planetanews Posted June 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/laris_kursi_-225x150.JPG“ლეიბორისტული პარტია” ხელისუფლებას ლარის კურსის ხელოვნურად დაცემაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა, დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ხელოვნურად დაცემისა და ამ გზით მოსახლეობის ძარცვის ხარჯზე მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში არაოფიციალურად გახარჯული 300 მლნ ლარის ამოღებას ცდილობს. როგორც პაატა ჯიბლაძემ აღნიშნა, ხელისუფლების გეგმაში შედის, რომ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ვარდნა გაგრძელდეს, დავიდეს 2,2 ნიშნულამდე და ამით მათ საშუალება მიეცეთ კიდევ დამატებით დაახლოებით 500 მლნ ლარი ამოიღონ. ჯიბლაძის განცხადებით, ამ პროცესის პროპორციულად უკვე გაიზარდა და კიდევ გაიზრდება ფასები პირველადი მოხმარების საგნებზე და პროდუქტებზე. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, პაატა ჯიბლაძემ ხელისუფლებასთან ერთად ფინანსური მაქინაციების უშუალო ხელშემწყობებად “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები და მათი მხარდამჭერები დაასახელა, რომლებმაც, მისი თქმით, დანაშაულებრივი რეჟიმის გახანგრძლივებას დაუჭირეს მხარი. IPN Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts