Jump to content
Planeta.Ge

ვიწყებ ომს II და ბოლო სერია


Recommended Posts

akkai

ტექნიკურად როგორ შეიძლება გაკეთდეს.

სახლიდან სკაიპში, ვებ კამერით როგორ შეიძლება ტრანსლაცია გააკეთო,რომელსაც ბევრი ადამიანი ნახავს.

საიტია რამე ტრანსლაციების?

დომენის სახელის ყიდვა გინდა და ეგაა რა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 75
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

babuagiorgi

ალბათ გახსოვთ ჩემი პროტესტი, ლურსმალი და ა.შ. ეს თემა "გავაღვიძე" ერთი რამის გამო, ისწავლეთ თქვენ უფლებების მოთხოვნა ხალხო. არ დათომთ როდესაც იცით ის რომ სიმართლე გაქვთ. ჩემი აზრით საქართველოში ძალიან

babuagiorgi

ფორუმს ჩემი ბოდიში რომ იმ პირველ თემაში არ გავაგრძელე. არ ვიცი რამედნად მართებული იყო ისევ ახალის გახსნა, მაგრამ ჩემი აზრით შეიძლება იმსახურებს ეს ამბე ახალ თემას.   მაშინ თემა დამთავრდა პროტესტით, რო

 Anima Libera

babuagiorgi ღმერთმა ძალა მოგცეს ბაბუ, დღესვე რომ შეჭამო საჭმელი ვინც სირცხვილად შერაცხოს მოუტყან დამსმელი,   მაგრამ შიმშილობის შეწყვეტის საფუძველი ჩეხეთის მხრიდან რა ქმედება შეიძლება გახდეს?

babuagiorgi

 

დომენი გააქ ნაყიდი?

 

სიამოვნებით ვუყურებდი შენს პრესკონფერენციას ღია ეთერში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტექნიკურად როგორ შეიძლება გაკეთდეს.

სახლიდან სკაიპში, ვებ კამერით როგორ შეიძლება ტრანსლაცია გააკეთო,რომელსაც ბევრი ადამიანი ნახავს.

საიტია რამე ტრანსლაციების?

საიტი აუცილებელია სამივე ვარიანტში.

თუ რადიოსადგური გინდა გქონდეს უნდა აკკაუნტი იყიდო სპეციალურ სერვერზე. იქვე ირჩევ ერთდროულად რამდენს შეუძლია შენი მოსმენა (ამაზეა დამოკიდებული რამდენს გადაიხდი).

მერე ირჩევ ჩაწერილი გახვალ აუდიტორიაზე, თუ მიკროფონით პირდაპირ. პლეერი დევს შენს საიტზე. ამ საიტზე ამ პლეერის ბმულს არიგებ (რეკლამით ავრცელებ) და შემოდის ხალხი და უსმენს.

ეგრეა ტელე-ც.

 

უბრალოა. ბაბუას გამოადგებოდა, მაგრამ ამბობს მომეტებული ხმაური ავნებსო ბრძოლას. ესეთ რამეებში ვერ შევეკამათები, თვითონ უკეთესათ იცის. ისე ჩემი დახმარება თუ დასჭირდება, babuagiorgi , მე მზათა ვარ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

თუ რადიოსადგური გინდა გქონდეს უნდა აკკაუნტი იყიდო სპეციალურ სერვერზე. იქვე ირჩევ ერთდროულად რამდენს შეუძლია შენი მოსმენა (ამაზეა დამოკიდებული რამდენს გადაიხდი).

 

ძვირი ჯდება ეს სიამოვნება?

ოღონდ ტელე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტექნიკურად როგორ შეიძლება გაკეთდეს.

სახლიდან სკაიპში, ვებ კამერით როგორ შეიძლება ტრანსლაცია გააკეთო,რომელსაც ბევრი ადამიანი ნახავს.

საიტია რამე ტრანსლაციების?

 

სტრიმინგი.

ვებ-გვერდზე ყენდება პროგრამა და ასევე კომპიუტერშიც უნდა გქონდეს სპეციალური პროგრამა. windows აქვს ეს უფასო.

