Jump to content
Planeta.Ge

ვიწყებ ომს II და ბოლო სერია

Recommended Posts

babuagiorgi

ვაცხადებ უვადო შიმშილობას. გუშინდელი დღის 12 საათიდან საჭმელი არ მიმიღია და არც მივიღებ თუ გინდ ეს ქვეყანა ორად გამსკდარა. არსად არ მივდივარ, ვიქნები სახლში და გარეთაც არ გავალ.

თუ გინდა შედეგის შანსი მაინც გქონდეს, რაც შეიძლება მეტად ხმაურიანი უნდა იყოს.

ამაზე უკეთესად ვერავინ იტყვის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 75
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

babuagiorgi

ალბათ გახსოვთ ჩემი პროტესტი, ლურსმალი და ა.შ. ეს თემა "გავაღვიძე" ერთი რამის გამო, ისწავლეთ თქვენ უფლებების მოთხოვნა ხალხო. არ დათომთ როდესაც იცით ის რომ სიმართლე გაქვთ. ჩემი აზრით საქართველოში ძალიან

babuagiorgi

ფორუმს ჩემი ბოდიში რომ იმ პირველ თემაში არ გავაგრძელე. არ ვიცი რამედნად მართებული იყო ისევ ახალის გახსნა, მაგრამ ჩემი აზრით შეიძლება იმსახურებს ეს ამბე ახალ თემას.   მაშინ თემა დამთავრდა პროტესტით, რო

 Anima Libera

babuagiorgi ღმერთმა ძალა მოგცეს ბაბუ, დღესვე რომ შეჭამო საჭმელი ვინც სირცხვილად შერაცხოს მოუტყან დამსმელი,   მაგრამ შიმშილობის შეწყვეტის საფუძველი ჩეხეთის მხრიდან რა ქმედება შეიძლება გახდეს?

შეცდომებზე სწავლობენ.

აქ ევროპაში ოდნავ სხვა მიდგომაა საჭირო. ჰოლანდიაში ნახეთ ხო რა მოხდა დედოფალს რომ ელოდებოდნენ და შეკრებილ ხალხში ვიღაცამ დაიყვირა. პანიკა ატყდა და სადღაც 30 ადამიანი მძიმედ დაშავდა.

ესენი აქ ძალიან სუსტი გულისანი არიან. არ უნდა მივცე საბაბი იმისა რომ ვთქვათ რაღაც აგრესიულად ვიქცევი. არ აქვს მნიშვნელობა ვის, თუ გინდ შენ თავს. შემდგომ ამას უკუეფექტი აქვს.

წინა აქცია ამ მხვრივ ძალიან ზომიერი იყო.

ეხლა კი დღეს დავაგზავნე პრესაში ჩეხურ ენაზე ამ აქციის თაობაზე მასალა.

ხვალ დილით ჩემს პირად ექიმთან მივდივარ და ალბათ აღრიცხვაზე ამიყვანს. ასე რომ არ ვაჭარბებ რომ იტყვიან "ჩქიმი პაკაყუხა". :)

ამაზე რატომ არ მიპასუხეთ ბატონო გიორგი?

http://planeta.ge/index.php?showtopic=27906&view=findpost&p=282658

დავიჯერო ცუდი რამე შემოგთავაზეთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. დააყენე ვებ კამერა და ვებ კამერის წინ დაიწყე შიმშილობა! თანაც ინტერნეტში დასდე ბმული მაგ კამერის, თანაც ჩეხებს აუხსენი ამ კამერით შენი მოთხოვნები, თან გაესაუბრები თან მხარდაჭერას (ან შესაბამის ახსნა-განმარტებას) მიიღებ ჩეხებისგან (იმ ჩეხებისგან ვისი მხარდაჭერა უნდა ჩეხეთის ხელისუფლებას). მინიმუმი ზარალი (კვებაზე დაზოგილი ფული), მაქსიმუმი ბაზარი (საკუთარი პროტესტის და პოზიციის გახმოვანება). რა ხანაში ცხოვრობთ - დააყენეთ ინტერნეტ-რადიო და ინტერნეტ-ტვ სახლის კომპზე და მოახდინეთ ტრანსლიაცია ჩეხეთზე სახლიდან!

