Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- კორტებთან ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მემორიალური დაფა აღადგინეს


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/08062010565.jpgთბილისში, ჩოგბურთის კორტებთან სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა მდუმარე აქცია გამართა და 2006 წლის 2 მაისს სპეცოპერაციისას დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდიე ხუბულოვის ხსოვნის მემორიალური დაფა აღადგინეს.

 

როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, ხელისუფლებამ როგორც  ქურდულად მიითვისა ძალაუფლება, ასევე მოახდინა  დაღუპული ახალგაზრდების მემორიალური დაფის მოპარვაც. თუკი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ჩააფურთხებს ფართო საზოგადოებას, საზოგადოება მემორიალურ დაფასათან ფიცს დადებს, რომ  მორიგ უკანონობას აღარ შეეგუება და ფართომასშტაბიან აქციებს გამართავს.

 

ზაზა ხატიაშვილის თქმითვე, თუკი ხსოვნის დაფა ხელმეორედ იქნება მოპარული, მემორიალი აღარ გაკეთდება და საზოგადოება უფრო რადიკალურ ნაბიჯებზე გადავა.

 

“ქართული აკადემიის“ წარმომადგენლის თემურ ნანეიშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ  არა მარტო შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ საზოგადოებას, არამედ  შეურაცხყოფა მიაყენა მიცვალებულებს, რაც დიდი  უზნეობაა.

 

მოძრაობა “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, ხელისუფლებას ეშინია იმ გარდაცვლილების, რომლებიც ვარდების რევოლუციის შემდგომ რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ და რომელთა ხსოვნაც ყველაზე უკეთ ააშკარავებს მათ დანაშაულებს.

 

ეკა ბესელიამ საზოგადოებას მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ როცა სამოქალაქო საზოგადოება პასუხისმგებლიანი და მომთხოვნია, ხელისუფლება დანაშაულებს ვერ სჩადის.

 

დღევანდელ საპროტესტო აქციას თითქმის ყველა უფლებადაცვითი და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიების ლიდერები ესწრებოდნენ. აქციას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახურდიაც შეუერთდა.

 

შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთის კორტებთან სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა ზურაბ ვაზაგაშვილსა და ალექსანდრე ხუბულოვის ხსოვნის მემორიალური დაფა მიმდინარე წლის 2 მაისს ჩამოკიდეს, ხოლო მემორიალური დაფა დაუდგენელმა პირებმა კედლიდან 1 ივნისს ღამით ჩამოხსნეს. ამასთან, უცნობებმა ბასრი საგნით აჩეხეს გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივცემულოდ დარგული ბზის ხე.

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...