დაყენება არაა ძნელი. დომენიც მაქვს ასე 5-ი. მაგრამ ჩეხებისთვის ეს არის დაკარგული ამბე.

 

შევხედოთ ამას სხვა კუთხით.

1968 წელს როდესც ჩეხმა სტუდენტმა ოკუპაციის პროტესტის ნიშნად პრაღაში თავი დაიწვა, იმის შემდეგ ჩემი პროტესტი ხეზე ხელის მიჭედებით მეორეა რაც აქ საერთოდ იყო, ასე ვთქვათ ოდნავ მძიემე კუთხით აღებული.

ერთი მხვრივ თავი რომ დავანებოთ ყველაფერს და არ ვეძებოთ მტყუან მართალი ხომ უნდა ყოფილიყო ეს ამბე მედიისთვის საინტერესო?

რა თქმა უნდა კი, მაგრამ მედია სადღაც ასახავს ქვეყანაში ხახლის დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხის მიმართ. მედია კი ჰყიდის ან სთავაზობს ხალხს იმას რაც აინტერესებთ.

აქედან გამომდინარე არა არის ჩეხეთში პოპულარული თემა ემიგრანტი - რასიზმი - შოვინუზმი, განსაკუთრებით, როდესაც ეს საკითხი სახელმწიფო სტრუქტურებს ეხება.

კანადამ ჩეხეთს ამის გამო ისევ სავიზო რეჟიმი აღუდგინა, რასაც ესენი აქ ძალიან განიცდიან.

 

ასეთი საკითხის გარღვევა უფრო საზღვარგარეთიდან თუ არის შესაძლებელი ვიდრე ადგილობრივი მედიიდან. თუ საზღვარგარეთიდან ეს ამბე გავიდა, მერე ესენი იძულებულნი იქნებიან აქაც გააშუქონ.

 

პ.ს რაც შეეხება საზღარგარეთ, აქც ოდნავ უხერხული მომენტია. ყველაზე ნაღდი ეს ამბე რუსული პრესიდან იქნება, ესენი დაცხებდნენ ჩეხებს დიდი სიამოვნებით, მაგრამ მე არ მინდა. რა, რა რუსეთიდან არა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთ ერთი მომენტი იყო ჩეხეთში სათვისტომოს აზრიც. სათვისტომო დიდი არაფერი აქ, მაგრამ ამათი სიჩუმე ჩეხებისთვის სადღაც გასამართლებელი საბუთია.

როდესაც სკჰინედები შემომივარდნენ, მაშინ არიქა, "განცხადებები" დაიზგავნა მედია აგენტურებში და მცირე გამოხმაურებაც იყო, მაგრამ როდესაც საქმე სახელმწიფოს შეეხო და შემთხვევით გახდა ცნობილი ის, რომ ამ საქმეში არაა სკჰინედები პრობლემა, არამედ პოლიცია................... სიჩუმეა. აბსოლუტურად მკვდარი სიჩუმე. :) ვუთახი ისე ერთს და "სადაო კაცო სათვისტომო." საპაკაზუხოდ რომ უნდათ მაშინ არის და ეხლა უცებ გამქრალა.

დავუწერე მანდ ეს ამბე და ნახონ, გული მოიფხანონ, საბაბი მონახონ თავი გაიმართლონ და "ჩქიმი პაკაზუხა" არ დაავიწყდეთ ესაა მთავარი. :givi:

 

http://www.samshoblo.net/?lang=ru

 

"ახია ჩვენზე რაც ხდება

 

ისე კაცმა რომ სთქვას ახია ჩვენზე რაც ხდება და უარესიც გვეკუთვნის. ჩეხეთში რომ უცხოელს როგორც საზოგადოების არათანასწორუფლებიან წევრად ექცევიან , ჩემი აზრთ სიახლე არაა, არც ის მიკვირს რომ ეს თავჩაქინდრული უცხოელები ჩუმად რომ არიან და ხმას არ იღებენ.

 

სიტყვის ამოღებას ვინ ჩივის და სხვა რომ ამოიღებს ხმას, არც მაშინ ჰყოფნით გამედაობა მხარი დაუჭირონ იმას რასაც თვითონ ვერ ბედავენ.