GeoStream

ტექნიკურად ეს როგორ შეიძლება გაკეთდეს?

და რამდენ ადამიანს შეეძლება პირდაპირის ყურება?

babuagiorgi

აბა გამძლეობას გისურვებ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეეე, ბაბუა! რომელ ხანაში ცხოვრობთ?

1. დააყენე ვებ კამერა და ვებ კამერის წინ დაიწყე შიმშილობა! თანაც ინტერნეტში დასდე ბმული მაგ კამერის, თანაც ჩეხებს აუხსენი ამ კამერით შენი მოთხოვნები, თან გაესაუბრები თან მხარდაჭერას (ან შესაბამის ახსნა-განმარტებას) მიიღებ ჩეხებისგან (იმ ჩეხებისგან ვისი მხარდაჭერა უნდა ჩეხეთის ხელისუფლებას). მინიმუმი ზარალი (კვებაზე დაზოგილი ფული), მაქსიმუმი ბაზარი (საკუთარი პროტესტის და პოზიციის გახმოვანება). რა ხანაში ცხოვრობთ - დააყენეთ ინტერნეტ-რადიო და ინტერნეტ-ტვ სახლის კომპზე და მოახდინეთ ტრანსლიაცია ჩეხეთზე სახლიდან!

არ ვიცი, საქართველოში ვინც გეძებენ, ისინი ხომ არ მოგადგებიან თქვენ, როცა პოპულარული გახდებით? პოპულარული რომ გახდებით ეგ კი ვიცი!

1.1. ჩვენ როგორმე მოვახდენთ თქვენთვის დასახმარებლათ სახსრების შეგროვების იდეის ჩაგდებას ჩეხურ ინტერნეტში. ემიგრანტები მაინც გამოხატავენ თქვენთვის მხარდაჭერას.

2. ეხლა, ბოდიშით, და თქვენ ამიხსენით ზუსტად რას ნიშნავს და რა შინაარსს აქსოვთ "ჩქიმი პაკაზუხაში"? ეეე, მე სადა ვცხოვრობ? სამეგრელოში უნდა დავბადებულიყავი, რომ თქვენ ამ კითხვით არ შემეწუხებინეთ. :)

ვერ შევამჩნიე. :)

ნაწილობრივ ამაზე პასუხი გავეცი აქ ზედა პოსტში მგონი.

არ უყვართ აქ გადამეტებული და უკურეაქციას იწვევს.

მერე ეხლა პირდაპირი ტრანსლაციაში მინდა მთელი ჩეხეთი სახლში?

მოკლედ მედიამ იცის და ხელისუფლებამ. თუ არ მოინდომეს არ გამოაქვეყნებენ თუ გინდ სიკვდილის სემდეგ გამოაცხადო შიმშილობა. ასეა ეს როდესაც საქმე სახელმწიფოს ეხება.

შეიმშილობის პარალელურად შევიტანე საჩივარი პოლიციაზე და ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ შემაქვს საჩივარი სახელმწიფოზე.

პ.ს. ხვალ დილას ოჯახის ექიმთან წავალ კიდევ, ესეც აუცილებელია.

რავი იმედია ერთ თვეს მაინც გავძლებ, მანამდე პასუხიც უნდა მქონდეს და რეაქციაც იქნება თუ იქნა რამე საერთოდ.

ერთხელ ასე სულ დასაწყისსი ლტოლვილთა ბანაკში გამოვაცხადე შიმშილობა. უბრალოდ ვუთხარი და წავედი ოთახში. არ გამოვსულვარ იქედან ასე ერთი კვირა და გაჭრა ამ ამბემ მაშინ.

აქ არაა დიდი იმედები, მაგრამ არც სხვა გამოსავალს ვხედავ. არ გამოვა და მოვისვენბ მეც და მაგენიც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

არ გეწყინოს მაგრამ თუ სიკვდილი გინდა ბაბუ ჩამოდი აქ და თუ მაინც და მაინც სიკვდილია ჩემთან ერთად მოკვდი საქართვეოსთვის.. როგორ და რანარად რომ ჩამოხვალ მერე ვილაპარაკოთ და მანამდე და იმის მერეც არ გავარტყი ტო ჩეხებს?

