FIORENTINO Posted August 17, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2008 რამაზ საყვარელიძე: რუსეთ-საქართველოს შორის დადებულ შეთანხმებაში საქართველოს ინტერესები ნაკლებადაა გათვალისწინებული რუსეთ-საქართველოს შორის დადებულ სამშვიდობო ექვს პუნქტიან ხელშეკრულებაში, საქართველოს ინტერესები ნაკლებადაა გათვალისწინებული, განაცხადა აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენთთან საუბრისას პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ. რამაზ საყვარელიძის თქმით, უმთავრესი ის არის, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოში დგანან და პირველი ამოცანა ამ ძალების გაყვანაა. დანარჩენი საკითხები სიმწვავით ამას არც კი შეედრება. ასეთ სიტუაციაში საქართველოს შეიძლება კომპრომისებზე წასვლა მოუწიოს იმისთვის, რომ ეს საკითხი გადაწყვიტოს. ხშირად რუსული ძალისმიერი პოლიტიკა ასეთ ნაბიჯებზეა გათვლილი, რათა რუსეთმა შეძლოს და მიიღოს ის შედეგები, რაც მას სურს. საყვარელიძის თქმით, რუსეთმა საქართველოს წერტილოვანი ანექსია მოახდინა. რაც შეეხება მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას, უპირველეს ყოვლისა რუსეთის ხელისუფლებას უნდა დაეკისროს, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაცია ამისთვის მთელი წელიწადი ემზადებოდა. სხვა მხრივ პასუხისმგებლობის თემას უნდა დავუბრუნდეთ მაშინ, როცა რუსული ტანკები აღარ იდგებიან საქართველოში, იმ პოზიციებზე მაინც, სადაც ამ დროისთვის დგანან. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.