პოლიციამ რამდენიმე წლის წინ პირი, რომელიც ტერორისტი ეგონათ და კანონმორჩილი მოქალაქე იყო. ყველანაირად უნდა ვეცადოთ ასეთი შემთხვევების თავიდან აცილებას, მაგრამ მაინც მოხდება ხანდახან.

 

 

კი ხდება,მაგრამ მინიმუმ ანთავისუფლებენ სამსახურიდან და თუ გადაამეტა,ციხეშიც სვამენ.

 

 

ეს თემა პოლიციაზე არ არის.ეს ოპოზიცია არაფრის მაქნისი არ არის კარგა ხანი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ყველაფერი მაგი წინა არჩევნებზეც იყო უფრო მრავლად.ეგ მაქსიმუმი 10%-ია. დანარჩენი?

დაახლოებით მაინც იცით კარუსელების და ნასამართლევებზე ზეწოლის მასშტაბები? ან რაიონებიდან აქტივისტების ჩაწერის რაოდენობა?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

გასაგებია რომ რობაქიძეს მაგით არაფერი არ ეშველება და არც მისი ოჯახისთვის არაა ეგ ნუგეშის მიმცემი, მაგრამ სტატისტიკის ჭრილში თუ განიხილავ, პროგრესია.

მანდ მარტო პოლიციელის მიერ ადამიანის მკვლელობაში კი არაა საქმე(ეს სამწუხაროდ ყვლგან ხდება),არამედ მას მერე განვითარებულ მოვლენებში, როდესაც ერთი დანაშაულის ჩადენას ზედ კიდევ ბევრი რამე დაამატეს, კერძოდ პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ უდანაშაულო ბიჭებისთვის იარაღის ჩადება და ამის ტელევიზიებით ტირაჟირება.

ხოლო გირგვლიანის შემთხვევაში დანაშაულის დაფარვაში პრეზიდენტიდან,მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის,მინისტრების და საპარლამენტო უმრავლესობის ჩათვლით ყველამ მიიღო მონაწილეობა.

newstudio

დაახლოებით მაინც იცით კარუსელების და ნასამართლევებზე ზეწოლის მასშტაბები? ან რაიონებიდან აქტივისტების ჩაწერის რაოდენობა?!

წინა არჩევნებზე მაგი გაცილებით მეტი იყო და მაშინ ნაცებმა თბილისში 160 000 ხმა აიღეს, ხოლო ეხლა კი თითქმის 250 000.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

მე სხვანაირად ვიტყოდი. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას მოსწონს დადებითი ძვრები, რაც უდავოდ არის ამ ქვეყანაში შევარდნაძის ეპოქის შემდეგ

 

ამ ედვარდით ნუ იცით რა შეღუტუნება, დამღლელია უკვე ეს ამბე.

მაშინ კომუნიზმის ხანას შევადაროთ და სულ დასხვრეტები ყოფილან ესენი დაბა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...