ბოდიში კიდევ ერთხელ მაგრამ ვერ მივხვდი შენ ჩანაფიქრს :(

არა კაცო ვინ სთქვა რომ სიკვდილი მინდათქო. :)

ხეზე რომ მივიჭედე ხელი იქაც რუსმალს დეზინფექცია გავუკეთე კაცო, კამიკაძე კი არ ვარ.

უბრალოდ სამართალს ვითხოვ. აქედან მაქვს ოფიციალურად შეტანილი საჩივრებიც და მეორე მხრიდან ეს პროტესტი გამოვაცხადე.

პირველი პროტესტი იყო იმის მანიშნებელი, რომ ამას ძალიან სერიოზულად ვფიქრობ და ამ გრძელვადიანით კი მიზანს მინდა მივაღწიო.

ეხლა თუ არ გამოვიდა უკან ხომ არ დავიხევ არა, რა ვუთხრა ეხლა, აჰა ვიშიმშილეთქო და კარგად იყავითქო?

თუ მიწოლაა ბოლომდე უნდა მიაწვე კაცო აბა ასე რას მიაღწევ. ეხლა მოხვედრით ყველაფერი ხდება და კაცს თავზე გარეთ აგურიც შეიძლება დაეცეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოდიში კიდევ ერთხელ მაგრამ ვერ მივხვდი შენ ჩანაფიქრს :(

ჩანფიქრი ერთია, ან მივაღწევ ჩემსას და ეს კარგი პრეცედნტიც იქნება მომავლისთვის, ან ამ გალაქსიის დედაც, რა ვუყო ეხლა ასე თავჩაქინდრული ვერ ვივლი და რა ვქნა.

ეხლა თავშესაფარი ვეძებო 12 წლის თავსესაფრის შეემდეგ ნაღადა რა მაქვს ამის ნერვები და სად ჯანდაბაში ვეძებო. საქართველოში არ მიშვებენ ხო და ამ ჩეხებს ჩმორიკობაც ამოვიდა რა ყელში.

კუბაც არ გამოდის, საცაა გაატრიალება იქნებაო. თან ჩემი ბედი რომ ვიცი ასიანი იქნება მანდ რომ ჩავიდე. :)

მთავარი კი ერთია, ადამიანმა უნდა დაიცვა შენი უფლება. არ დაიცავ და ისე ვერ მიაღწევ ვერაფერს, მარტო მოთხოვნა არ შველის დაცვაც უნდა იცოდე.

10 წელი აქ სხვის უფლებებს ვიცავ და ჩემი თუ არ დავიცავი რა აზრი ჰქონდა ამ ცხოვრებას მაშინ. ხელების ჩამოწევას არ ვაპირებ და არც ისეთი იოლი დაბრკოლება ვიქნები ამათთვინ, რომ ერთი ნახრტომით გადალახონ.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

არა კაცო ვინ სთქვა რომ სიკვდილი მინდათქო. :)

ხეზე რომ მივიჭედე ხელი იქაც რუსმალს დეზინფექცია გავუკეთე კაცო, კამიკაძე კი არ ვარ.

უბრალოდ სამართალს ვითხოვ. აქედან მაქვს ოფიციალურად შეტანილი საჩივრებიც და მეორე მხრიდან ეს პროტესტი გამოვაცხადე.

პირველი პროტესტი იყო იმის მანიშნებელი, რომ ამას ძალიან სერიოზულად ვფიქრობ და ამ გრძელვადიანით კი მიზანს მინდა მივაღწიო.

ეხლა თუ არ გამოვიდა უკან ხომ არ დავიხევ არა, რა ვუთხრა ეხლა, აჰა ვიშიმშილეთქო და კარგად იყავითქო?

თუ მიწოლაა ბოლომდე უნდა მიაწვე კაცო აბა ასე რას მიაღწევ. ეხლა მოხვედრით ყველაფერი ხდება და კაცს თავზე გარეთ აგურიც შეიძლება დაეცეს.

არ ვიცი ბაბუ. როგორც ვფიქრობ მესმის შენი ემოცია, მაგრამ ამ შენი ემოციის თავი და თავი სულ სხვაგან არის და არა იქ სადაც სამართლიანობისთვის იბრძვი ვგონებ..