 

არ გავაგრელებ ამაზე ბევრს საუბარს და მხოლოდ ერთ მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას.

 

1968 წლის შემდეგ ჩეხეთში ოკუპაციის პროტესტის ნიშნად თავი რომ დაიწვა სტუდენტმა იან პალახმა, იმის შემდეგ ჩემი აქცია ხელის მიჭედებით თუ იყო სიმძიმით ახლოს, თორემ აქ ხომ საერთოდ არავინაა ხმის ამომღები და მიახლოებითაც არ მომხდარა მაგვარი რამ.

 

შეილება შეილძლება არ ვარ მე მართალი და სულ ტყუილად ვაპროტესეტბ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც რომ ინტერესი ექნებოდა მედიას ხომ ფაქტია. პრობლემა ერთია აქაურ საზოფგადოებას არ აწყობს საუბარი შოვინიზმ–რასიზმზე, როდესაც ეს სახელმწიფოს ეხება, აბა სკჰინედებზე საჩვენებელი პიარის მედიალიზაცია არაა აქ პრობლემა. რა უნდა მოვთხოვო მე უცხოელმა ჩეხეთის მედიას, მაშინ როდესაც არ აქვთ სურვილი იმაზე საუბრისა, რაც ჩეხეთის საზოგადოებისათვის მიუღებელია.

 

თუმცა ჩხეთში “რადიო თავისუფლებაც” არის. თავისუფლება კი არი , მაგრამ ამ რადიოს თავისუფლებას ხმა კარგა ხანია ჩაუწყდა და დღეს თბილი სამსახურისა და ყავის სტუდია უფრო ჰქვია ვიდრე რადიო.

 

იყონ გაჩუმებული, რას ვიზამ. ვინ ვარ მე ერთი უბრალო ემიგრანტი, რომელიც როდესაც ვინმეს უჭირდა, თანამემამულე იყო ეს თუ არათანამემაულე, ციხეებიდანდან დაწყებული სავაადმყოფოებით დამთავრებული დავწოწიალობდი და ვეხმარებოდი რით შემეძლო. როგორც ჩემზე ერთმა ავადმყოფმა გოგომ სთქვა ვისაც ადრე დავეხმარე, “დებილი დედა ტერეზააო”. ხო და ბატონოჩემნო როდესაც ამ “დებილი დედა ტერეზას” მხარდაჭერა დასჭირდა შეძვრა ყველა სოროში.

 

ვიცი რომ ამის გასამართლებლად მილიონ საბაბს მონახავთ, მაგრამ ნამუს რას უზამთ არ ვიცი.

 

ხო და ახია ჩვენზე რაც ხდება და უარესი გვეკუთვნის ამათგან. წყნარად და მშვიდათ აიტანეთ ეს დამცირება. მერე რა რო, მთავრია არ შეამჩნიოთ და დიდი მადლობა გადაუხადეთ იმთათ, ვინც ასე გექცევათ, სამაგიოროდ სითბო და საჭმელი არ მოგაკლდებათ. ხო და რა უნდა ადამიანს, როდესაც ეს კუჭი გასკდომაზე აქვს? ალბათ არაფერი.

 

პ.ს ჩემსაც მივაღწევ ასე იქნება ეს თუ ისე. სახელმწიფოს ამ ბრძოლას ვერ მოვუგებ, მაგრამ წაგებითაც არ წავაგებ. 7.6.2010 შიმშილობა გამოვაცხადე. არ ვწევარ გარეთ და არ ვარ საჩვენებლად გამოფენილი, უბრალოდ იმათმა იციან ვისაც ეს ეხება.

 

მომავალში არ დაგავიწუდეთ ამაღლებული სადღეგრელოებში “ჩქიმი პაკაზუხა” ადამიანობაზე და საქართველოსა უდიდეს სიყვარულზე საუბარი."

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს გასინჯე http://www.ustream.tv/get-started

 

შენს გვერდით ვარ :*

 

მადლობა.