ღმერთმა ხელი მოგიმართის რაზეა ბურდღუნი, მაგრამ ის შენი ჯანი და ღონე აწი შენ ქვეყანას მოახმარე ვიდრე მაგ ნაგიჟრებს.. არ მიგიღეს? არ ჩაგთვალეს შინაურად? ხოდა მოსდღვიათ პატრონი ..

რავიცი მოკლედ, ღმერთი შენსკენ და თუ რამე, იფიქრე მაინც ჩემ სიტყვებზე.. არც ერთი მათგანი უაზროთ არ მითქვავს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ გულით მთავზობს ხალხი ვიცი ეს და ვაფასებ. კამერა, ხმაური და ა.შ.

მარტო პროტესტთ ვერ გახდები რამეს. ან ადვოკატი უნდა გყავდეს კარგი, ან შენ უნდა იცოდე კანონები.

პროტესტის პარალელურად კანონით მოცემული გზებიც უნდა გამოიყენო, ასე ამ პროტესტს შედეგი არ ექნება.

მაქვს ამ საქმეში რაღაც გამოცდილება. მადლობა ღმერთს ადვოკატი არ მჭირდება და ჩემით ვაკეთებ ჯერ.

ეხლა ვწერ და პარასკევამდე უნდა ჩავბარო საჩივარი სახელმწიფოს წინააღმდეგ სადაღაც ასე 400 000 ევრო. გაუხარდებათ ალბათ ამ საჩივარს რომ შევიტან სასამართლოზე :)

babuagiorgi

არ ვიცი ბაბუ. როგორც ვფიქრობ მესმის შენი ემოცია,

ემოციებს ეხლა არ გამომადგება. განსაკუთრებით აქ ევროპაში ეს არაფერს ნიშნავს.

უნდა შეეცადო ჩაჯდე კანონის ფარგლებში და ემოციები თუ გამოიყენე არ გამოვა ეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ემოციებს ეხლა არ გამომადგება. განსაკუთრებით აქ ევროპაში ეს არაფერს ნიშნავს.

უნდა შეეცადო ჩაჯდე კანონის ფარგლებში და ემოციები თუ გამოიყენე არ გამოვა ეს.

ესეც მართალია. ემოციები ხელს უფრლო გიშლის ვიდრე პირიქით...

პარასკევამდე უნდა ჩავბარო საჩივარი სახელმწიფოს წინააღმდეგ სადაღაც ასე 400 000 ევრო.

შენ თუ ეს ჰამბავი მოიგე და მაღარიჩი შენზეა მაშვინ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ესეც მართალია. ემოციები ხელს უფრლო გიშლის ვიდრე პირიქით...

შენ თუ ეს ჰამბავი მოიგე და მაღარიჩი შენზეა მაშვინ :givi:

მეგრელს ექიმმა უთხრა კიბო გჭირსო. მეგრელმა "ვნახოთ ვინ ვის შეჭამსო". :)

მაგ კიბოზე უარესი ვარ მე, თუ ჩავებღაუჭე ან მოვეშვები და ან არა.

ვნახოთ "ჩქიმი პაკაზუხა". მოგებით შეიძლება კაცმა ყოველთვის ვერ მოიგიო, მაგრამ არ წავგებ ამ ამბეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ღმერთმა ხელი მოგომართოს ბაბუ. მთავარია მაგრათ იყავი და თავს გაუფრთხილდი და დანარჩენი მოგვარებადია http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

ტექნიკურად ეს როგორ შეიძლება გაკეთდეს?

და რამდენ ადამიანს შეეძლება პირდაპირის ყურება?

რასა გულისხმობ, akkai ? მე მანდ 3 ვარიანტი შევთავაზე ბაბუას...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რასა გულისხმობ, akkai ? მე მანდ 3 ვარიანტი შევთავაზე ბაბუას...

ტექნიკურად როგორ შეიძლება გაკეთდეს.

სახლიდან სკაიპში, ვებ კამერით როგორ შეიძლება ტრანსლაცია გააკეთო,რომელსაც ბევრი ადამიანი ნახავს.

საიტია რამე ტრანსლაციების?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...