აქ ნეტში რომ გავუშვა რამე იგივე ეფექტი იქნება რასაც სათვისტომოს გვერდებზე ვდებ. უბრალოდ არ ვდებ სათვისტომოს სახელით. არ მაქვს უფლება. ეს თავჯდომარემ უნდა გააკეთოს, თუმცა გვერდები ჩემია.

 

ვცდილობ ეს გავიტანო ევროპის სხვა ქვეყნების მედიაში, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამათმა გააკეთონ რამე. ისე ამას არ ეშველება ვიცი მე ეს.

 

ამ რადიო ტავისუფლების კიდევ რა. ვიცნობ თან ამათ და ევასთან არიან ღრმად შემძვრალი :givi:

 

იმედია ნერვები არ მიმტყუნებს, მაგრამ თუ რამე გავაკეთე პირველ რიგში ამათ უდა დავცხო რა. ესენი აქ გინდ აყოფილან და გინდ არა

 

გავუგზავნე ეხლა კიდევ ერთხელ

 

 

"ხართ მედია თუ ეს ისე მხოლოდ მედიის შირმას ამოფარებული.

თუ თავისუფლება ხართ უნდა იყოთ თავისუფლება თუ არა და დახურეტთეს თქვენი კანტორა, როდესაც სათქმელს ვერ ლაპარაკობთ."

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბაბუა

რუსული მედიაც არ დაუთმობს ყურადღებას. მე არავინა მყავს ნაცნობი ჟურნალისტები. მარტო რაიონულ გაზეთში "Наш Район" იტვიძლია ვცადო. ისიც მეეჭვება, რომ დაინტერესდეს. რუსებს რომ ზღუდავდნენ ჩეხები აქ ყველა გაზეთი მოინდომებს დაბეჭვდას.

 

აქ რუსები ჰკიდიათ ფეხებზე, და აბა ქართველზე მოიკლავენ თავს? როგორც ქართული პრესა რუსის შევიწროვებაზე ხმას არ ამოიღებს. რუსი რომ იყვე ისე გაბერავენ, იმდენს თავისას დაამატებენ, რომ საკუთარ თავსაც ვერ იცნობ... :what:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაცხადებ უვადო შიმშილობას. გუშინდელი დღის 12 საათიდან საჭმელი არ მიმიღია და არც მივიღებ თუ გინდ ეს ქვეყანა ორად გამსკდარა. არსად არ მივდივარ, ვიქნები სახლში და გარეთაც არ გავალ.

თუ ამ ბრძოლის მოგება არ შეიძლება ისე მაინც გავაკეთებ რომ წაგებითაც არ წავაგო.

ვინ იცის რა მოხდება მომავალში და შეიძლება ერთ დროს ამას აზრიც ექნება.

შეაგროვე შენზე მასალები პრესიდან/მედიიდან/ნეტიდან და მიმარტე შტატებს ტავშესაფრის ტქხოვნით. მოგეწონება. თუ პენისია გეკუტვნის და მოგცეს ტავშესაფარი პენიასაც მოგცემენ. დაისვნებ ბაბუ...სადმე ცენტრალურ ან სამხრეტის სტატში 1 პატარა ქალაქში იქნები შენტვის წყნარად და ბედნირად სულ რომ არ იმუშავო ისე.... :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბაბუა

რუსული მედიაც არ დაუთმობს ყურადღებას. მე არავინა მყავს ნაცნობი ჟურნალისტები. მარტო რაიონულ გაზეთში "Наш Район" იტვიძლია ვცადო. ისიც მეეჭვება, რომ დაინტერესდეს. რუსებს რომ ზღუდავდნენ ჩეხები აქ ყველა გაზეთი მოინდომებს დაბეჭვდას.

 

აქ რუსები ჰკიდიათ ფეხებზე, და აბა ქართველზე მოიკლავენ თავს? როგორც ქართული პრესა რუსის შევიწროვებაზე ხმას არ ამოიღებს. რუსი რომ იყვე ისე გაბერავენ, იმდენს თავისას დაამატებენ, რომ საკუთარ თავსაც ვერ იცნობ... :what:

 

ანტიფაშისტურში მყავს მანდ, მაგრამ არ მინდა.

ამაზე არ ვფიქრობ საერთოდ.

 

შეაგროვე შენზე მასალები პრესიდან/მედიიდან/ნეტიდან და მიმარტე შტატებს ტავშესაფრის ტქხოვნით. მოგეწონება. თუ პენისია გეკუტვნის და მოგცეს ტავშესაფარი პენიასაც მოგცემენ. დაისვნებ ბაბუ...სადმე ცენტრალურ ან სამხრეტის სტატში 1 პატარა ქალაქში იქნები შენტვის წყნარად და ბედნირად სულ რომ არ იმუშავო ისე.... :)

 

17 წელია გავრბივარ შაქრო და დავიღალე.

რატომ არ ვცადო ის რომ აქ გავაკეთო გასაკეთებელი.

სახლში რომ შემძლოს ამ ამერიკის და სხვა ქვეყნების .............

ეს დალოცვილი 10 წელია სვებს რომ ეხებოდა გამომდიოდა, მარა ოდნავ შეიცვალა სიტუაცია, ხო და გამოსწორება უნდა ამ საქმეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ ხარ ბაბუ?

 

ჩემს გარდა ყველა მხარს უჭერს შენ პროტესტს (პროტესტს მეც მხარს უჭერ მეთოდს არ ვამართლებ თორე), მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვი რომა პროტესტის სხვა ფორმა რომ გამოიყენო და შიმშილობა შეწყვიტო უკეთესი იქნება :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აზრით ყინული დაიძრა.

 

ერთი ძლიერი გაზეთის მთავრი რედაქტორი დაინტერესდა და ამ დღეებში გამოჩნდება თუ ექნება სურვილი რეპორტაჟი გაუშვას.

 

დღეს მოველაპარაკე კიდევ ერთ გაზეთს. აქეთ დამირეკეს და იმ კვირაში გაკეთდება რეპორტაჟი, ესეც მთელი რესპუბლიკით გამოდის და ცნობილი გაზეთია.

 

შსს პოლიციის პრეზიდიუმთან არსებული კონტროლის განყოფილებამ დაიწყო გამოძიება იმ პოლიციელების თობზე რომლებმაც იმ დღეს ჩემი ობიეკტის ძალადობისას ნეონაცისტებს მხარი დაუჭირეს.

 

ასე რომ შეიძლება ითქვას პროტესტებმა ნაყოფი გამოიღო, მაგრამ ჯერ იმ კვირაში თუ არ გადაიფიქრეს მოლაპარაკებული ინტერვიუ და თუ გადავხტი მერე ვიტყვი ნაღდ ჰოპს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ემი აზრით ყინული დაიძრა.

 

ერთი ძლიერი გაზეთის მთავრი რედაქტორი დაინტერესდა და ამ დღეებში გამოჩნდება თუ ექნება სურვილი რეპორტაჟი გაუშვას.

 

დღეს მოველაპარაკე კიდევ ერთ გაზეთს. აქეთ დამირეკეს და იმ კვირაში გაკეთდება რეპორტაჟი, ესეც მთელი რესპუბლიკით გამოდის და ცნობილი გაზეთია.

 

შსს პოლიციის პრეზიდიუმთან არსებული კონტროლის განყოფილებამ დაიწყო გამოძიება იმ პოლიციელების თობზე რომლებმაც იმ დღეს ჩემი ობიეკტის ძალადობისას ნეონაცისტებს მხარი დაუჭირეს.

 

ასე რომ შეიძლება ითქვას პროტესტებმა ნაყოფი გამოიღო, მაგრამ ჯერ იმ კვირაში თუ არ გადაიფიქრეს მოლაპარაკებული ინტერვიუ და თუ გადავხტი მერე ვიტყვი ნაღდ ჰოპს.

იმედია სასურველ შედეგს მიიღებ.. თუ გამოძიება დაიწყეს უშედეგო შენი აქცია უკვე აღარ არის, ასე რომ აწი რაც დაემატება მაი ჰამბავს მხოლოდ აქციის პლუსებში წავა..

 

შიმშილობის შეწყვეტაზე არ ფიქრობ ბაბუ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...